ფორესტ გამპი საკუთარ თავს იდიოტს უწოდებს და გულღიად გვიამბობს საკუთარი ცხოვრების ამბავს იმ დროიდან, როცა ჭკუასუსტობის გამო სკოლაშიც არ იღებდნენ. მაგრამ მერე ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ყველაფერი გამოუვიდა. "ცხოვრება შოკოლადის ყუთს ჰგავს - არასოდეს იცი, რა შეგხვდება", - ამბობს ფორესტი და სპორტსმენის, მოხეტიალე მუსიკოსის, ომის გმირის, მოგზაურის, მილიონერის... როლებში აღმოჩნდება. ფორესტ გამპის ისტორია მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდების ფსიქოლოგიური დრამაა - ვიეტნამის ომი და მისგან გამოწვეული იმედგაცრუება, რომელმაც ამერიკაში საპროტესტო ტალღა წარმოშვა.
Subscribe
Login
0 კომენტარი