ქამუშაძის გაჭირვება დავით კლდიაშვილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. მოთხრობა ავტორისეული იუმორითა და ტრაგიზმით გვიყვება "შემოდგომის აზნაურების" დაბეჩავებულ ყოფას, მე-19 საუკუნის საქართველოს სინამდვილეს, სადაც პერსონაჟთა უმთავრესი მისწრაფება მხოლოდ და მხოლოდ საარსებო ლუკმის შოვნაა. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველა თავგამოდებით იბრძვის, მიზანს ვერავინ აღწევს - ვერც აზნაური და ვერც გლეხი. შიმშილის გამო იღუპებიან და წინაპართა ფუძიდან აყრას და სხვაგან გადასახლებას ისახავენ მიზნად. ნაწარმოების პერსონაჟთა ნაწილი თვლის, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ქალაქში დამკვიდრებაა.
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი