„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ყველაზე სკანდალური რომანია, რომელიც ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი. ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს; „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" წინააღმდეგ ახალი ტალღა 1988 წელს აგორდა, როდესაც ეკრანზე მარტინ სკორსეზეს ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა. საბერძნეთის სასულიერო და საერო საზოგადოებამ ფილმის ბერძნული…
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი