ბობ დილანი რომ გენიალური მუსიკოსი და შესანიშნავი პოეტია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ „ქრონიკებმა“ კრიტიკოსები გულწრფელად გააკვირვა – ვიცოდით, დილანს წერა რომ შეეძლო, ვერ წარმოგვედგინა, თუ ასე კარგად შეეძლო წერა. და მართლაც, საოცრად მრავალფეროვან თემებს ეხება – პირადულს, მუსიკალურს, ისტორიულს... ამ მდიდარი, ხანდახან აბსურდული და ხშირად ალერსიანი ენით დაწერილი წიგნით, დილანი ბევრად მეტს გვაწვდის, ვიდრე რომელიმე ჩვენთაგანი გაბედავდა ეოცნებაო. „თუ წიგნის დასასრულს მადლიერი არ აქვითინდები, ჩათვალე, რომ ეპოქამ გვერდით ჩაგიარა“, – წერს „სანდი თაიმსი“. „ქრონიკებში“…
Subscribe
Login
0 კომენტარი