რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული. მიხეილ ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „ჯაყოს ხიზნები 1924 წელს ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისში დავწერე“. 1928 წელს ის დავით კასრაძესთან საუბარში აღნიშნავდა:„კვაჭი კვაჭანტირაძეს მივაყოლე ჯაყოს ხიზნები, ეს ქურთა–თამარაშენში ყოფნის სახსოვარია. მართალია, რომანმა აუარებელი მკითხველი გამიჩინა, მაგრამ აუარება დამაწყევარიც! კრიტიკაში ბევრი მაქებდა გულახდილობისათვის, ბევრი მაძაგებდა. ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, რომ ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყრათ,…
Loading...
Subscribe
Login
0 კომენტარი