ბაჩო ჯიქიძე – ვანგრევ კარს (ტექსტი)

მთელი დღეა მოწყენილი ჩანხარ, ხმას არ იღებ
და სიჩუმე მთელი დღეა ავსებს ჩვენ ორ შორის სივრცეს
მე ვიცი საქმე რას ეხება, მე ყველაფერს ვიგებ,
ვგრძნობ რომ ახლა გახსენდება და გაბრაზებს ეს

რომ მე ვანგრევ კარს და ასე ვიჭრები შენს სამყაროში
მე ვანგრევ კარს და შემოვდივარ შენს სივრცეში

ჩვენ ორივე ვხდებით, ასე დიდხანს ვერ ვიქნებით
სულ რამდენიმე დღეს დაიტევს ალბათ ჩვენი ერთად ყოფნა
და მერე როგორც სხვა ყველასთან უხმოდ დავცილდებით
მაგრამ ახლა ფიქრობ ალბათ ჩემთვის ამის თქმას

რომ მე ვანგრევ კარს და ასე ვიჭრები შენს სამყაროში,
მე ვანგრევ კარს და შემოვდივარ შენ სივრცეში

მე ვერაფერს გეტყვი ისეთს, რაც ახლა რამეს შეცვლის
შენ ვერაფერს იზამ ისეთს, რაც აზრს შეძენს ახლა მათ ამ
სიტყვებს რასაც ვერ ვპოულობ სანუგეშოს შენთვის
სიზმრებს სადაც ვერ ვუძებნი ახსნას მე ამ ცდებს

რომ მე ვანგრევ კარს და შემოვდივარ შენს სამყაროში
მე ვანგრევ კარს და ასე ვიჭრები შენს სივრცეში

თუ მოგწონს eon.ge, გსურს რომ უფრო განვითარდეს და დაიხვეწოს ის, და თვლი, რომ ამას იმსახურებს, მაშინ დააფინანსე ის