ბაჩო ჯიქიძე – ფილოსოფოსები იმტვრევდნენ თავს (ტექსტი)

ფილოსოფოსები იმტვრევდნენ თავს,
ამ მარტივ კითხვებზე იჭყლეტდნენ ტვინს,
ამ ქვეყნად ცხოვრებას რა აზრი აქვს,
ამ ქვეყანდ მოვლენა რის გამო ღირს.

აი შენ, კი ყოველთვის ჯიუტად გწამდა
ყოველთვის ურყევად გჯეროდა ეს.
ამ ქვეყნად მოხვედი იმიტომ რადგან, დემოგრაფიულად უჭირდა ერს.

ოჯახში გაჩნდი შენ მეშვიდე შვილად,
საწოლზე წოლისთვის ელოდი რიგს,
სამს მასზე გეძინათ მშიერებს ხშირად,
როცა სხვებს მშიერებს ეძინათ ძირს.

მაგრამ შენს მშობლებს ყოველთვის ჯიუტად სწამდათ,
ყოველთვის ურყევად სჯეროდათ ეს,
ყველაფერს გმირულად იტანდნენ რადგან,
დემოგრაფიულად უჭირდა ერს.

ფილოსოფოსები კი იმტვრევდნენ თავს,
ამ მარტივ კითხვებზე იჭყლეტდნენ ტვინს,
ამ ქვეყნად ცხოვრებას რა აზრი აქვს,
ამ ქვეყანდ წვალება რის გამო ღირს.