მეხის ქანდაკება – სულ რომ არ იყოს ტანჯვა-წამება (ტექსტი)

სულ რომ არ იყოს ტანჯვა, წვალება,
სნეულება და გარდაცვალება,
მაშინ უბრალოდ, არ იქნებოდა
არც სინანული, არც შებრალება.

სულ რომ არ იყოს ქვეყნად ცოდვები,
თუნდაც გაჩენის პირველ დღიდანვე
არ იქნებოდა არც შეცოდება,
არც სინანული და არც წმინდანი.

გავუძლებ ტკივილს, თუ კი მომელის
ტანჯვას ავიტან, როგორც ტიტანი,
ოღონდ მიმრავლე თანამგრძნობელი,
სხვისი ტკივილის გულთან მიმტანი

ტკივილო, თუმცა ტანჯვას მარგუნებ
და მიფითრდება სიმწრით ტუჩები,
შენ მაინცა ხარ საღვთო სალბუნი
ხვალის იმედით და გაყუჩებით.

სულ რომ არ იყოს ტანჯვა, წვალება,
სნეულება და გარდაცვალება,
მაშინ უბრალოდ, არ იქნებოდა
არც სინანული, არც შებრალება.

გავუძლებ ტკივილს, თუ კი მომელის
ტანჯვას ავიტან, როგორც ტიტანი,
ოღონდ მიმრავლე თანამგრძნობელი,
სხვისი ტკივილის გულთან მიმტანი

თუ მოგწონს eon.ge, გსურს რომ უფრო განვითარდეს და დაიხვეწოს ის, და თვლი, რომ ამას იმსახურებს, მაშინ დააფინანსე ის