ნიკოლოზ წვიმა – ”მე” (ტექსტი)

მე ვიცვლიდი ტყავს
ვერ ვიკლავდი თავს
შენით დასერილი ჩემი გული
შიშობს არ დაგტოვოს
და ვერ იღებს ხმას

ხარ საწამლავი ჩემი წილი
მე გიკოცნი თვალებს შენ კი ტირი
დავიღალე მე

უყურებ წყეულ სარკეს და აფურთხებ მას
ვინც ფრთები მოაჭრა შენს ბედნიერებას
შენ აღარაფრის აღარ გწამს

ცრემლში ამღვრეულ თვალებს
გარდაცვალება სურს
შენ უმწეო დარდით იკაწრავ გულს
კმარა სიგიჟე ღმერთო თავისუფლება სულს

გავყვები ქარს და გამოგიწვდი ხელებს
უშენობა მკლავს დრო ვერ აშრობს ჩემს ცრემლებს
არ იყავი არსად ჩანდი და მკლავდნენ
მორჩა ღმერთო მორჩა მინდა შენ რომ გგავდე

და მკლავს მე მკლავს შენი თვალები
მტკივა სული მე ცამდე
მომეცი ძალა გარდაცვალების
მინდა შენ რომ გგავდე