იანვრის ჰოროსკოპი 2021

2021 წლის იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერძი: ბევრი შრომა შენთვის უცხო არასდროს ყოფილა. ეს თვეც არ იქნება განსხვავებული. შესაძლებლობა გაქვს უამრავი ახალი პროექტის დაწყების და ადამიანების მოტივირების. რაღაც ახლის დაწყებით იქნები აღფრთოვანებული, თუმცა პროცესში შეიძლება გადაიწვა.

კურო: სახლის საქმეები ამ თვის მთავარი საზრუნავი იქნება. ოჯახური სადილები, ფილმების ყურება. თუ შვილი გყავს, დრო გამონახე, მასთან ერთად დაკავდე საინტერესო და გასართობი აქტივობებით.

ტყუპები: ეს ზამთრის თვე დასვენებას დაუთმე. გადამწვარი ხარ და ცოტა ხნით საქმეებს ჩამოშორება გჭირდება.

კირჩხიბი: შეიძლება საკუთარი თავი სიჯიუტეში გამოიჭირო. ბნელი დღეები და სიცივე, ეს ყველაფერი ისეთ ემოციურ ნიშანს, როგორიც კირჩხიბია თავს უცნაურად აგრძნობინებს. გააკეთებ მცირე რამე, რაც თავს კარგად გაგრძნობინებს, დაპირდი საკუთარ თავს, რომ რამეს გააკეთებ და პირობას ნუ დაარღვევ. ასე მხიარულებას მოიზიდავ და საკუთარი თავის დადანაშაულებას აიცილებ თავიდან.

ლომი: წლის პირველი თვე შენთვის ნამდვილი დასაწყისი იქნება. უამრავი კარგი რამე გელის იანვარში და პოზიტიური ვიბრაციები გარშემომყოფებსაც გადაედება. გექნება უამრავი ენერგია.

ქალწული: გამონახე დრო ისიამოვნო მცირე დეტალებით. გადი გარეთ და თოვლის ბაბუა შექმენი. გაისეირნე, ფეხით ან ველოსიპედით. შენი სული ბუნებაში განახლდება.

სასწორი: გამოიყენე ეს თვე შინაგანი ბავშვის გასაღვიძებლად, იყავი კრეატიული, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს ეს: ხელოვნებაში, სამკაულების კეთებაში, მზარეულობაში.

მორიელი: ეს თვე იმ ბალანსს მოგიტანს, რომელიც გჭირდებოდა. ეს თვე დაგეხმარება იმ კომპონენტების დალაგებაში, რომელიც აქამდე არეული იყო,

მშვილდოსანი: ამბიციები შენი საუკეთესო მეგობარი იქნება. ორგანიზების დროა, გადახედე ყველაფერს რასაც გეგმავდი და დაიწყე ქმედება.

თხის რქა: მეტად დაუახლოვდი ბუნებას, მიირთვი ჯანსაღი ბოსტნეული, თუ შეგიძლია დრო გაატარე ბუნებაში, დაკავდი მედიტაციით, ღრმად ჩაისუნთქე და ნუ აჩქარდები. ეს შენს ორგანიზმსაც და სულსაც ასარგებლებს.

მერწყული: წინ დიდი წელი გელის. ეს წელი და ეს თვე უდიდეს შესაძლებლობებს გაძლევს ზრდის და განვითარების.

თევზები: ეს თვე ბევრი რამის ახალი ფურცლიდან დაწყების საშუალებას მოგცემს. გამონახე დრო შენი გეგმების ჩამოწერის და გადახალისებისთვის.

თუ მოგწონს eon.ge, გსურს რომ უფრო განვითარდეს და დაიხვეწოს ის, და თვლი, რომ ამას იმსახურებს, მაშინ დააფინანსე ის
დატოვე კომენტარი