რუსეთი 400 000 სამხედროს ვაქცინაციას იწყებს

რუსეთმა შეიარაღებული ძალების მასიური ვაქცინაცია დაიწყო, covid 19-ის წინააღმდეგ.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, უკვე 2500-მდე სამხედროს უკვე გაუკეთდა ვაქცინა და წლის ბოლომდე რიცხვი ათი ათასობით გაიზრდება.

შოუგუმ ასევე ისაუბრა, რომ ვაქცინის ტესტირებაში 500-მდე სამხედრო პირი იყო ჩართული. და მან უკვე აჩვენა ეფექტურობა დაავადების სხვადასხვა ეტაპებზე.

რუსეთი კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობს, როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, ყველაზე ეფექტური – “სპუტნიკ 5” არის. რომელიც გამალეიას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა და 95 პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებს.

როიტერის ინფორმაციით, ინდური ფარმაცევტული კომპანია “ჰეტერო” ვაქცინის 100 მილიონ დოზას აწარმოებს.

თუ მოგწონს eon.ge, გსურს რომ უფრო განვითარდეს და დაიხვეწოს ის, და თვლი, რომ ამას იმსახურებს, მაშინ დააფინანსე ის
დატოვე კომენტარი