ბლანშ მონიე: ქალი რომელიც 25 წელი სხვენში იყო დამწყვდეული

რას გააკეთებდი სიყვარულისთვის? ზოგჯერ ამ კითხვაზე გადამეტებულ პასუხებს ვცემთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს. ვპირდებით მათ სამოთხეს და დედამიწას, და გამოვრიცხავთ მათ გარეშე ცხოვრების შესაძლებლობას. თუმცა, ბლანშ მონიესთვის სიყვარულმა მარტო ცხოვრება მოიტანა, 25 წლით სხვენში გამოკეტვა.

ბლანშს ის კაცი კაცი შეუყვარდა, რომელიც მიუღებელი იყო დედამისისთვის. რეალურად, მადამ მონიეს იმდენად სძულდა ეს კაცი, რომ თავისი შვილი პატარა სხვენში გამოკეტა. შლანშს ჰქონდა არჩევანი. შეეცვალა აზრი პოტენციური ხელისმთხოველის შესახებ, ან დარჩენილიყო სხვენში.

ბლანშმა სხვენი აირჩია, 25 წლით.

ვინ იყო ბლანშ მონიე?

ბალნში 1849 წლის მარტში დაიბადა, პუატიეში, საფრანგეთში, ძველ სახელგანთქმულ ბურჟუაზიულ ოჯახში. დედმისი მკაცრი და კონსერვატიული შეხედულებების ქალი იყო. ბლანში ლამაზი გოგო იყო და როცა სათანადო ასაკში შევიდა, უამრავი მამაკაცის ყურადღება მიიპყრო.

1874 წელს ერთმა ასაკის კაცმა ბლანშიც ყურადღება მიიქცია, ის იურისტი იყო, თუმცა ბლანშის დედის მკაცრ სტანდარტებში არ ჯდებოდა.

მადამ მონიე ქალიშვილის ‘უფულო იურისტზე’ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა. მან აუკრძალა ბლანშს მასთან შეხვედრა და გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, ურთიერთობის განვითარების შესაფერხებლად. ეცადა მოეთაფლა შვილი, თხოვნით მიმართა, არგუმენტირებულად დაუსაბუთა, დაემუქრა და ქრთამის მიცემაც სცადა. თუმცა არაფერმა გაჭრა.

ბლანში შეუპოვარი ახალგაზრდა ქალი იყო და დედამისის სურვილებს შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდა. ის შეყვარებული იყო და აგრძელებდა იურსტთან შეხვედებს, დედამისის პროტესტის მიუხედავად.

ამ ყველაფერმა მადამ მონიეს გამძვინვარება გამოიწვია და გადაწყვიტა უკანასკნელი ღონე ეხმარა და ჩაეკეტა შვილი, მანამ, სანამ აზრს არ შეიცვლიდა.

ჩაკეტვა სიყვარულის გამო

ასე რომ, მან შვილი პატარა სხვენში შეათრია, სადაც არჩევნის წინაშე დააყენა. ის შეწყეტდა შეუფერებელ რომანს ღარიბ იურისტთან, ან სხვენში დარჩებოდა გამოკეტილი.

ბლანშ მონიეს სიყვარულის სჯეროდა. ის სხვენში დარჩა. 25 წლით.

თავიდან მადამ მონიე ფიქრობდა, რომ ბლანში შერბილდებოდა და დაინახავდა, რომ დედამისს მისთვის მხოლოდ საუკეთესო სურდა. თუმცა, დრო გადიოდა და თანდათან იკვეთებოდა ნებისყოფების ორთაბრძოლა. არცერთი ქალი უკან დახევას არ აპირებდა.

დღეები კვირებმა ჩაანაცვლეს, კვირები თვეებმა და სანამ ამას გააანალიზებდნენ წელიწადიც გავიდა. გარემოცვისთვის თვალის ასახვევად, მადამ მონიემ და მარსელმა, ბლანშის ძმამ, მოიგონეს, რომ ბლანში უბრალოდ გაუჩინარდა.

სახლს გარეთ, ისინი მშფოთვარე დაზარალებულებად იქცეოდნენ, რომლებიც საყვარლი შვილის და დის გაუჩინარებით იტანჯებოდნენ. თუმცა, დროის მსვლელობასთან ერთად ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, ბლანშ ნელ-ნელა ყველა ივიწყებდა.

თუმცა, ცხადია ის არსად გაუჩინარებულა. სანამ ბლანში დედამისის მიერ შექმნილ საკანში იტანჯებოდა, წლები გადიოდა.

სამწუხაროდ, იურისტი, რომლის გამოც ბლანშმა გაუგონარი მსხვერპლი გაიღო, 1885 წელს, მისი პატიმრობიდან 10 წელიწადში, გარდაიცვალა. ბლანშს ეს არასდროს გაუგია და კიდევ 15 წელი გაატარა დატუსაღებულმა, გაუსაძლის პირობებში.

ნაპოვნია ბლანშ მონიე

1901 წლის მაისში, პარიზის რწმუნებულმა გენერალმა ანონიმური წერილი მიიღო, რომელიც ასე იწყებოდა:

მუსიე რწმუნებულო: მაქვს პატივი შეგატყობინოთ განსაკუთრებით სერიოზული შემთხვევის შესახებ. საუბარი მაქვს შინაბერაზე, რომელიც მადამ მონიეს სხვენშია გამოკეტილი, ნახევრად შიმშილობს და საშინელ სიბინძურეში ცხოვრობს გასული 25 წლის მანძილზე – მოკლედ, რომ ვთქვა, საკუთარ ნეხვში.

თავდაპირველად პარიზის ხელმძღვანელობას უჭირდა დაეჯერებინა მსგავსი აღმაშფოთებელი რწმუნება. ბოლოს და ბოლოს, მადამ მონიე პატივსაცემი წევრი იყო, პარიზის არისტოკრატთა საზოგადოების.

ამის მიუხედავად, პოლიციამ გადაწყვიტა გამოეძიებინა საქმე. თუმცა, როგორც კი მასთან მივიდნენ, მადამ მონიემ სახლში შესვლის უფლება არ დართო მათ. პოლიციამ კარი შეამტვრია და სხვენთან მივიდა. სადაც ბლანშ მონიე იპოვეს, ან ვიღაც მისი მსგავსი.

ოდესღაც ლამაზი ქალი, ძვლებად და კანად ქცეულიყო. ბლანში 25 კგ-ს ძლივს იწონიდა. ჩალის ლეიბზე იწვა, საკუთარ განავალში და ობიან საჭმელებში.

უბედური ქალი, მთლიანად შიშველი, დამპალ ჩალის ლეიბზე იწვა. ოთახი დაფარული იყო მუნით, რომელიც ექსკრემენტების, საჭმლის ნარჩენების, ბოსტნეულის, თევზის და დაობებული პურისგან იყო გამოწვეული. ჩვენ ასევე დავინახეთ ხამანწკის ნიჟარები და ხოჭოები, რომლებიც მადმოაზელ მონიეს საწოლზე დახოხავდნენ.

ოთახში სუნთქვა შეუძლებელი იყო, აყროლებული ჰაერი იყო, ამის გამო ვერ შევძელით იქ მეტხანს დარჩენა დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად.

მადამ მონიე და მარსელი პოლიციამ დაკითხა. ბლანში მიუხედავად მტანჯველი პერიოდისა, მშვიდი ჩანდა. ის ახლომდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ბრალდებული დედა-შვილი

დედა და შვილი უარყოფდა დანაშაულს, ირწმუნებოდნენ, რომ ბლანში სხვენში საკუთარი სურვილით ცხოვრობდა და ნებისმიერ დროს შეეძლო გამოსვლა. და რომ, ის არასდროს ყოფილა ტუსაღი. თუმცა პოლიციამ არ დაუჯერა მათ.

ისინი უკანონო დატყვევების ბრალდებით დააკავეს. მადამ მონიე განაჩენიდან 15 დღეში ავად გახდა და გარდაიცვალა. მარსელი, რომელიც თავადაც იურისტი იყო, გირაოთი გათავისუფლდა.

ბლანშ მონიე 25 წლიანი ტყვეობის ტრავმიდან გამოჯანმრთელება ვეღარ შეძლო. ტყვეობიდან გამოსვლის შემდეგ ის 50 წლის იყო, ფიზიკურად ფიტულად ქცეული და რამდენიმე მენტალური ტრავმით.

მან დაკარგა ყველაფერი და საზოგადოებასთან ადაპტაციას ვერ მოახდენდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვენში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, მას განუვითარდა ემოციური ჩვევები, მათ შორის კოპროფილია (ფეკალიებისადმი პათოლოგიური მიზიდულობა).

ბლანშმა დარჩენილი სიცოცხლე ფსიქიატრიულში გაატარა და 1913 წელს გარდაიცვალა.

ორიგინალი სტატია: learning-mind.com

გამოიწერე
Notify of
guest
3 კომენტარები
ყველაზე ძველი
ყველაზე ახალი მეტი შეფასებები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა