დეჟა რევე: გონების საინტერესო ფენომენი

ყველას გვსმენია დეჟა ვუს შესახებ, რაც უკვე ნანახს ნიშნავს. კიდევ ერთი საინტერესო ფენომენია დეჟა რევე, რაც სიზმრად ნანახს ნიშნავს.

რა განსხვავებაა დეჟა ვუს და დეჟა რევეს შორის?

დეჟა ვუ გავრცელებული ფენომენია, რომლის დროსაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული მოვლენა უკვე მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში. როგორც წესი, დეჟა ვუს ისეთ სიტუაციებში განვიცდით, რომლებთანაც არაფერი გვაკავშირებს. რაც შეგრძნებას მეტ უცნაურობას სძენს, რადგან ვიცით, რომ მიღებული გამოცდილება სრულებით ახალია.

დეჟა ვუ ფართოდაა გავრცელებული და როგორც ცნობილია ადამიანების 60-80 პროცენტისთვის რეგულარული მოვლენაა. ეს შეიძლება იყოს მარტივი მსგავსებებიც და მოვლენების ზუსტი თანმიმდევრობით განმეორების შეგრძნებაც. შეიძლება იყოს სურნელი, მოვლენა, ადგილი…

უამრავი მკვლევარი ფიქრობს, რომ დეჟა ვუ მეხსიერებაზე დაფუძნებული გამოცდილებაა და ვარაუდობენ, რომ ეს ასოციაციური ფენომენია კონკრეტულ მომენტში განცდილსა და წარსულ მოგონებას შორის.

სხვებს სჯერათ, რომ ტვინის მხარეებს შორის მიმოცვლის წამიერი დაგვიანების შედეგად ინფორმაციის ორჯერ დამუშავება ხდება. რაც იწვევს რაღაცის ორჯერ განცდის ეფექტს.

დეჟა ვუს შემთხვევითობა მის ემპირიულად შესწავლას ართულებს. კვლევების უმეტესობა სუბიექტურ შეფასებებს ეფუძნება. შესაბამისად, დეჟა ვუს ფენომენის სრულად გააზრება ვერ ხერხდება.

დეჟა რევე ნიშნავს “უკვე ნანახს სიზმრად”

მეორეს მხრივ, დეჟა რევე კიდევ უფრო უცნაური გამოცდილებაა. ის ჩვენ გვაჯერებს, რომ სიზმრად გვაქვს ნანახი, რომ ეს სიტუაცია ან მოვლენა მოხდებოდა, ან როგორღაც ვიცოდით, რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით.

დეჟა რევეს განსაზღვრის არეალი უსასრულოა. შესაძლოა ახლახანს ნახე სიზმარი, ან ეს წლების წინ ნანახი სიზმარია, რომელიც ახლა აგვიხდა. როგორც არ უნდა იყოს, დეჟა რევეს ყველა შემთხვევაში, ობიექტს სწამს, რომ მან როგორღაც იწინასწარმეტყველა ის მოვლენა, რომელიც იმ მომენტში მოხდა, ან ხდება.

დეჟა რევეს შეგრძნებები მჭიდროთაა დაკავშირებული სიზმრებთან. მეტწილად, სწორედ ეს ფაქტორი აცალკევებს დეჟა ვუსგან. მეორეს მხრივ, იქმნება მკაფიო შეგრძნება, რომ მიღებული გამოცდილება უკვე მომხდარია. დეჟა ვუს შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ გვჯერა, რომ რაღაც, რაც მოხდა უბრალოდ ზედმიწევნით მეორდება.

დეჟა რევე უფრო მეტად წინათგრძნობაა. შეგრძნება, რომ სიზმრად ვნახეთ, ან როგორღაც გავთვალეთ, რომ ეს მოხდებოდა.

დეჟა რევეს 3 ფორმა

არსებობს სამი ფორმა, თუ როგორ შეიგრძნობენ ადამიანები დეჟა რევეს. სამივე გზა უნიკალურია, რაც მას მეტად კომპლექსურს ხდის, ვიდრე დეჟა ვუს.

პირველია ეპიზოდური მანერა. ზოგიერთს სჯერა, რომ მათ შეუძლიათ ზუსტად დაიჭირონ ის მომენტი, რომელიც წინასწარმეტყველურ სიზმარში ნახეს.

მეორეა ფამილიარულობაზე-დაფუძნებული მანერა. ეს არის ბუნდოვანი, სიზმრის მსგავსი მოგონება, რომელიც იმეორებს მიმდინარე გარემოებას. ეს ტიპი მარტივად ასარევია დეჟა ვუს ფენომენთან.

მესამეა სიზმრის-მსგავსი მანერა. შეგრძნება, რომ კონკრეტული მოვლენა სიზმრის მსგავსია. ეს შეიძლება იყოს უცნაური, ან კოშმარული გამოცდილება, დაახლოებით ლუციდური სიზმრის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ ობიექტმა იცის, რომ ღვიძავს.

ვინ განიცდის დეჟა რევეს?

დეჟა რევე არაა ისეთივე ფართოდ გავრცელებული, როგორც დეჟა ვუ. თუმცა, ის ხშირია ეპილეფსიურ პაციენტებში, როგორც სხვადასხვა თერაპიების გვერდითი ეფექტი. როგორიცაა, ელექტრო-თერაპია, რაც ტვინის მუშაობის სტიმულირებას ახდენს.

თუმცა, დეჟა რევე თავისუფლად შეიძლება განიცადოს ჯანმრთელმა ადამიანმაც, რისი გამომწვევი მიზეზებიც შეუსწავლელია.

და ბოლოს

ჩვენ უკვე საკმარისად ვიცით ადამიანის ტვინი, იმისათვის, რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ უამრავი რამეა, რაც მის შესახებ არ ვიცით. ჩვენ ჯერ კიდევ ვპოულობთ ნეირონების ახალ ტიპებს, მაგნიტური პოტენციალის მქონე ნაწილაკებს, და ვირუსსაც კი, რომელმაც შეიძლება ადამიანის ცნობიერი ახსნას.

საერთო ჯამში, გონება საიდუმლოებებითაა მოცული. ალბათ, კიდევ ბევრი დრო დაგვჭირდება, რომ ზუსტად ავხსნათ, თუ რატომ განვიცდით ისეთ რამეებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. რაც შეგვიძლია, ისაა, რომ როცა მსგავს ფენომენებს გადავეყრებით კარგად დავაკვირდეთ და ვეცადოთ მათი შესწავლა.

ნათარგმნია Learning-Mind-დან

Subscribe
Notify of
guest
5 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments