გზები, რომლებითაც ადამიანები ჩვენზე მანიპულირებას ცდილობენ (1)

1 vote

სამყარო სავსეა ადამიანებით, რომლებიც ამბობენ და აკეთებენ ყველაფერს, რათა მიაღწიონ ის რაც სურთ. თუ მანიპულატორები არ გიყვართ ეს სტატია თქვენთვისაა. გთავაზობთ იმ საშუალებებს, როგორაც მანიპულატორები ჩვენს კონტროლს ცდილობენ.

მანიპულაცია

არსებითი სახელი

კონტროლირება ან შთაგონება (სიტუაციის ან ადამიანის), ჭკვიანურად ან უნამუსოდ.” – ოქსფორდის ლექსიკონი.

იქცევიან ისე, თითქოს ჩვენზე უკეთესები იყვნენ

ზოგიერთი ადამიანი ქედმაღალი და ნარცისია. ისინი ცდილობენ თავი შენზე მაღლა მდგომად მოგაჩვენონ, თითქოს, შენზე მაღლა მდგომები ან უკეთესები იყვნენ.

შესაძლოა ისე იქცეოდნენ, თითქოს თვითონ მოზარები იყვნენ, შენ კი ბავშვი. ან უბრალოდ შენ მიმართ შემწყნარებელ კომენტარებს უშვენებ და სახის მიმიკებით მიგანიშნებენ, რომ შენ “ქვედა საფეხური” ხარ, თავად კი “ზედა”.

არავინაა შენზე მაღლა მდგომი, არავინაა შენზე უკეთესი. და არავის აქვს უფლება დაგიმორჩილოს. არავინაა არავისზე ნაკლები.

ქედმაღლური კომენტარები და ტონალობა

ხანდახან ადამიანები ცდილობენ შემწყნარებლური, მფარველობითი ან უპატივცემულო კომენტარებით დაგამცირონ:

“სულელი ნუ იქნები!”

“სასაცილოდ იქცევი.”

მსგავსი კომენტარები დღეს ფართო გამოყენებაშია, ხშირად გვესმის ფილმებში დრამატული ეფექტის შესაქმნელად და გაყიდვების რაოდენობის გასაზრდელად.

ყვირილი

“ხმას ნუ აიმაღლებ, შენი არგუმენტი გააძლიერე.”

ყვირილი კიდევ ერთი სულელური საშუალებაა მოსაუბრის დასაშინებლად და მანიპულირებისათვის.

ზოგჯერ ახალი არგუმენტის დასახელების ან არსებულის გაძლიერების ნაცვლად, ადამიანები ხმის აწევას იწყებენ, ისინი ჩვეულებრივზე უფრო ხმამაღლა და გამოკვეთილად იწყებენ საუბარს, ან უბრალოდ ყვირილს, რაც ოპონენტის უკან დახევას ისახავს მიზნად.

როცა ვინმე საუბრისას ყვირილს დაიწყებს ან ხმამაღლა საუბარს, უბრალოდ მშვიდად განაგრძეთ მოსმენა, არა-ემოციურად, არა-ნერვიულად.

შენ: “რატომ ყვირი?”

მანიპულატორი: “რადგან გავბრაზდი!”

შენ: “და რა გაყვირებს?”

მანიპულატორი: “უკვე გითხარი! გაბრაზებული ვარ!”

შენ: “მაგრამ რატომ ყვირი?”

მანიპულატორი: “ასახელებს მიზეზს…”

შენ: “და ამიტომ ყვირი?”

მანიპულატორი: “…..”

უმეტეს შემთხვევებში ასეთი კითხვები მანიპულატორს აბნევს და არაკომფორტულ სიტუაციაში აყენებს, რის შედეგადაც ხმას ადაბლებენ.

ასეთი კითხვების დასმისას სახეზე მხოლოდ გაკვირვება უნდა გქონდეთ გამოხატული და არა ოპონენტის განსჯა.

შენ დამნაშავე ხარ

მანიპულატორების კიდევ ერთი საყვერელი ტაქტიკა. აგრძნობინე, რომ დამნაშავეა.

“მეგონა, მეგობრები ვიყავით.”

“მეგონა, შენი ნდობა შეიძლებოდა.”

“ვერ ვიჯერებ, რომ ასე ეგოისტურად იქცევი.”

“ყოველთვის შენ გვერდით ვიყავი, შენ კი თითის განძრევაც არ გინდა ჩემს დასახმარებლად.”

საქველმოქმედო ფონდები მსგავს ტაქტიკას იყენებენ:

“არ გინდა დაეხმარო პატარა ბავშვებს აფრიკაში, რომლებიც შიმშილით იტანჯებიან?”

მსხვერპლივით ქცევა

ხანდახან მანიპულატორები მსხვერპლივით, მოწამეებივით იქცევიან:

“ძალიან დაკავებული ვარ.”

“ბევრი სამუშაო მაქვს.”

“ყველაფერს არასწორად ვაკეთებ.”

პასიური აგრესია

მანიპულატორები ყოველთვის პირდაპირ არ გესაუბრებია.

ხანდახან ის ირივი და ფარულია, და პასიური აგრესიის ფორმით ვლინდება.

როდესაც, ადამიანები ისეთ რამეს აკეთებენ რისი გაკეთებაც არ სურთ, თუმცა უარსაც ვერ ამბობენ, საკუთარ უსარგებლობას სხვადასხვა ფორმებით გამოხატავენ.

პასიური აგრესიის ქცევები:

  • პასუხისმგებლობის არიდება.
  • დახმარებაზე დათანხმება და სულელური საქმის კეთება.
  • ძალით დაგვიანება.
  • გამიზნულად რაიმის გაკეთების ‘დავიწყება.’
  • თავის სულელად წარმოჩენა.
  • საქმის გადადება.
  • სარკაზმი.
  • წინააღმდეგობის გაწევა.
  • არაპირდაპირი პასუხების გაცემა.
  • ერთი რამის თქმა და მეორის გაკეთება.
  • სიჯიუტე.
  • გაბუტვა.

დატვირთული კითხვები

დატვირთული კითხვები სავსეა უსამართლო ჩაშენებული მტკიცებულებებით.

“რატომ აგრძელებ ტყუილების თქმას?”

“უბრალოდ, რატომ არ აღიარებ, რომ შენ აიღე?”

“რატომ არ აღიერებ, რომ შეცდი?”

მომზადებულია lifelessons.co-ის მიხედვით.
დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *