გონებისამრევი ფილოსოფიური კითხვები – აზრითი ექსპერიმენტები

აზრით ექსპერიმენტად წოდებული ეს ტიპის ფილოსოფიური შეკითხვები 2000 წელზე მეტია რაც ფილოსოფიური კონცეფციების გააზრებისათვის გამოიყენება.
მათი მიზანია უდავო ნორმების პოტენციური შედეგების აღმოჩენა. ფიზიკური და ეთიკური მიზეზების გამო, როგორც წესი, შეუძლებელია ექსპერიმენტის ბოლომდე მიყვანა და საბოლოო პასუხის მიღება.

  • სასტუმრო უსასრულობა

სასტუმრო უსასრულობის პარადოქსი გამოიყენება უსასრულობის კონცეფციის გასააზრებლად.
გონებაში სასტუმროს სურათი შექმენით. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ამ სასტუმროს აქვს უსასრულო რაოდენობის ოთახები და მასში უსასრულო რაოდენობის სტუმრები არიან მოთავსებული. თქვენ მიმღებში მიდიხართ და ცარიელ ოთახს ითხოვთ. სამწუხაროდ, უსასრულო რაოდენობის ოთახები სავსეა, უსასრულო რაოდენობის სტუმრებით.
იღბლად, სასტუმროს მენეჯერს ბრწყინვალე იდეა ებადება. ის ამბობს: “მე გადავიყვან სტუმარს პირველი ნომრიდან მეორეში, მე-2 სტუმარს მე-3 ოთახში, მე-3-ს მე-4-ში… და ასე მიყოლებით. შესაბამისად განთავისუფლდება პირველი ოთახი.” უსასრულო რაოდენობის სტუმრები უსასრულო ოთახებში თანდათან უფრო ღრმად გადაიწევიან…
გონივრული იდეა ჩანს. სასტუმროს ჰყავდა უსასრულო რაოდენობის სტუმრები, ახლა კი უსასრულოს პლუს ერთი ჰყავს. და, რომელი რიცხვია რეალურად უსასრულო?

  • ხოჭო ყუთში

ლუდვიგ ვიტგენშტეინი (1889-1951) ავსტრო-ბრიტანელი ფილოსოფოსი იყო. მისი წიგნი “ფილოსოფიური კვლევები” მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ნაშრომია. ის ასევე ავტორია ცნობილი აზრითი ექსპერიმენტის “ხოჭო ყუთში”.
წარმოვიდგინოთ, რომ ხალხის დიდ ჯგუფში ვართ და ყველა ჩვენგანს ხელში ყუთი უჭირავს. ყუთებში განსხვავებული რაღაცები დევს, თუმცა ყველა ყუთის შემცველობას “ხოჭო” ქვია. არავის აქვს უფლება სხვის ყუთში ჩაიხედოს. ყველამ უნდა აღწეროს თავისი ხოჭო, მაგრამ თითოეულ პერსონას მხოლოდ თავის ხოჭოზე საუბარი შეუძლია, რადგან არ იცის როგორია სხვების. დროთა განმავლობაში, სიტყვა “ხოჭოს” მნიშვნელობა ხდება ასეთი “ის რაღაც, რაც ადამიანის ყუთში დევს.”
გონებრივი ექსპერიმენტი ჩაგვაფიქრებს თემაზე, თუ როგორ აღვწერთ საკუთარ უნიკალურ გამოცდილებებს. ხოჭო ჩვენი გონებასავითაა. ვერასდროს გავიგებთ, რეალურად რას განიცდიან სხვა ადამიანები. ასე რომ, როცა ვიღაც ამბობს, რომ განიცდის სიყვარულს ან ტკივილს, ვერ გავიაზრებთ როგორია ეს შეგრძნება მათთვის და არის თუ არა იგივე გრძნობა ჩვენთვისაც.

  • ტრამვაის პრობლემა

ერთერთი ყველაზე ცნობადი ეთიკური აზრითი ექსპერიმენტი არის “ტრამვაის პრობლემა”.
წარმოიდგინეთ ტრამვაი მიგყავთ, მუხრუჭები დაზიანებული გაქვთ. თქვენს წინ რელსებზე გაკოჭილი 5 ადამიანია. შეგიძლიათ გვერდითა რელსზე გადაწიოთ ტრამვაი, სადაც ერთი ადამიანია.
ამ შემთხვევაში მორალური დილემის წინაშე დგახართ, თუ არაფერს გააკეთებთ, 5 ადამიანი მოკვდება. თუ გვერდით რელსზე გადაიწევით, თქვენი მოქმედება ერთი არაგანზრახული ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. 

  • გამოცდილებების მანქანა

დავუშვათ, არსებობს გამოცდილებების მანქანა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი განგაცდევიოთ რასაც ისურვებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა ის გამოცდილება რაც გსურთ გამოცადოთ, მანქანის წინასწარ დაპროგრამებით. როცა მანქანაში აღმოჩნდებით თქვენი გონება ისე სტიმულირდება, გეგონებათ რომ ყველაფერი გამოცადეთ, რაც ისურვეთ. ვერ გაიგებთ, რომ ეს ყველაფერი რეალური არ იყო. ისევე გემახსოვრებათ, როგორც ჩვეულებრივი ცხოვრება. მანქანის ჩართვა გაგათავისუფლებთ მძიმე შრომისგან, არ დაგჭირდებათ ბრძოლა, აღარ განიცდით ტკივილს და შეგექმნებათ იდეალური ცხოვრება. გამოიყენებდით მანქანას?
ბევრი ადამიანი უარს იტყოდა მანქანის გამოყენებაზე, რადგან იქ არსებული ცხოვრება არ იქნებოდა “რეალური”. მაგრამ რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას? (ჩვენ ხომ მაინც ვერ გავიგებდით ამას).

  • თეზევსის გემი

ერთერთი ყველაზე ძველი აზრითი ექსპერიმენტი პლუტარქეს ჩანაწერებიდან.
წარმოიდგინეთ გემი, რომელიც ასობით წლისაა, თუმცა კარგი საზღვაო თვისებები შემორჩა, მუდმივი შეკეთებების გამო.
როგორც კი ფიცარი მოძველდებოდა, ან დალპებოდა მას ცვლიდნენ. ასევე ცვლიდნენ გემის ყველა ნაწილს, ერთ დღესაც მისი არც ერთი ნაწილი აღარ იყო ორიგინალი. კითხვა ასეთია, არის თუ არა მიღებული გემი ისევ “თეზევსის გემი”, თუ რაღაც აბსოლიტურად სხვა? თუ სხვა გემია, როდიდან გახდა ის სხვა?
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენზეც, რადგან ადამიანის ყველა უჯრედი დროთა განმავლობაში რეგენერირდება და ერთხელაც დაბადების დროინდელი აღარც ერთი უჯრედი აღარ გვრჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა პერსონა ვხდებით? თუ არა, რა არის ის რაც იმავე პერსონად გვტოვებს მთელი ცხოვრების მანძილზე?

და ბოლოს…

ამ კითხვების განხილვამ შეიძლება თავი აგატკიოს. თუმცა, ისინი ზოგიერთ საინტერესო მორალურ და ეთიკურ პრობლემას გვიშლიან. ასევე გვაფიქრებენ, რეალობის ნატურაზე და იმაზე თუ ვინ ვართ ჩვენ?

მომზადებულია learning-mind.com-ის მიხედვით
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments