დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები რომ მსოფლიოს განაგებდნენ…

დაუნის სინდრომის ეროვნული ასოციაცია აშშ-ში აქვეყნებს საინტერესო სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ მსოფლიოს მივიღებდით ჩვენ, თუ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები წარმართავდნენ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებს. სტატიის ავტორი, დენის მაკგვაირი თავის აზრებს გვიზიარებს:

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები რომ მსოფლიოს განაგებდნენ:

თბილი გრძნობები, ჩახუტება და სხვისი გაფრთხილება ადამიანების შეუცვლელი ნაწილი გახდებოდა.

მე მჯერა, რომ მათი დახმარებით ადამიანები მიიღებდნენ იმ სიამოვნებას, რასაც ჩახუტება ჰქვია და ეს მათი ცხოვრების ნაწილად იქცეოდა.

ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებს გამოიყენებდნენ სხვების დასახმარებლად.

ჩვენს საზოგადოებაში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ძალიან ხშირად სხვებისთვის ცხოვრობენ, ისინი გასცემენ უფრო მეტს, ვიდრე იღებენ. თუ ისინი მსოფლიოს განაგებდნენ, მათი ეს “ნიჭი” დაუფასებელი არ დარჩებოდა.

ადამიანები უფრო პატიოსანი და გულწრფელი გახდებოდნენ.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები პირდაპირი და უპრეტენზიო ხალხია. ერთ-ერთი გამოთქმის მიხედვით, “რასაც ხედავ არის ის, რასაც იღებ.” როცა შენ ეუბნები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს რაიმეზე, “კარგად გამოგივიდა”, მისი პასუხი მარტივი იქნება: “დიახ, ვიცი.”

ჩვენ გვჯერა, რომ ელიტური საზოგადოება არ იქნებოდა იმდენად პრივილეგირებული “დაუნის სინდრომის” ეპოქაში.

მიუხედავად ამისა, მოეწყობოდა უამრავი საცეკვაო ღონისძიება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უყვართ გამოპრანჭვა და მხიარულება ცეკვისთვის. განსაკუთრებით იტაცებთ ქორწილები, რადგან ესაა ადგილი, სადაც ბევრი ჩახუტება ცუდ ტონად არ აღიქმება. მათ უყვართ დროის გატარება და გემრიელად შექცევა ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად, ცეკვა გათენებამდე. (ბევრი შეიძლება ისეც მოიქცეს, რომ ბენდს მუშაობის დასრულების შემდეგ ხელახლა დაკვრა სთხოვოს). წარმოგიდგენიათ ასეთი სამყარო??

Image result for what if people with down syndrome ruled the world

საკუთარ თავთან მოლაპარაკე ადამიანებს ჩაფიქრებულ და კრეატიულ ადამიანებად განიხილავდნენ. საკუთარ თავთან სალაპარაკოდ განთავსებული იქნებოდა ოთახები ბიბლიოთეკებსა და ოფისებში.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ახასიათებთ საკუთარ თავთან საუბარი. საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას ადამიანს მრავალი მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს.

ეს მშვენიერი გზაა აზრების აწონ-დაწონვისა და მათი ხმამაღლა გამოთმისა. ამით ადამიანები განიხილავენ იმდღევანდელ ამბებს, ეძებენ პრობლემის მოგვარების გზებს. ასევე საკუთარ თავთან საუბრით ადამიანები ბრაზდებიან, რითაც ბოლომდე იცლებიან ემოციებისგან.

როგორი იქნებოდა ახალი ამბები?

  • ამინდის პროგნოზი იქნებოდა ერთადერთი მთავარი სიახლე
  • ეთერში გავიდოდა მხოლოდ ლოკალური ამბები (მაგ; გაიხსნა ახალი “მაკდონალდსი”, ხვალ საცეკვაო წვეულებაა და ა.შ.)

იქნებოდა ცუდი ახალი ამბები?

თუ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მსოფლიოს განაგებდნენ, მოხდებოდა ომები ან მკვლელობები? დიდი ალბათობით, ა რ ა, ჩვენი “ცივილიზებული სამყაროსგან” განსხვავებით.

როგორ მოახერხებდნენ ადამიანები საკუთარი თავის რეალიზაციას?

  • მუსიკა და მხატვრობა დიდ ადგილს დაიკავებდა ადამიანების ცხოვრებაში
  • ადამიანებს ბევრი დრო ექნებოდათ ხატვისთვის.
  • ყველას ექნებოდა შანსი თეატრში მონაწილეობის მიღებისა

ადამიანები არ ატკენდნენ ერთმანეთს გულს და არ მოიტყუებოდნენ.

ამ სტატიის მიზანი იყო, რომ წინა პლანზე წამოეწია ის ცოდნა, რაც ჩვენ გაგვაჩნია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ოჯახების გამოცდილებიდან. თუ ჩვენ დავინახავთ იმ ტალანს, რაც ამ ადამიანებს გააჩნიათ, მაშინ ამით უფრო გავუმარტივებთ გზას, რომ წინ წასწიონ საკუთარი ცხოვრება და მოახერხონ საზოგადოებაში დამკვიდრება.

 

წყარო: https://www.nads.org/if-people-with-down-syndrome-ruled-the-world/

 

დატოვე კომენტარი