დეპრესია და მოწყენილობა: რა განსხვავებაა მათ შორის?

მოწყენილობის და დეპრესიის გააზრება ზედაპირულ დონეზე არც ისე სწორია. ეს ორი განსხვავებული რამაა, და ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რატომ.

ყველანი მრავალჯერ განვიცდით სევდიან პერიოდებს ცხოვრების განმავლობაში. და ეს პერიოდები შესაძლოა გაუსაძლისიც იყოს, თუ ცხოვრება ბოლომდე ხელს გკრავს. სევდას შეიძლება იწვევდეს საყვარელი ადამიანების ან მეგობრების დაკარგვა, თუ სხვა ცხოვრებისეული დანაკარგები თუ პრობლემები.

ეს ემოცია გავრცელებულია და ჩვეულებრივი ამბავია. დღევანდელი მსოფლიოს პრობლემა ისაა, თუ როგორ ურევენ გულგატეხილობას და მოწყენილობას ფსიქიკურ პრობლემაში და მას დეპრესიას უწოდებენ.

მოწყელინობა და დეპრესია: 6 განსხვავება

მოწყენილობასა და დეპრესიას შორის უდიდესი განსხვავებაა. მაშინ როცა ტირილი დანაკარგის და ტკივილის მანიფესტია, მთელი დღეების მანძილზე ძილი შესაძლოა სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების გამოხატულება იყოს. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ განსხვავება.

  • დიაგნოზი

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არასწორია იყო დიდხანს მოწყენილი და ამას დეპრესია დაარქვა. რადგანაც, დეპრესია ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც სჭირდება დიაგნოზის დასმა.

მაგალითისათვის, შენ შეგიძლია სხვებს უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობ და ისინი ვერ უარყოფენ ამას, რადგანაც შენ გრძნობ ამ ემოციას. ფსიქიკური დაავადების შემთხვევაში შენ საკუთარ თავს დიაგნოზს ვერ დაუსვამ, საჭირო ცოდნის ქონის გარეშე. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება.

  • ემოციები/ფსიქიკური დაავადება

როცა დეპრესიას სევდიანობას ადარებ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ სევდა არის ემოცია. ისევე როგორც ბრაზი და სიხარული. შესაძლოა სევდიანი იყო რაღაც დროის მანძილზე, თუმცა მაშინ როცა კარგ ამბავს შეიტყობ, ან სახალისო რაიმეს გააკეთებ, შენი განწყობა უმჯობესდება.

დეპრესია მხოლოდ ემოცია არ არის. როცა შენ დეპრესია გაქვს, ვერაფერს ვერ მოაქვს შენთვის იგივე ემოციები, როგორიც ადრე მოჰქონდა.

  • ხანგრძლივობა

ემოციები მოდიან და მიდიან. ზოგი დიდხანს რჩება, თუმცა ემოციები გამუდმებით ერთნაირი არ რჩება. როცა მოწყენილი ხარ, შენ ხვდები, თუ რას შეუძლია განწყობა გაგიუმჯობესოს.

დეპრესია კვირები შეიძლება გაგრძელდეს, წამლების ან თერაპიის გარეშე კი თვეებიც. და ამ დროს შენ ვერ გადაწყვეტ, რომ იყო უკეთ და აკეთო ის, რაც გაბედნიერებს. ფაქტია, რომ დეპრესია გონების ალტერნატიულ წყობაა, რომელსაც ვერ გაუმკლავდები იგივე მეთოდებით, რითაც სევდას.

  • ფსიქიკური დაავადება რეაქცია არ არის

ბევრი ფიქრობს, რომ დეპრესია ტრავმული მოვლენის შედეგად მოდის. ყოველთვის ასე არაა. მაშინ როცა, ზოგიერთ დრამატულ სიტუაციას შეუძლია მისი გამოწვევა, ზოგჯერ დეპრესიას მიზეზი არ აქვს.

მთელ სამყაროში ყველაფერი იდეალურად შეიძლება იყოს, თუმცა დეპრესიამ მაინც დაგხვიოს ხელი და შენ ვერ დაასახელებ მიზეზს.

შენ სულ გძინავს, ან საერთოდ არ გძინავს. ძალიან ბევრს ჭამ, ან საერთოდ არ ჭამ. შენი ჰიგიენა უარესდება და უკვე მნიშვნელობასაც არ ანიჭებ მას. მისი მრავალი ნიშანი არსებობს.

  • ცხოვრების შეცვლა

სევდა იმდენად მძლავრი არ არის, რომ შენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს, დეპრესიას კი ეს შეუძლია. ნაღვლიანობის ერთადერთი ძალაა დროებით გაგრძნობინოს თავი ცუდად.

გულისტკივილის შემთხვევაში, დანაკარგის გათვალისწინებით, შესაძლოა ცუდი პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს. შესაძლოა, ზოგჯერ დეპრესიას დაემსგავსოს, და რიგ შემთხვევაში ფარული დეპრესია აღძრას.

ცხოვრების შემძვლელ დაავადებებს შეუძლია მხიარული-მოსიყვარულე ადამიანი რაღაც ამოუცნობად გადააქციოს. ეს ის შემთხვევაა, როცა ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ დაღს ასვამს შენს ცხოვრებას და უარესი ფსიქიკური გართულებებისკენ გექაჩება.

  • ფიქრები თვითმკვლელობაზე

როგორც წესი, მოწყენილი ადამიანი სუიციდზე არ ფიქრობს. უმეტეს შემთხვევაში ემოციები ზედაპირულია. ასეთ დროს, შეიძლება ყველაფერზე ბრაზდებოდე და გეგონოს, რომ ახლო ადამიანებმა გიღალატეს.

არაუშავს, ეს მალე გაივლის. თუმცა, თუ ვინმე ჩვენი ჩამოთვლილი ინდიკატორების მიხევდით სევდიანია, თუმცა სუიციდზე საუბრობს, საქმე სერიოზულად უნდა განვიხილოთ.

სუიციდური ფიქრები ფსიქიკურ დაავადებებს ერთვის ხოლმე, და ისინი თავისით არ მიდიან. სტიგმების წყალობით, ყველაფრის დასრულების სურვილის გამოთქმა ხშირად ადამიანის მასხრად აგდების საფუძველი ხდება.

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ სუიციდის სურვილს ყურადღების მისაქცევად ან დრამის მოსაწყობად იყენებენ. შეიძლება ასეც იყოს, თუმცა დეპრესია რეალურია. ასე რომ, სუიციდური ფიქრები ყოველთვის სერიოზულად უნდა მივიღოთ.

…და ბოლოს

უამრავი ადამიანი იტანჯება, არამარტო ავადმყოფობით, არამედ იმ ადამიანების დამოკიდებულებით, რომლებსაც არ სჯერათ, ან ვერ უგებენ მათ.

არაფერს აშავებ თუ თავს ცუდად გრძნობ და ამას ვინმეს უზიარებ. თუმცა, ნუ აგერევა ფსიქიკური დაავადება ემოციაში. ეს არამარტო სხვების გრძნობებით თამაშია, არამედ რეალური პრობლემის ნაკლებადმნიშვნელოვნად წარმოჩენას უწყობს ხელს.

დაიმახსოვრე ეს განსხვავებები და მეგობრებსაც გაუზიარე. ვერ გვეცოდინება, ჩვენს მცირე მცდელობას რამხელა შემოქმედება შეიძლება ჰქონდეს და როგორ შეიძლება შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, სანამ ამის მაგალითები არ გავხდებით.

 

ორიგინალი სტატიის ავტორი: Sherrie Hurd, A.A.

დატოვე კომენტარი