ლუდის ღმერთები ძველ სამყაროში

დიონისე – ბერძნულ მითოლოგიაში ითვლებოდა ალკოჰოლური სასმელების, ღვინისა და ლუდის ღმერთად. მიიჩნეოდა, რომ მას ორმაგი ბუნება ჰქონდა. ერთი მხრივ, მას თან სდევდა გართობა და ღვთაებრივი ექსტაზი, ხოლო მეორე მხრივ, საზარელი მრისხანება, რაც ხაზს უსვამდა ღვინის ორბუნებოვნებასაც. დიონისე ზევსისა და სემელეს შვილი იყო. იგი იყო ერთადერთი ღმერთი ბერძნულ პანთეონში, ვისაც მოკვდავი მშობელი ჰყავდა. სხვა ღმერთებისგან განსხვავებით, დიონისო არ შედიოდა მთავარ ღმერთებს შორის. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა უბრალო ხალხში, იმართებოდა დღესასწაულები მის საპატივსაცემოდ.
Related image
 
სილენუსი – ბერძნულ მითოლოგიაში იყო დიონისოს თანმხლები ერთ-ერთი სატირი და ლუდის ღმერთი. სილენუსს წარმოიდგენდნენ, როგორც მელოტ და მსუქან კაცს, რომელსაც ან ვირი დაატარებდა ან თავად სატირები. იგი სულ მთვრალი ყოფილა და გადმოცემის თანახმად, ამ დროს მას მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლო. ერთ-ერთი მითის თანახმად, ფრიგიის მეფე მიდასმა სილენუსი დაიჭირა, რათა მისი საიდუმლოებები გაეგო.
Image result for silenus
ნინქასი – ლუდის წარმოების უძველესი შუმერული ქალღმერთი. მიჩნეული იყო, რომ მან მიაწოდა სამყაროს ლუდის დამზადების ტრადიცია. შუმერების რწმენით, ნინქასს შეეძლო ადამიანთა სურვილების დაკმაყოფილება. მისი მამა იყო ენქი, ხოლო დედა ნინტი.
Image result for ninkasi
ოსირისი – ეგვიპტურ მითოლოგიაში იგი მიიჩნეოდა მცენარეულობისა და წყლის ღმერთად, მათ შორის იყო ლუდის ღმერთიც.
Image result for osiris
მბაბა მვავა ვარესა – ზულუს (აფრიკული ეთნოსი) მიიჩნევა ლუდის ქალღმერთად. ზულუს ხალხს სწამს, რომ მან პირველმა შექმნა ლუდი ადამიანებისთვის. მას ასევე მიიჩნევენ წვიმისა და ცისარტყელის ქალღმერთად. ზულუს ერთ-ერთი მითი გვიყვება, რომ მბაბა მვავა ვარესამ ასწავლა სამხრეთ აფრიკის ხალხებსაც ასწავლა ლუდის დამზადების ტექნოლოგია.
Image result for mbaba mwana waresa

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments