მეცნიერება პარალელური სამყაროების შესახებ

0 votes

სამყარო უსასრულობამდეც რომ იზრდებოდეს, იქნებოდა სივრცე ყველა შესაძლებლობისათვის?

რეალურად, ჩვენ მილიონობით პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ, ყოველ წუთს. – მარინა აბრამოვიჩი.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი თემა სპეკულირებისთვის არის იდეა, რომ ჩვენი რეალობა ერთადერთი არ არის. ჩვენი სამყარო – როგორიც ის არის და როგორც ჩვენ მას აღვიქვამთ – შესაძლოა მოვლენების განვითარების ერთადერთი არსებული ვარიანტი არ იყოს. იქნებ არსებობს სვა სამყარო, ჩვენი თავის სხვა ვერსიებით, სხვა ისტორიებით და ალტერნატიული შედეგებით. როცა ამ შესაძლებლობას ფიზიკის კუთხით განვიხილავთ, ამაღელვებელ ვარიანტს ვიღებთ, თუმცა ის ახლოსაც კი არაა უდავო ჭეშმარიტებასთან. სტატიაში განვიხილავთ მეცნიერულ ცოდნას აღნიშნულ ვარაუდთან დაკავშირებით.

სამყარო, როგორც ყველაზე მძლავრი ტელესკოპები ხედავენ (თეორიულადაც კი), არის ფართო, უზარმაზარი და მასიური. ფოტონებთან და ნეიტრონებთან ერთად, ის 10⁹⁰ ნაწილაკს შეიცავს, ერთმანეთზე დაწყობილს და დაჯგუფებულს, ტრილიონობით გალაქტიკებად. თითოეული გალაქტიკა საშუალოდ ტრილიონ ვარსკვლავს მოიცავს, ისინი კოსმოსში არიან გაბნეულნი და 92 მილიარდ სინათლის წელიწად დიამეტრს ქმნიან, ჩვენი პერსპექტივიდან. ჩვენი ინტუიცია შესაძლოა გვეუბნება, რომ სამყაროს ცენტრში ვცხოვრობთ, თუმცა ფაქტები საწინააღმდეგოს უფრო ამტკიცებენ.

 

 

მიზეზი, თუ რატომ ვხედავთ სამყაროს სასრულად ჩვენი პერსპექტივიდან – მიზეზი, თუ რატომ ვერ ვხედავთ ვერაფერს, რაც ჩვენგან განსაზღვრულ მანძილზე შორსაა, არ არის ის, რომ სამყაროს ზომები რეალურადაა სასრული. არამედ, ის, რომ სამყარო ამდროინდელი ფორმით და ზომებით, სასრული დროა რაც არსებობს.

დიდი აფეთქების თეორიაზე თუ არაფერი გსმენია, გეტყვი, რომ: სამყარო არ იყო მუდმივი ზომაში ან დროში. არამედ, ის განვითარდა მეტად ერთფეროვანი, ცხელი და სქელი მდგომარეობიდან – ხშირ, გრილ და გაფანტულ მდგომარეობამდე.

შედეგად მდიდარი სამყარო მივიღეთ, ვარსკვლავების მრავალი თაობით გაჯერებული. დარჩენილი რადიაციის ულტრა-ცივი ფონით, გალაქტიკები გაფართოებით გვშორდებიან, იმდენად სწრაფად, რამდენადაც შორს არიან ჩვენგან და ქმნიან ლიმიტს, თუ რამდენად უკან შეგვიძლია გავიხედოთ. ეს ლიმიტი დააწესა დისტანციამ, რომელიც სინათლეს შეეძლო გაევლო დიდი აფეთქების შემდეგ.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა სამყარო, იმ ნაწილებს უკან, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა. ფაქტობრივად, დამკვირვებლის პერსპექტივითაც და თეორიულადაც, გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ არსებობს ბევრი, ან უსასრულო რაოდენობის სამყაროები. შეგვიძლია დავაკვირდეთ რამდენიმე ფაქტორს. როგორებიცაა, სამყაროს სივრცული გამრუდება, რამდენად გლუვი და ერთსახოვანია მისი ტემპერატურა და სიმკვრივე და რამდენად განვითარდა ის დროთა განმავლობაში.

შეგვიძლია ვთქვათ, სამყარო მუდმივად სივრცულად ბრტყელია და არის ბევრად მოცულობითი, ვიდრე ჩვენ დაკვირვების პერსპექტივა გვანახებს და შესაძლოა შეიცავდეს მეტ სამყაროებს, რომლებიც ჩვენსას ჰგავს და ჩვენგან ას მილიონამდე სინათლის წლითაა დაშორებული, ყველა მიმართულებით. რაც თეორიულად ვიცით, მეტის გაგების სურვილ უფრო გვიღვივებს. ჩვენ შეგვიძლია უკან გადავახვიოთ დრო დიდ აფეთქებამდე, როცა ის თვითნებურად ცხელი, მასიური იყო გაფართოების სტადიაში შედიოდა. ის უსასრულოდ არ ცხელდებოდა და ფართოვდებოდა, თუმცა, იყო ფაზა, რომელმაც წარმოშვა დიდი აფეთქება.

ამ ფაზის დროს სამყარო ნივთიერებების და რადიაციის ნაცვლად, თანდაყოლილი ენერგიით და სივრცით ხასიათდებოდა. ამ მდგომარეობამ გამოიწვია სამყაროს გაფართოება, სანიმუშო სიჩქარით. დროთა განმავლობაში გაფართოების სიჩქარე არ შემცირებულა.

სამყაროს ზომები უმოწყალო სისწრაფით გაიზარდა, 10^-34 წამის შემდეგ ის 1000-ჯერ დიდი იყო თავდაპირველ ზომაზე. 10^-33 წამის შემდეგ 10³⁰-ჯერ დიდი. 10^-32 წამის შემდეგ კი 10³⁰⁰-ჯერ. ეს ტემპი სისწრაფის გამო კი არაა მძლავრი, არამედ უწყვეტობის გამო.

რა საკვირველია, სამყარო ამ გზით გაფართოებას მუდვივად არ განაგრძობს, გაფართოება უნდა დასრულდეს. წარმოვიდგინოთ მაქსიმალურად ბრტყელი ბორცვი, რომელზეც ბურთი ეცემა. სანამ ის ბორცვთან ახლოს რჩება ის ფართოვდება, როცა ბორცვს შეეხება, გაფართოება შეწყდება. გამოიწვევს ენერგიის გამოთავისუფლებას და მას კოსმოსის თანდაყოლილ ნაწილებად, მატერიად და რადიაციად, აქცევს. რის შედეგადაც გაფართოების სტადიიდან, ცხელ “დიდი აფეთქების” სტადიაში გადავალთ.

გავიაროთ რამდენიმე საკითხი, რომელიც აღნიშვნის ღირსია:

  1. ინფლაცია ბურთივით არ არის, ის ტალღას გავს, რომელიც დროთა განვალობაში ეშვება.
  2. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, ის სივრცეები, რომლების ინფლაციის შედეგად ყველაზე ადრე შეიქმნა, ყველაზე დიდხანს შეძლებან გაფართოების ყურებას.
  3. ის რეგიონი სადაც გაფართოება დასრულდება, დიდი აფეთქების კერას წარმოქმის, მისგან დაშორებული რეგიონები კი ჯერ კიდევ გაფართოების პროცესში იარსებებენ.
  4. დროთა განმავლობაში, ექსპანსიის დინამიკიდან გამომდინარე, ორი სხვადასხვა რეგიონი, სადაც ერთდროულად დასრულდება გაფართოება, ერთმანეთზე გავლენას არ მოახდენს. ის რეგიონები სადაც ჯერ კიდევ არაა დასრულებული გაფართოება, მათ შუაში წარმოქმნის სივრცეებს და ერთმანეთს დააშორებს.

ახლა კი ვისაუბროთ, რა გამომდინარეობს ჩვენი ცოდნიდან და ფიზიკის კანონებიდან. შედეგად ვხვდებით, რომ ბევრი რამ არ ვიცით გაფართოების სტადიის შესახებ. რაც დიდი რაოდენობით გაურკვევლობებს და შესაძლებლობებს უხსნის გზას:

  1. არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდა ინფლაციის სტადია, რომელმაც დიდ აფეთქებას მისცა დასაბამი. სამყარო თუ უსასრულოა, იმ ნაწილებში რომლებიც ჩვენთის მიუწვდომელია, შეიძლება ბევრი სულელური განლაგება გვხვდებოდეს.
  2. არ ვიცით, ის რეგიონები სადაც ინფლაცია დასრულდა, მსგავსია თუ არა. ან, არის თუ არა ჩვენისგან მკვეთრად განსხვავებული. შესაძლებელია, უცნობი ფიზიკური დინამიკის კანონები რეგიონებს ერთმანეთის მსგავსს ხდიდეს. ისიც შესაძლებელია, განსხვავებული რეგიონები სადაც ინფლაცია დასრულდა, განსხვავებული აგებულებით ხასიათდებოდეს, რასაც ჩვენ სხვა სამყაროებს ვუწოდებთ.
  3. და თუ ეს სამყაროები ერთმანეთის მსგავსია, და თუ მათი რაოდენობა უსასრულოა და თუ კვანტური მექანიკის მრავალ-სამყაროიანი ინტერპრეტაცია სწორია, შეიძლება ეს იმაზე მიუთითებდეს, რომ არსებობს პარალელური სამყაროები, რომლებშიც ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ჩვენთან, ოღონდ ერთი კვანტური რეზულტატი არის განსხვავებული?

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლებელია, არსებობდეს სამყარო, სადაც ყველაფერი ისეა როგორც ამ სამყაროში, შენმა მიღებულმა ერთმა მცირე გადაწყვეტილებამ მთელი ცხოვრების ხაზი შეცვალა?

სადაც, შენ აირჩიე სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა, ახლანდელ სამსახურში დარჩენის ნაცვლად?

სადაც, მას აკოცე როცა საღამოს ემშვიდობებოდი, უბრალოდ გაშვების ნაცვლად?

სადაც, განსხვავებულ დროს მოკვდები?

საოცარი ცნებაა, რომ არსებობს იმდენი სამყარო, რამდენი განსხვავებული ქმედებაც შეიძლება მოხდეს. თუმცა, იმისთვის, რომ ასეთი მოცემულობა მივიღოთ, უნდა არსებობდეს სამყარო, რომელშიც ინფლაციის ეტაპი დიდი ხნის უკან კი არა, უსასრულო დროის უკან მოხდა.

იკითხავთ, რატომ? – სამყარო წამების განმავლობაში კი არა, 13.8 მილიარდი წელია, რაც ფართოვდება, ანუ 4 × 10¹⁷ წამია. ჩვენ ვსაუბრობთ კოსმოსის უსაზღვრო სივრცეზე. როცა განსაზღვრულ რეგიონებში ინფლაცია სრულდება, სივრცეში დომინირებას იწყებს ის ნაწილები სადაც ინფლაცია გრძელდება. რეალისტურად რომ შევხედოთ, საუბარია 10¹⁰^⁵⁰ სამყაროზე, რომლებიც ჩვენთან მსგავსი კონდინციებით შეიქმნა. 10¹⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰⁰, ეს ალბათ ყველაზე დიდი რიცხვია რაც წარმოგედგინათ. ყველა შესაძლო ვარიანტისთვის ალბათ კიდევ მეტი რიცხვი დაგვჭირდებოდა.

თითოეულ სამყაროში 10⁹⁰ ნაწილია, ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა მათგანს 13.8 მილიარდი წლის ურთიერთქმედების ზუსტად იგივე ისტორია ჰქონდეს, რაც ჩვენს სამყაროს, რათა იდენტური გარემო შეიქმნას და როცა განსხვავებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ორივემ განაგრძოს სიცოცხლე. ვიღებთ სამყაროს, სადაც 10⁹⁰ კვანტური ნაწილაკია და 10¹⁰^⁵⁰ ურთიერთქმედების ვარიანტი, 13.8 მილიარდი წლის მანძილზე და ურთიერთქმედებას ყოველთვის მსგავსი შედეგი არ მოაქვს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლო ვარიანტების რაოდენობა უსასრულოდ სწრაფად იზრდება, ინფლაციის შედეგად შექმნილ სამყაროებთან შედარებით. შეიძლება ბევრი რამ ვამტკიცოთ, თუმცა ფაქტია, შესაძლო ვარიანტების რაოდენობა იმდენად სწრაფად იზრდება, იმ პირობებში, როცა, ინფლაციების რაოდენობა ნამდვილად უსასრულო რაოდენობით არ ხდება, ჩვენი იდენტური პარალელური სამყაროები არ არსებობს.

უდიდესი რაოდენობით სამყარო არსებობს, შესაძლოა განსხვავებული კანონებით, შესაძლოა – არა. მაგრამ, არა იმ რაოდენობით, რომ ყველა ვარიანტი დაიტიოს. შესაძლო შედეგების რაოდენობა, ბევრად სწრაფად იზრდება იინფლაციის შედეგად მიღებულ სამყაროებთან შედარებით.

ანუ რა გამოვიდა?

შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შენი სამყარო. ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, რომლების სინანულის მიზეზს არ დაგიტოვებს. შენი ოცნების სამსახურში დაიწყე მუშაობა, შენი თავი შეიცანი, მოიშორე ნეგატიური ფიქრები და ყოველდღიურად ცხოვრებისგან მაქსიმალური მიიღე. არ არსებობს პარალელური სამყაროები და არ არსებობს შენი მომავლის განსხვავებული, უკეთესი, ვერსიები. შენი მომავალი შენს ხელთაა.

ასე რომ, შექმენი საუკეთესო.

სტატია მომზადებულია medium.com-ის მიხედვით
ორიგინალი სტატიის ავტორი Ethan Siegel
დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *