ელექტრონული კომერცია

მეოცე საუკუნეში სრულმასშტაბიანმა ელექტრონულმა რევოლუციამ უფრო მეტად შეცვალა კაცობრიობის ცხოვრება ვიდრე მანამდე ნებისმიერმა მოვლენამ, ერთად აღებულმა.

ელექტრო ენერგია თავიდან ისეთი მარტივი მოწყობილობებით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში როგორიც ნათურა და რადიოა. დღეს კი მის გარეშე ადამიანი ალბათ თავისი ყოველდღიურობის 90% (თუ არა მეტი) ვერც კი იცნობდა.

ინოვაციური გავლენა შეეხო არა მარტო ნივთების მუშაობის სტრუქტურების, არამედ სოციალური მოვლენებიც კი გადაასხვაფერა, რის მაგალითადაც სოციალური მედია, საძიებო სისტემები და ელექტრონული კომერცია გამოდგება.

ფეისბუქისა და გუგლისგან განსხვავებით, ელექტრონული კომერცია (eCommerce, იკომერსი) უფრო საინტერესო ფენომენია. ეს ხომ სრულად ახალი გამოგონება არ არის, ეს არის ძველი, კლასიკური ვაჭრობისა და თანამედროვე მობილური ცხოვრების სიმბიოზი

ინოვაციების ერაში უამრავი იდეა განვითარებასაც კი ვერ ასწრებს ისე ანაცვლებს მას შემდეგი სიახლე. თუმცა, იკომერსმა ნამდვილად უკვე სრულად მოიკიდა ფეხი სამყაროში (eCommerce is here to stay). ამაზე ციფრებიც მეტყველებს, მისი ზრდა ფაქტიურად ნებისმიერი ბაზრის ზრდას აღემატება და თუ მაგალითად 2014 წელში 1.3 ტრლნ დოლარის ტრანზაქცია განხორციელდა ელექტრონულად, 2021 წლისთვის ეს რიცხვი 4.5 ტრლნ-ს მიაღწევს (შთამბეჭდავია არა?).

წარმატების ერთ-ერთი მიზანი მისი მოქნილობა და მრავალმხრივობაა. სმარტფონების აღზევებამ ფაქტიურად გაანადგურა მობილური ტელეფონების ადრეული ეკოსისტემა, იკომერსმა კი ხელგაშლილმა მიიღო ეს სიახლე და სრულად ინტეგრირდა მასთან, რის დამადასტურებლადაც ის ფაქტი გამოდგება რომ დღეს მობილური შოფინგი იკომერსის უკვე 73%-ს შეადგენს.

იკომერსს კლასიკურ (Brick & Mortar) შოფინგთან დაკავშირებით უამრავი უპირატესობა გააჩნია. კომფორტი იმისა რომ უამრავი მაღაზიების შემოვლა არ გიწევთ ერთი ან თუნდაც რამდენიმე პროდუქტის შესაფასებლად, ის რომ მომხმარებლების მოსაზრებებსა და ვიდეოებს ონლაინ შეგიძლიათ გაეცნოთ, ის რომ რიგებში არ დგახართ, ნაყიდი ნივთების სახლამდე მითრევის საჭიროება რომ აღარ არის, და ის რომ ერთ მაღაზიაში შეგიძლიათ უამრავი სხვადასხვა ფინანსური თუ საკრედიტო სერვისით ისარგებლოთ – ეს ყოველივე ხომ შეუფასებელია!

ცალკე საკითხია ის რომ ონლაინ მაღაზიები უზარმაზარ ფართზე განლაგებული მაღაზიებისგან განსხვავებით ნაკლებ დანახარჯიანები არიან, რაც მათ საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ან დაბალი ფასი შესთავაზონ, ან თუნდაც უკეთესი ხარისხის პროდუქცია იგივე ფასად.

იკომერსი პოპულარულია ასევე გარემოს დამცველთა შორისაც, რომლებიც ხშირად პრინციპულად ხდებიან მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული შოფინგის მომხმარებლები – ასეთი კომპანიების ოპერირება კლასიკურ მაღაზიებზე უარის თქმის გამო ბევრად უფრო ეკოლოგიურია, და ის ფაქტიც რომ ერთ კურიერს უამრავი ამანათი მიაქვს, ნაცვლად იმისა რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი თვითონ წაიღოს – ამცირებს ნავთობისა და სხვა ჰიდროკარბონების ხარჯებს.

შოფინგში ეს უზარმაზარი ტრანფორმაცია პირველ რიგში მოწინავე, განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც მისი წილი მთლიან ვაჭრობაში რიგ შემთხვევაში 50%-საც კი აღწევს. საქართველოში, ამ სფეროს ლიდერად ევროპული გამოცდილების მქონე ონლაინ მაღაზია isurve.ge გვევლინება, რომელიც ამ ახალგაზრდა ინდუსტრიაში უკვე 2 წელზე მეტია ლიდერობს. მათი შეთავაზებების გადახედვითაც კი მარტივად დარწმუნდებით – მომავალი ნამდვილად იკომერსს ეკუთვნის!

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments