რატომ არის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმის სახურავები?

ლოგიკა უბრალოა. ისეთ ქვეყნებში სადაც თოვს მზადდება მკვეთრად ამოზნექილი სახურავები, რათა არ დაგროვდეს დიდი რაოდენობით ნალექი და სიმძიმის გამო არ ჩამოინგრეს. სახურავის სპეციფიურად შერჩეული სამკუთხა ფორმის წყალობით თოვლი ადვილად ეშვება ეზოში. გარდა ამისა, ასეთი ფორმის სახურავების სპეციალურად წმენდა საჭიროებას არ წარმოადგენს.

ისეთ რეგიონებში, სადაც ხშირად წვიმს, აშენებენ, როგორც ამოზნექილ, ისე ბრტყელ სახურავებსაც, თუმცა აუცილებელია, სახურავს ჰქონდეს მცირე დაქანება მაინც, რათა წვიმა არ დაგროვდეს ზედაპირზე და მთლიანად ჩაირეცხოს.
სახურავებისთვის ყველაზე საშიში არის ცვალებადი ტენიანობა. ასეთ პირობებში უჩნდებათ ბზარები და მალე ზიანდებიან.

ცხელ ქვეყნებში სახურავები ბრტყელია. რადგან ასეთ ადგილებში ხალხს არ უწევს იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გაიწმინდოს სახურავები წვიმისგან და თოვლისგან.
როგორც წესი, ამოზნექილი  სახურავები უფრო რთული ასაშენებელია, ვიდრე ბრტყელი. ამასთანავე, რა თქმა უნდა, იაფიც – არ მოითხოვს დამატებით საყრდენი ბოძების და სხვა მასალის დამატებას.  კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ სახურავი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამატებითი ოთახი: გააშროთ სხვადასხვა ნივთები, გამოიყენოთ სათავსოდ, მოაწყოთ მზის აბაზანები და ა.შ.

არსებობს ქვეყნები, სადაც სახლებს აშენებენ საერთოდ სახურავის გარეშე.  მაგალითად ეგვიპტეში. ძირითადად ასეთი სახლები ღარიბ უბნებშია, სადაც ამ ფორმით ცდილობენ სამშენებლო ხარჯების ეკონომიას. საერთოდაც ეგვიპტელებს სახურავები არც სჭირდებათ, რადგან იქ წვიმა თითქმის არასოდეს მოდის, ხოლო მწველი მზისგან მათ სპეციალური ტანისამოსი იცავს.

სახურავების იდევ ერთი საინტერესო და საკმაოდ კრეატიული ფორმა არის გუმბათოვანი ტიპის. ის შეიძლება შეგხვდეთ ჩრდილოეთ რეგიონებში. სურათზე ხედავთ ნახევარსფეროს ფორმის ნაგებობას.

მას საერთოდ არ გააჩნია არც ბრტყელი და არც გუმბათოვანი სახურავი. ეს ხდება იმის გამო, რომ ჩრდილოეთ ხალხებს სახურავის ასაშენებლად მხოლოდ ერთი მასალა აქვთ – ყინული. ყინულის ბლოკები ერთმანეთზეა დალაგებული, შემდეგ კი ოდნავ მიილტვიან ცენტრისკენ. ეს არის ერთადერთი გამართლებული გზა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ყინულის სახურავი ძლიერ ქარში ჩამოინგრევა. მეტი სიმტკიცისთვის სტრუქტურა ზემოდან წყლით არის გაჟღენთილი, საბოლოოდ ნამდვილად ძლიერი სახლი მიიღება.

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments