რატომ გვიყვარს ზომბები?

ადამიანები უძველესი დროიდან ასახელებდნენ სამყაროს აღსასრულის დროს. ისინი ყოველთვის ცდებოდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია თანამედროვე ზომბი აპოკალიფსის ტენდენციის ჩამოყალიბებისთვის. ბოლო ათწლეულებში გაიზარდა წიგნების, ფილმების და სატელევიზიო შოუების რაოდენობა, რომლებში ზომბები ფიგურირებენ. ხალხს უყვარს მსგავსი გასართობები და ისინიც პოპულარობას არ კარგავენ. სტატიაში ვისაუბრებთ მიზეზებზე, თუ რატომ მოიპოვა ზომბი აპოკალიფსის იდეამ დიდი პოპულარობა.

ზომბები ამაღელვებლები უფრო არიან, ვიდრე საშიშები

მოსიარულე მკვდრები არ არსებობენ და ხალხმა იცის ეს. ისინი სიამოვნებას იღებენ იმ ადრენალინით, რომელიც საშიში ფილმების ყურებით განიცდიან, რადგან იციან, რომ ეს რეალობა არაა. “რადგანაც ადამიანებმა იციან, რომ ზომბების თავდასხმის შანსი მარგინალურია, ისინი აღფრთოვანებას განიცდიან, შიშის ნაცვლად.” – ამბობს ფსიქოლოგი დევიდ რადი.

ზომბები ემპათიის დონეს ზრდის

ადამიანები ნატურალურად გააჩნიათ უნარი სხვების გრძნობების გაგების. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა დაგვრია ხელი, ემპათია თანდათან შესუსტდა და გაქრა, განსაკუთრებით შენი პერსონალური წრის მიღმა მყოფი ადამიანების მიმართ. თუმცა, ემპათია სწრაფად მატულობს, როცა ისეთ ადამიანებს ნახულობ, რომლებიც მსგავს რამეებს იზიარებენ, რასაც შენ, თუნდაც შიშს და ტკივილს.
ზომბი აპოკალიფსისას, ადამიანებს გადარჩენის შანსი მეტი აქვთ, როცა ჯგუფებად მოქმედებენ. ძალა რიცხვებშია და შემოსეულ ზომბებს ათობით ადამიანი უფრო დაამარცხებს, ვიდრე ერთი. რაც, იმას ნიშნავს, რომ სხვებს ვერ უგულვებელყოფ და პირისპირ კომუნიკაციაც აუცილებელი ხდება – რაც დაუფარავ კონტრასტს ქმნის თანამედროვე სამყაროსთან, როცა სმარტფონებით კომუნიკაცია ჩვეულებად იქცა.

გადარჩენის ხელოვნება გვაინტრიგებს

“გადარჩენის ინსტიქტი ღრმადაა გამჯდარი ადამიანებში. შეიძლება ცხოვრება იმაზე ფიქრში არ გაგიტარებია, თუ რას გააკეთებდი ზომბი აპოკალიფსისას, თუმცა დისტოპიური ფილმები და შოუები გვეხმარება ჩვენი წარმოსახვა გავააქტიუროდ და დავინახოთ, თუ როგორ გადავირჩენდით თავს მსგავს სიტუაციებში.” – ამბობს სტემფორდის უნივერსიტეტის სწავლული ანგელა ვიდერგარი.
მათი ყურებისას ჩვენი აზროვნება ირთვება და მოფიქრება გვიწევს, რომელი პერსონაჟის ადგილას გვირჩევნია ვიყოთ, მოვიქცეოდით თუ არა პერსონაჟივით. ამ დროს მრავალი ეთიკური დილემის გადაჭრა გვიწევს.

ძალადობა გვხიბლავს

ძუძუმწოვრებში ტვინი აგრესიულ, ძალადობრივ პროცესებს ისეთივე დამსახურებად აღიქვამს, როგორც სხვა მიღწევებს. ადამიანებს ძალადობა სასიამოვნო შეგრძნებებს გვიღვივებს და მათი ეკრანებზე ცქერა სულაც არ გვაგრძნობინებს თავს უხერხულად.

გვიყვარს როცა გვეშინია

“ადამიანებს უყვართ როცა მათი ცხოვრების ყველაზე დიდი შიში ეკრანებიდან მოდის და მოგონილია” – ამბობს იალის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი პოლ ბლუმი. მისი აზრით ფიქციური ტრაგედიები და წარმოსახვითი საშინელებები ადამიანებს რეალური ცხოვრებისთვის ამზადებს. რადგან, ვერაფერს ვისწავლით ნორმალური ადამიანის ყურებით, რომელსაც ნორმალური ცხოვრება გააჩნია და ნორმალურ პირობებში ცხოვრობს.
 

ამბები ზომბებზე სტრესისგან გვათავისუფლებს

“ზომბების სამყაროს ალტერნატიული რეალობა მშვენიერი ადგილია რუტინული ცხოვრების ცოტა ხნით დასავიწყებლად. არანაირი ტვიტეტი, არანაირი ტელეფონები, არანაირი ბოსი, არანაირი ვალდებულებები. უბრალოდ ბრძოლა გადარჩენისთვის.” (დუგლას რაშკოფი)

ისტორიები ზომბებზე იმედს გვიღვივებს

ჩვეულებრივ ზომბებზე ფილმების ბოლოს რამდენიმე პერსონაჟი მაინც გადარჩება ხოლმე, ჩვენში კი იმედი ისახება, რომ ისინი შეძლებენ ზომბების დამარცხებას და ყველაფერი წესრიგში მოვა.
იმედი ის პოზიტიური ემოციაა, რომლის შეგრძნებაც ინსტიქტურად გვინდა. ანთროპოლოგ ჰელენ ფიშერის აზრით ვარდისფერ სათვალით ცხოვრება ენერგიულებად გვტოვებს და საშუალებას გვაძლევს რთულად მისაღწევი მიზნებისკენ ვისწრაფოდეთ.

მომზადებულია livescience.com-ის მიხედვით
კიმბერლი ჰიკოკი
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments