რა არის ნამდვილი სიყვარული? – აბრაამ ტვერსკი
აბრაამ ტვერსკი ნამდვილი სიყვარულის ფენომენს ხსნის.
ახალგაზრდა, რატომ მიირთმევ ამ თევზს?
კაცი ამბობს: იმიტომ რომ მიყვარს ის.
ოო, შენ გიყვარს თევზი, ამიტომაც ამოიყვანე ის წყლიდან, მოკალი და შებოლე.
ამიტომ ნუ მეტყვი, რომ თევზი გიყვარს.
შენ გიყვარს შენი თავი. რადგანაც თევზის გემო მოგწონს, ის წყლიდან ამოიყვანე და საჭმელად მოამზადე.
სიყვარულს ხშირად “თევზის სიყვარულს” უწოდებენ.
ახალგაზრდა წყვილს ერთმანეთი უყვარდება. რას ნიშნავს ეს?
ბიჭმა გოგოში დაინახა ის, ვისაც შეუძლია დააკმაყოფილოს მისი ფიზიკურ-ემოციური საჭიროებები. გოგონასთვის კი ბიჭი იყო ის, ვისზეც იტყოდა, რომ უყვარს. ორივე საკუთარ საჭიროებებს ეძებდა.
ეს არაა სხვისი სიყვარული. მეორე ადამიანი უბრალოდ ჩემი სიამოვნების მატარებელი ხდება.
უმეტეს შემთხვევაში რასაც სიუვარულს უწოდებენ, სწორედ “თევზის სიყვარულია”.
სამუდამო სიყვარული კი სარგებლის მიღებაზე კი არა, გაცემაზეა დაფუძნებული.
რაბი დესლერმა თქვა, რომ ხალხი სერიოზულ შეცდომას უშვებს, როცა ფიქრობს საკმარისად გასცემს მათდამი, ვინც უყვარს.
მისი ხედვა ასეთია, თუ ჩემი სულის ნაწილს მოგცემ, შენში ჩემ თავს ვაბანდებ. და მას შემდეგ საკუთარი თავის სიყვარულია გაცემული. ახლა ჩემი ნაწილი შენში რჩება, და ეს ჩემი ნაწილი მიყვარს, რომელიც შენში დავტოვე.
ასე რომ… ნამდვილი სიყვარული გაცემის სიყვარულია და არა მიღების.