რა არის ინტელექტუალიზაცია?

დაკვირვებიხარ თუ როგორ განსხვავებულად რეაგირებენ სტრესულ სიტუაციებზე ადამიანები? ზოგიერთი წყნარი და რაციონალურია, ზოგი კი ემოციური და მღელვარე. ინელექტუალიზაციას შეუძლია განსხვავების ახსნა.

რა არის ინტელექტუალიზაცია?

ინტელექტუალიზაცია დაცვითი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც პიროვნება სტრესულ სიტუაციებს ინტელექტუალურად აღიქვამს. ისინი სტრესულ სიტუაციას ცივი, მყარი ფაქტებით უმკლავდებიან და სიტუაციიდან ემოციურ მხარეს უგულველყოფენ.

შეიძლება იფიქრო, რომ ლოგიკურ და რაციონალურ პრობლემის გადაწყვეტის გზაზე ვსაუბრობ. თუმცა, ასე არაა. განვიხილოთ მაგალითი.

მე თუ პრობლემა მაქვს, ვეძებ პასუხებს, პრობლემის მოსაგვარებლად. პრობლემის გადაჭრაში არ დამეხმარება ყველაფრის ემოციურად და ისტერიულად აღქმა, ან პრობლემის ზედმეტად დრამატიზირება. ვიყენებ ლოგიკას და რაციონალურ აზროვნებას სიტუაციის გასაანალიზებლად, რის შემდეგაც შემიძლია ვიპოვო გადაჭრის გზები.

ეს ყველაფერი ბუნებრივი და კარგია, როცა ყოველდღიური ინფორმაციის დამუშავებას და ორიენტირებას ეხება საქმე.

მაგალითისათვის, სადმე შეხვედრაზე მივდივარ, მე წინასწარ უნდა დავგეგმო ჩემი მარშუტი, წინასწარ დავჯავშნო პარკირების ადგილი, რომ შეხვედრაზე არ დამაგვიანდეს.

ეს ინტეექტუალიზაცია არ არის. ინტელექტუალიზაცია გულისხმობს, რომ ამგვარი ანალიტიკური აზროვნება გამოიყენო ემოციური ან ტრავმატული სიტუაციების გადასალახად.

ინტელექტუალიზაცია ემოციების დაბლოკვის ცნობიერი აქტია, სიტუაციიდან გამომდინარი სტრესის და მღელვარების თავიდან ასაცილებლად. შენ ფაქტებზე კონცენტრირდები და საკუთარი თავის პრობლემის ემოციური მხრიდან დისტანცირებას ახდენ.

როდისაა ინტელექტუალიზაცია ჯანსაღი?

ზოგიერთ სიტუაციებში ინტელექტუალიზაცია საჭირო იარაღია. მაგალითისათვის, ექიმების, ქირურგების და მეცნიერების საქმიანობისას.

ექიმი თავის ემოციებს ვერ მიყვება, მაშინ როცა პაციენტის სიკვდილ სიცოცხლის საკითხი წყდება. ამ შემთხვევაში აუცილებელია უნარი, მშვიდად, მეთოდურად და არაემოციურად მიუდგე საქმეს.

როდის არის ინტელექტუალიზაცია არაჯანსაღი?

როცა, საკუთარ გრძნობებს გამუდმებით ახშობ

ემოციების დაბლოკვა მათ ვერ მოგაშორებს. ის უბრალოდ თრგუნავს მათ. დიდი ხნით დათრგუნვის დროს კი შეიძლება უფრო გაიაზარდოს და გაღიზიანდეს.

ემოციებს ჭირდებათ გასაქცევი, და ჯანსაღ გარემოში შენ ვერ შეძლებ მათ გაკონტროლებას. შენ შეიძლება შენს პარტნიორს ან ბავშვს ეჩხუბო იმის გამო, რომ არასდროს გქონია შესაძლებლობა საკუთარი ბავშვობის ტრავმასთან გამკლავების.

ემოციები არ არის ის, რაც “გვარდება”. ჩვენ ემოციებთან ერთად ვცხოვრობთ, გამოვცდით მათ, ვუმკლავდებით, და ვიაზრებთ.

ყოველთვის შიშში ცხოვრობ

“შიში იზრდება ბნელში; თუ ფიქრობ, რომ გარშემო მოჩვენება დადის, შუქი აანთე.” – დოროტი ტომპსონი.

თუ შენ თვალს არ გაუსწორებ იმას, რაც გაშფოთებს, გსტრესავს ან განაღვლიანებს, საერთოდ როგორ დაინახავ სიტუაციის პროგრესს? ეს იგივეა გამუდმებულ შოკის მდგომარეობაში იყო, თუმცა ცხოვრებას მაინც ჩვეულებრივ აგრძელებდე.

მაშინ როცა ტრავმატული მოვლენა გვატყდება თავს, ჩვენი გონება შოკშია და ითიშება, რადგანაც ვერ ვახერხებთ სულისშემძვრელ გამოცდილებასთან გამკლავებას. თუმცა, საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს სიტუაცია, რადგანაც ცხოვრება გრძელდება.

რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ყველა უსიამოვნო, მახინჯ და საშინელ ემოციებს, რომლებიც თავს გვესხმიან. თუ ასე არ მოვიქცევით, ვერასდროს ვისწავლით, რომ მსგავსი ემოციები ეტაპობრივად მსუბუქდება და ქრება. დროთა განმავლობაში, ჩვენ მათთან ვამარცხებთ.

გამუდმებით ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებ

“საკუთარი ბნელი მხარის შეცნობა საუკეთესო მეთოდია გაუმკლავდე სხვა ადამიანების ბნელ მხარეებს.” – კარლ გუსტავ იუნგი.

მაშინ როცა, არ ვიაზრებთ თუ როგორ ვგრძნობთ თავს, ჩვენ ამ გრძნობების პირველწყაროების მისამართებს ვკარგავთ. თუ არ გვეცოდინება, რატომ გვაგრძნობინებს რაიმე თავს სპეციფიურად, ვერასდროს შევძლებთ ვისწავლოთ შეცდომებისგან. რადგანაც, ერთსა და იმავე ქცევას გამუდმებით ვიმეორებთ.

ემოციების შეგრძნება გვეხმარება საკუთარი თავის შესწავლაში

“ვიღაცამ, ვინც მიყვარდა, ერთხელ სიბნელით სავსე ყუთი მომცა, მე წლები დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ესეც საჩუქარი იყო.” – მერი ოლივერი.

შენ გაქვს უფლება, თავს ისე გრძნობდე, როგორც გრძნობ. ნორმალურია გამანადგურებელ დარდს გრძნობდე, როცა საყავრელი ადამიანი გიკვდება. შენ არ გიჟდები. სავარაუდოა უგონოდ, დაკარგულად და უიმედოდ გრძნობდე თავს. ეს შეგრძნებები ნიშნავს, რომ შენ გულით გიყვარდა.

თუ შენ ბედნიერებას ცხოვრების ნაწილად მიიღებ, მოგიწევს სევდის მიღებაც.

4 ნიშანი, რომ შენ ინტელექტუალიზაციას ზედმეტად ეყრდნობი

  • კამათისას მხოლოდ ფაქტებს იყენებ.

კამათისას ფაქტები შესანიშნავი იარაღებია, თუმცა მათზე ზედმეტად დაყრდნობა ემპათიის ნაკლებობაზე მიუთითებს. მხოლოდ ფაქტების გამოყენება აჩვენებს, რომ სხვა ადამიანების ემოციებს აიგნორებ.

  • სხვა ადამიანს საუბარს არ აცდი.

სხვა ადამიანებისთვის აზრის გამოთქმის შეზღუდვა ძალაუფლების და კონტროლის სურვილის დემონსტრაციაა. შენ უკვე თქვი და სხვა რამეს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

  • შენ თვალსაზრისს გამუდმებით უბრუნდები.

დამტვრეული რადიოსავით, შენს ხედვას იმეორებ და იმეორებ, სანამ მოწინააღმდეგე მოიშლება და დანებდება. საკუთარი ხედვის გამუდმებით გამეორება მიანიშნებს, რომ შენ არ გსურს მოწინააღმდეგის აზრის მოსმენა. და მაშინ რატომ გაქვს დისკუსია?

  • ყველაზე ემოციური აფეთქების მომენტებში მშვიდი ხარ.

ემოციური სცენისას სიმშვიდის შენარჩუნება შესანიშნავია, თუმცა უპატივცემულობის და სიტუაციიდან მოწყვეტილობის გამომხატველიც შეიძლება იყოს. შენ არ გაინტერესებს, რომ ოპონენტი გაღიზიანებულია.

და ბოლოს…

ადამიანები ინტელექტუალიზაციას ვიშველიებთ, რადგანაც ის უსაფრთხოა. ვის უნდა ყველანაირ არეულობას და გაურკვევლობას გაუსწოროს თვალი, რაც არაკომფორტულად გვხდის? თუმცა, ჩვენ რობოტები არ ვართ. ეს ემოციებია, რაც უნიკალურს გვხდის. მხიარულიც და მწუხარეც. აღიარო ერთი და დააიგნორო მეორე, უარყოფს ყველანაირი სახის ემოციას.

ეს ციტატა კი იდეალური იქნებოდა დასასრულისათვის:

“არაფერია ბნელში ისეთი, რაც ანთებულ შუქში არაა.” – როდ სერლინგი.

გაეცანით სხვა საინტერესო სტატიებს ფსიქოლოგიის შესახებ

წყაროები:

1. www.healthline.com

2. www.psychologytoday.com

ორიგინალი სტატიის ავტორი: Janey Davies, B.A. (Hons)

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments