როგორ დავამარცხოთ პესიმიზმი?
გახსოვს როგორი უზრუნველი და ოპტიმისტი იყავი ბავშვობაში? ახლა, შენ გაიზარდე, დაბრძენდი და შეიძლება უფრო ცინიკურიც გახდი. ასაკის მატებას ცხოვრების გართულება მოჰყვება, გვეზრდება პასუხისმგებლობები, ან ცხოვრება ისეთ გამოცდილებებს გვივლენს, რომლების შედეგადაც პესიმიზმი გვიპყრობს.
ნუ იდარდებ. არასდროსაა ზედმეტად გვიანი შენი ფიქრების შეცვლა. და ნუ დაგავიწყდება, საერთო ჯამში, შენი ფიქრები აყალიბებს შენ რეალობას.
მაგრამ, როგორ შეიძლება დაძლიო პესიმიზმი? როგორ შეიძლება ჭიქას ნახვრად სავსედ ხედავდე და არა ნახევრად ცარიელად?
თუ შენ პოზიტიური რეალობა გსურს, ფიქრებიც პოზიტივისკენ უნდა მიმართო.
ყველა პესიმისტები არ ვართ, ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ ცუდი დღე გვქონდეს. აქ რამდენიმე მანიშნებელია, რომლებიც დაგანახებს, ხარ თუ არა პესიმისტი.
- შენ უფრო ხშირად ფიქრობ “რა იქნება, თუ არ გამოვა?”, ვიდრე “რა იქნება, თუ გამოვა?”
- არ გიკვირს, როცა საქმე ცუდად მიდის.
- მარტივად ნებდები.
- ელოდები ცუდი ამბების გაგებას.
- ზოგჯერ შეიძლება ეგოისტი ხარ.
- გიჭირს პატიება.
- ოპტიმისტები გაღიზიანებს.
- საკუთარ თავს ნეგატიურ რამეებზე ელაპარაკები.
თუ ამ სიიდან ყველა ან რამდენიმე შეგესაბამება, დიდი შანსია პესიმისტი იყო. არ იდარდო, ჯერ კიდევ შეგიძლია შეიცვალო.
ქვემოთ ათ გზას გთავაზობთ, რომლებიც პესიმიზმის დამარცხებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეს, რომ ესენი ერთჯერადი გადაწყვეტები არაა. ესენი მცირე ჩვევებია, რომლებიც შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოიმუშაო.
მას შემდეგ, რაც მათ შეეჩვევი, ისინი შენი მახასიათებლები გახდებიან. და მეტად პოზიტიურობა, სუნთქვასავით გახდება შენთვის.
ჩაანაცვლე ყოველი ნეგატიური ფიქრი პოზიტიურით.
მომდევნო ჯერზე, როცა შენ თავს დაიჭერ ნეგატიურ რამეზე ფიქრში, შეჩერდი, და ჩაანაცვლე ის პოზიტიურით. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. იფიქრე ნებისმიერ რამეზე, რაც თავს კარგად გაგრძნობინებს და ცხოვრებაში ფასეულობა შემოაქვს.
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ გვაქვს ძალა გადავაპროგრამოთ საკუთარი გონება. მაშინ, როცა გამუდმებით ანაცვლებ პესიმიზმს ოპტიმიზმით, შენ აპროგრამებ საკუთარ გონებას პოზიტიურ აზროვნებისკენ.
შეადგინე მადლიერების სია.
მაშინ, როცა მეტად კონცენტრირდები იმ ყველაფერზე, რაც გაქვს, ვიდრე იმაზე, რაც არ გაქვს, შენ შემოგაქვს სიუხვე შენს ცხოვრებაში. ზოგჯერ, რაღაცებს ცხოვრებაში უბრძოლველად, საჩუქრად ვიღებთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ ის გაგვაჩნია, სწორედ აქედან მოდის პესიმიზმი.
ჩვენ არ ვაფასებთ ყველაფერს საკმარისად და ეს ქმნის ნეგატიურ დამოკიდებულებას. ოპტიმიზმი, ნიშნავს შევცვალოთ ის ლინზა, რომლითაც სამყაროს ვხედავთ.
ფოკუსირდი, იმაზე რაც გაქვს, რაშიც მადლიერების სიის შექმნა დაგეხმარება. ყოველდღიურად, ჩამოწერე 5 რამ, რისთვისაც მადლიერი ხარ შენს ცხოვრებაში. ეს დაგეხმარება პოზიტიურობის შენარჩუნებაში და შენ მეტად ფოკუსირებული იქნები, იმაზე რაც გაგაჩნია.
შეწყვიტე რეგრესის წარუმატებლობად დანახვა.
ჩვენ მიდრეკილები ვართ, ვხედავდეთ რეგრესებს კატასტროფად და სამყაროს დასასრულად. დაბრკოლებებს ყველა ვეჩეხებით. ეს იმ შეკვრის ნაწილია, რომელსაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით. თუმცა, მნიშვნელოვანია ჩვენი აღქმა სუფთა იყოს.
ცხოვრება სწავლის პროცესია და დაბრკოლებები იმისთვისაა, რომ გავიზარდოთ. ისწავლე მათგან და მომავალ ჯერზე უკეთ გამოგივა.
გააკეთე კარგი სხვებისთვის.
შენი პესიმისტური გონების წყობა, მხოლოდ პოზიტიური ფიქრებით შეიძლება ჩანაცვლდეს. იცი რა დაგეხმარება პოზიტიური შეგრძნებების მოზიდვაში? სიკეთე, და სხვებისთვის კარგის კეთება.
თუ ფიქრობ, რომ მსოფლიოს გამოსწორება სჭირდება, იყავი ის ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ამას. გაუღიმე ვინმეს, რათა თავი კარგად იგრძნონ, უთხარი კომპლიმენტი უცნობს, დაეხმარე მოხუცებს ტვირთის წაღებაში.
ეს მცირე რაღაცები ითვლება. ისინი სხვებს ეხმარებიან და გეხმარებიან შენც, შენ სულს სიამოვნებს, როცა სხვებისთვის კარგს აკეთებ.
იპოვე გასავალი ნეგატიურობის გამოსათავისუფლებლად.
შენი ფიქრები ავტომატურად გაედინება ქმედებებში. ამიტომაცაა, რომ რაიმის კეთებით შეგიძლია გამოათავისუფლო ნეგატიური ენერგია.
შენ შეგიძლია დახატო, დაწერო, დაკავდე სპორტით ან ნებისმიერი რამით, რაც სიხარულს მოგანიჭებს. შენი ნეგატიური ენერგია ამით გასავალს ჰპოვებს.
შენ თავს ისე დაელაპარაკე, როგორც საყვარელ ადამიანებს დაელაპარაკებოდი.
ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტრები ვიყოთ და დავაბრკოლოთ პროგრესი. შენ თავს ნეგატიურად ნუ მიმართავ. მოამარაგე საკუთარი თავი თანაგრძნობით, რადგან ამას იმსახურებ.
საკუთარ თავს პესიმისტის იარლიყს ნუ მიაკრავ.
თუ არ გსურს იყო პესიმისტი, ნუ უწოდებ საკუთარ თავს პესიმისტს, და საერთოდაც ნუ მოაქცევ მას საზღვრებში.
როცა საკუთარ თავს იარლიყს ვაკრავთ, მას ვუწესებთ ლიმიტებს. ეს იარლიყი განგვსაზღვრავს ჩვენ და ყველაფერს ამ განსაზღვრების მიხედვით ვაკეთებთ. თუ შენ თავს უწოდებ პესიმისტს, ისე მოიქცევი და ისე იფიქრებ, როგორც პესიმისტი გააკეთებდა.
გარშემო ის ადამიანები იყოლიე, რომლებიც პოზიტიური ენერგიით გამარაგებენ.
მოწონება იზიდავს მოწონებას. თუ შენ თავზე ისე ფიქრობ, როგორც პესიმისტზე და გარშემო ის ადამიანები გახვევია, რომლებიც იგივეს ფიქრობენ, სჯობს მოერიდო მათ. დიახ, ეს რთული იქნება, თუმცა ზოგჯერ ეს ისაა რაც გჭირდება.
თუ ცხოვრებაში წინსვლა გსურს, სჯობს მოერიდო ისეთ ხალხს და ჩვევებს, რომლებიც უკან გხევენ. თუ გარშემომყოფები ნეგატივით გავსებენ, ნუ ჩაეჭიდები მათ.
იპოვე ადამიანი, რომელსაც გაუზიარებ.
ზოგჯერ, ერთადერთი რაც გვჭირდება ადამიანია, რომელიც მოგვისმენს და გაგვიგებს. მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში არსებობდეს ადამიანი, რომელთანაც შეძლებ ფიქრების გაზიარებას.
შეგიძლია ნეგატიური ფიქრები გაუზიარო მას და გარეთ გამოუშვა ისინი. ის შეიძლება ნებისმიერი ვინმე იყოს. ახლო მეგობარი, თუ თერაპევტი.
იმოძრავე
ნეგატიური ფიქრების მოშორების შესანიშნავი გზა არის ვარჯიში. შენ მხოლოდ სხეულის მოძრაობა გჭირდება, ნეგატივისგან დასაცლელად.
დაძაბულობა, ნეგატივი და პესიმიზმი გამოთავისუფლდება. შენი გონება მეტად ფოკუსირებული და მოძრაობაში მოყვანილი გახდება.
თუ ვარჯიში შენთვის პრობლემატურია, უბრალოდ გარეთ გადი და გაისეირნე ან ირბინე. გარეთ, სუფთა ჰაერზე ყოფნას სასწაულების მოხდენა შეუძლია.
ჩვენი სხეულები ჩვენს ემოციებს ინახავენ. ასე რომ, გავაგდოთ ეს ემოციები ჩვენი სხეულებიდან მოძრაობის საშუალებით. უბრალოდ, იმოძრავე.
და ბოლოს
ყველას გვაქვს ინდივიდუალური ლინზა, რომლითაც ვუყურებთ სამყაროს. ზოგჯერ ეს ლინზა მრუდდება, და სათანადოდ ვეღარ გვემსახურება. მნიშვნელოვანია, ამოვიცნოთ ეს სიმრუდეები და უკან არ დავიხიოთ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანაზე.
შეწყვიტე შენი ზრდის და პროგრესის ხელის შეშლა.
ახლავე შეუდექი ამ რჩევების გათვალისწინებას. პირველი ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე რთულია, თუმცა ის აუცილებელია.
სტატიის ორიგინალის ავტორი: Doron Hafner