სკა ინდიგოთი – მკვდომი

The written word is a lie
/ Public Image Ltd, Rise

ქვიშები ნიჟარები მიწები შენს ოთახში სახეები მათ ჭურჭელზე კედლებზე
სიტყვებია შენი ღამის ფორმა
გვიდა გორგონი სიზმრებს ჩემი თავიდან, ცეცხლს ენით წვდებოდა. მისი სახის
ნაწილები იშლებოდნენ და ერთდებოდნენ. თამაშია. უნდა დაინახო, რაც
გეჩვენება. ვუყურებ, ძვალმავთულებს, გახვრეტილ ქსოვილებს.
შეიძლებოდა, ყველაფერი ახლა ხდებოდეს. და არ მჯერა შესაძლებლობების.
მზის – გზაზე. ის შიშის ზარს სცემს კბილებით.
რამდენი ზედაპირი გჭირდება მათ დასაწერად
რამდენი ცეკვა ფსკერზე
სხვა სიღრმეებზე
ეს მცენარეებიც წყდებიან
არ ხარობენ
ბოლქვებიდან თალამუსებიდან წყალს არ იღებენ
არ იღებენ ამ მკვდარ სისხლს ლურჯი კვანძებით
ამ ლურჯ ნაყოფებს არ ატარებენ მათში
ვშლი სიტყვებს და ღამეს, რომელიც ახალ ადგილს ეძებდა ახალი ფერისთვის.
შეგიძლია თვალები გახსნა. შეხედო ამ მუსიკას: ქარისგან მოდის და არ
მთავრდება. ქარს ავრცელებს მოჭრილ თმებში, სიტყვები მოაქვს აქ, ამ კუბ
ოთახში. შენი ორი პირიდან.
 

მკვდომი

 
შემეძლო შევხებოდი სიტყვებს ანარეკლებით ხელებზე
ქარზე
მეტრონომის ხმაზე
ვცეკვავდით
რამდენიმე მწერის გარემოცვაში, მათი ლარვების. ისინი კვლავ აქ არიან.
ეკვრიან ამ ოთახის შუშებს. ხმები მათთვის, ხმები მათგან – გესმის და იცი მათი
გზები. საით მიდიან?
როგორ ჩნდები ამ ქსელებში ამ კედლებიდან
მე კიბეებზე დავდიოდი სხვა მიწების სხვა სახეების და გტოვებდი ჩვენს
სისხლყუთში
რომელშიც ქარი ჟონავდა
ჩემი ხმა გეჭირა ენით და რკინებით, სხვა ყველაფერი მოგონილია
დავიწყებულიც მკვდარი ბავშვის გამოყოფის დროს. რას გრძნობდი? როცა
ცოცხლებსაც შობდი, მათი ხელები ყველგან იყო.ისინი შენს ირგვლივ ჰაერს
აგროვებდნენ. ნუღარ იქნები ცრემლებიანი მათი კვდომის დროს. ნუ შეხედავ
მათი პირიდან ამოსულ სიკვდილს.
გეგმები არ მაქვს და შეხვედრები – ის მეუბნება, რომ ხმაა ამარილისის ჯვარზე
დაბმული. ჩვენი მეტრონომისთვის. და არავის უკვდება.
ლითონის ენა, ლითონის პირსინგი, მათ არ აქვთ ხმები სიტყვებში, ლითონის
ბურთებში. მათი ღრმულები უსივრცოა. შემეძლო მეხილა ქარი მათში, ტყვიები
ხელებისთვის. მათი ტყვიები ყველგანაა
მდინარის ეკრანზე შენი სხეულის გამოსახულებით ვარდნის, ხტომის, კვდომის
მანძილზე
კიბეებზე
შუშებზე
და ხმაა ცეკვისთვის

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments