სტოიციზმი: ის ხარ, რასაც ფიქრობ

ექიმები და დიეტოლოგები ხშირად გვეუბნებიან: “შენ ის ხარ, რასაც მიირთმევ.” ეს საუკეთესო რჩევაა, რაც კვებასთან დაკავშირებით შეიძლება მოგვცენ, რადგანაც აბსოლიტურად მართალია.

ჩვენს სხეულში 50-70 მილიონი უჯრედია, და ყოველი მათგანის ჩანაცვლება ხდება. თუ საკმარისი რაოდენობის ნოყიერ საკვებს არ მივირთმევთ, ჩვენი კანი ფერს იცვლის, ღრძილებიდან სისხლი წამოგვივა, ძვლები დაგვისუსტდება, დავკარგავთ თმას, ვიგრძნობთ მოქანცულობას და ავადმყოფობებისათვის მარტივ სამიზნეთ ვიქცევით. თუ უვარგის საკვებს მიირთმევ, თავს უვარგისად იგრძნობ.

იგივე შეიძლება ვთქვათ ჩვენს გონებებზეც. თუ ჩვენს გონებას უვარგისი ფიქრებით გადავტვირთავთ, ჩვენი პიროვნება დასნეულდება. ისევე, როგორც საჭმლის შემთხვევაში, ინფორმაცია რომელსაც ვიღებთ, განსაზღვრავს, თუ რას და როგორ ვფიქრობთ.

მოვიშველიოთ მარკუს ავრელიუსის ფრაზა:

“ის რის შესახებაც ფიქრობ, ადგენს შენი გონების ხარისხს. შენი სული იღებს შენივე ფიქრების ფერს.”

გონება არამხოლოდ ინფორმაციით სავსე კონტეინერია, ის პიროვნების გენერატორია (როგორც მარკუს ავრელიუსი უწოდებს “სულის”).

მარკუს ავრელიუსუ რომაელი იმპერატორი და სტოიკოსი ფილოსოფოსი იყო. მისი ჩანაწერები, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა და ჩვენთვის ცნობილია, როგორც “მედიტაციები”, აღწერს ავრელიუსის ფილოსოფიურ აზრებს იმპერატორად ყოფნის ყოველდღიური სირთულეების ფონზე.

რაციონალური ლიდერი

ალბათ ბოლო წინადადებას ჩააკვირდებოდით. რა არის იმპერატორობაში რთული? ჩვენ გვაქვს რომაელი იმპერატორების ცხოვრების პოპულარული აღქმა, ფუფუნებაში გატარებული დეკადენტური სიცოცხლე.

მარკუს ავრელიუსის შემთევევაში, რეალობა გაცილებით სხვაგვარი იყო. იმპერატორი იმ ხანაში მართავდა, როცა რომის იმპერიას გამუდმებული თავდაცვითი ომები ჰქონდა. გერმანული ტომები და სარმატიელები იმპერიაში ჩრდილოეთიდან მაროდიორობდნენ, ხოლო პართიელები აღმოსავლეთიდან უტევდნენ. მარკუსმა მმართველობის უმეტესი ნაწილი ომის წინა ხაზზე გაატარა, თავისი ჯარის სარდლობაში.

ეს კონფლიქტები იმ უბედურობების სერიის ნაწილი იყო, რომელიც იმპერიას დაატყდა თავს. აღმოსავლეთიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჭირი ჩამოიტანეს (სავარაუდოდ ჩუტყვავილა), რაც მთელ იმპერიაში გავრცელდა. ჭირმა იმსხვერპლა მარკუსის თანამმართველი ლუციუს ვერუსი და შესაძლოა მომავალში თავად მარკუს ავრელიუსის სიკვდილის მიზეზადაც იქცა.

მარკუსის მმართველობა გართულებული იყო პოლიტიკური შეთქმულებით, რომელიც თითქმის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. იმპერატორებს გამუდმებით შეთქმულებთან ჰქონდათ დავა, რასაც თან ერთვოდა სასამართლო პოლიტიკის არასტაბილურობა, რადგან მრავლად იყვნენ ამბიციური მლიქვნელები და ინტრიგანი მტრები.

რომაელი იმპერატორის მმართველობა საშუალოდ ხანმოკლე იყო. ბევრი იმ ადამიანებმა მოკლა, რომლებიც წესით მათ სამსახურში უნდა ყოფილიყვნენ. ეს იყო ცხოვრება სავსე უზარმაზარი პასუხისმგებლობით და წნეხით.

მარკუსი კარგი იმპერატორი გამოდგა, ასეთ მშფოთვარე პერიოდში. ის ცნობილია, როგორც ფილოსოფოსი, და ერთ-ერთი იმ ხუთ “კარგ იმპერატორთაგან”, რომელიც დიდ პოლიტიკურ ფილოსოფოს ნიკოლო მაკიაველს მიაჩნდა, რომ რომის იმპერიას მართავდა რთულ დროებაში.

მაკიაველის მიხედვით, ეს ხუთი იმპერატორი განსაზღვრული იყო, მათი კარგი პირადი ცხოვრებით, მათი ქმედებების კეთილი ნებით, და სენატის მხარდაჭერით.

ძლიერი ლიდერის მყარი ხელი ფაქტობრივად ძლიერი გონებაა. მარკუსს წინაპრებისგან ფილოსოფიური ტრადიციები ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული. მას გამზრდელმა ბაბუამ, იმპერატორმა ადრიანემ, რიტორიკასა და ფილოსოფიის მიმართ ინტერესი გაუღვივა.

იმ სიმდიდრისა და ცდუნებების მიუხედავად, რაც მის ირგვლივ იყო, მარკუსი როგორც ამბობენ, ადრეული ასაკიდანვე უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც ფილოსოფოსი. მას “უხეში” მოსასხამები ეცვა და ზოგჯერ იატაკზე ეძინა.

რომაულ არისტოკრატიას სტოიციზმი ჰქონდა გათავისებული, თუმცა მარკუსი პლატონიზმის და სოკრატეს მცოდნეც იყო, ისევე როგორც სოფისტების და ეპიკურეული სკოლის. მაშინ, როცა ზოგიერთი იმპერატორი დევნიდა და კრძალავდა ფილოსოფოსებს, მარკუსმა აყვავების საშუალება მისცა ბიბლიოთეკებს და ფილოსოფიურ სკოლებს.

რომაელი ლიდერები ხშირად ეცემოდნენ, გაუმაძღრობის და სიხარბის შედეგად, მშვიდობიანობის დროსაც კი. ჩვენ ვფიქრობთ გაუმაძღად ნერონზე, როგორც უვარგის, ხოლო მარკუს ავრელიუსზე, როგორც კეთილშობილ მმართველზე. მარკუსი აღიარებულია, როგორც სამაგალითო მმართველი, დიდწილად მისი კარგად ფიქრის დისციპლინის დამსახურებით.

დეტალი მიქელანჯელო კარავაჯოს ნახატიდან “ნარცისი”

ჭვრეტა

მაშ, რა არის “კარგი” ფიქრები? როგორ შეგვიძლია მოვახდინოთ იმ ყველაფრის ფასეულობრივი განსჯა, რასაც ვფიქრობთ?

როგორც სტოიკოსი, მარკუსი საფუძველს სხვა რამეებზე წინ აყენებდა. ანტიკურ სამყაროში, ფილოსოფოსები არ იყვნენ სპეციალისტები, ისევე როგორც დღევანდელობაში არიან. ფილოსოფია ზედმიწევნით ნიშნავს, ცოდნისა და სიბრძნისკენ სწრაფვას. ეს თვით-განმსჯელი ან მჭვრეტელობითი ფიქრია, რომელიც გვეხმარება გავხდეთ უკეთესი ადამიანები და ვიპოვოთ გონებრივი სიმშვიდე. ფილოსოფიის გავლით, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები, მეგობრები, დედმამისშვილები, მშობლები, ან შეყვარებულები.

ზუსტად ეს იყო ანტიკური სკოლების მიზანი, განსაკუთრებით სტოიციზმის. სტოიკოსებს სწამდათ, რომ ჯანსაღ ადამიანებს, თანდაყოლილი უნარი გააჩნიათ განსჯის, რაც უნიკალურია. გონების ვარჯიშით ჩვენ ვახორციელებთ საკუთარ oikeiôsis-ს, რაც უხეშად ითარგმნება, როგორც სახეობათა “ორიენტაცია” ან “ერთობა”. ლოგიკური აზროვნების დახმარებით, ჩვენ ვიგებთ, რომ უნდა გავერთიანდეთ, რათა უკეთესი ცხოვრებით ვიცხოვროთ.

სტოიკოსებისთვის, რაციონალური აზროვნება – თავის მიძღვნა სათნოებისადმი, საზოგადოების ღირებულებებისადმი და მოქალაქეობრივი ვალისადმი – იყო საგანი, რაც აირეკლებოდა “ლოგოსზე” ან იმ მიზეზზე, რომელიც მართავს სამყაროს.

სუფთა აზროვნების დისციპლინა

დღევანდელ მსოფლიოში, მარკეტინგის მთელი მისია ისაა, რომ გაგვხადოს არარაციონალურები. რეკლამები გვაცდუნებენ ვიყიდოთ ის ნივთები, რომლებიც არ გვჭირდება, ჩვენივე მოთხოვნილების მიზიდვით, ვიყოთ პოპულარულები ან სექსუალურად მიმზიდველები. მედიაში ვხედავთ წარმატებული და მდიდარი ადამიანების ისტორიებს, რომლებიც ბედნიერები არიან, რადგან აქვთ დიდება და სიმდიდრე, ან უბედურები, რადგან ის დაკარგეს.

ტელევიზიები, გაზეთები და ჟურნალები იმ უადგილო ამბებს გვტენიან, რომლებიც სტიმულირებს ჩვენს უმდაბლეს ინსტინქტებზე. ხარისხიანი ახალი ამბების მედია საშუალებებიც კი მეტად სენსაციონალისტებად იქცნენ, რადგანაც მაყურებლების და მკითხველების მოსაზიდ კონკურენციაში არიან. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ ვშთანთქავთ უამრავ ინფორმაციას, რაც გამოუსადეგარია ის სიცოცხლის ასპექტებისთვის, რასაც რეალურად მნიშვნელობა გააჩნია.

აშშ-ს ჩვეულებრივი მოქალაქე, Statista estimates-ის მიხედვით დღეში 3.35 საათს უთმობს ტელევიზორის ყურებას. ეს თითქმის კვირაში ერთ სრულ დღეს უდრის, თანაც საუბარია მხოლოდ ტელევიზორზე.

ცხადია, ზოგიერთი რამ კარგიცაა ტელევიზიებში, თუმცა უმეტესწილად ცუდია. როცა ჩვენ მიჩვეულები ვართ ვუყუროთ ტელევიზორს საათობით, ჩვენი აზრები იტენება სენსაციური სიახლეებით, უაზრო გასართობი შოუებით და რეკლამებით, რომლებიც ჩვენს სურვილებს ისეთი რამეების მიმართ აღძრავს, რაც უმეტესად არ გვჭირდება.

ამით არამხოლოდ ჩვენი ძვირფასი დღო ორთქლდება, არამედ ჩვენი უნარი გავაკეთოთ სწორი დასკვნები იფიტება. თანამედროვე მსოფლიოს სჭირდება წესრიგი, რათა შეინარჩუნოს ჯანსაღი გონება. გრაუჩო მარქსმა თქვა, “მე ვთვლი, რომ ტელევიზორი განმანათლებელია. ყოველ ჯერზე, როცა ვინმე მას რთავს, მე სხვა ოთახში გავდივარ და წიგნს ვკითხულობ.”

ყველა ვერ აყვება სტოიკოსებს იმ წმინდა რელიგიურ რწმენებში, თუმცა ცხადია აზროვნება დროის საუკეთესო ხარჯვაა საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. ფიქრები, რომლებიც მოცულია შურით, შიშით, სირცხვილით ან სიხარბით, დაჩრდილავს ჩვენ ნააზრევ დასკვნებს და ცხოვრებას უფრო რთულს გაგვიხდის.

მომდევნო ჯერზე, როცა ტელევიზორის ჩართვას გადაწყვეტ, გრაუჩო მარქსის რჩევა აიღე და ტელევიზორის ნაცვლად, კარგი წიგნი მონახე. კარგი წიგნები, როგორიცაა მარკუს ავრელიუსის მედიტაციები არიგებს ჩვენს გონებას და აყალიბებს პიროვნებას.

ცხოვრების ოსტატობა თავისთავად მოდის აზროვნებიდან, მეტად ნაფიქრი აზრებიდან, ვიდრე სწრაფი განსჯიდან. ჩვენი აზროვნების უნარი კუნთია, რომელიც რეგულარულად უნდა ვავარჯიშოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრებისკენ მივისწრაფით.

მადლობას გიხდი, რომ ბოლომდე წაიკითხე. იმედია, რაიმე ახალი ისწავლე.

Original Source: Medium.com

Author: Steven Gambardella

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments