უფსკრულის პირას

მე. .

             შენ. . . .

                           ჩვენ. . . .

უფსკრულის პირას ვდგავარ.

შიშმა ხელები მომხვია.

დიდრონთვალება შიში,

მაგრად მიჭერს და მახრჩობს.

შენთანაც მოდის, გაფრთხობს?

თავის დაღწევას ლამობ,

ის კი, არა და არ გთმობს.

დიდი თვალების პატრონს,

არცთუ ბევრს ხედავ – გატყობს.

ამასობაში. . . .

შიში იბარტყებს, წონაში იმატებს

უფრო გვთრგუნავს და გვიტაცებს.

ამ ყოფაშიც კი, შენი შეშლილი სამყარო

არ კი გასვენებს და კვლავ გაჩვენებს,

გკარნახობს – იცი, უფსკრულში რა გელოდება?

იცი, უფსკრული შენ რას გთავაზობს? 

და ასე გაშინებს, გაფითრებს, გაგიჟებს.

ერთი ნაბიჯიც – ჩაგყლაპავს ორმო, სიშავე

შეგსრუტავს, შეგსვამს, შეგაჭილყვავებს.

გახევებული დგახარ. . . . და დგახარ

სიცარიელე ყველა ფერს ლახავს.

დრო სადღა არის? შენთვის გაჩერდა

აღარ წიკწიკებს და აღარც რეკავს

წუთით ან წამით – უცებ ინათა

და მოგაგონდა. . . .

ის ბიჭი, მდგომი ჭვავის ყანაში

უფსკრულის პირას ბავშვებს იჭერდა

შენც ხომ ბავშვი ხარ, სულ დიდი ბავშვი

ნეტა დაგიჭერს? თუ, ხელს გაგიშვებს?

ნუთუ გაგწირავს რატომღაც, გაზრდილს

და დაგანებებს გადაგორებას,

გადაგვარებას და გალოდებას?

მხოლოდ წინ მავალს, ხომ ხედავ

სულ გეომება, არ გედგომება

დაიხი უკან, იქნებ განსაზღვრო

პერსპექტივაში – რა გელოდება.

კრინტსაც არა ვძრავ, მხოლოდ გულში კი

ვითხოვ შველას და ვყვირი ხმამაღლა

ვინმემ მომხედეთ!

სული მერთმევა და მეკარგება;

თან მენანება. 

ვხედავ რაღაც თეთრ სიცარიელეს

და ვფიქრობ – ნუთუ დასასრულია

ეს გამჭირვალე ფრთასავით ხელი

მე რომ მეხვევა, ნუთუ სულია?

ვისი სულია?

გადამაფრინა სიცარიელეს

უფსკრული შორს ჩანს, მიიჭყანება

ჩამოვიტოვეთ ერთად სიავე

გულს მეფონება და მეამება.

ახლა ხილულად გადამარჩინა

უხილავად კი იცი, რამდენჯერ?

ის თეთრი, თბილი და სანატრელი

ფრთებიც გაფრინდა და გააჭენა.

თვალს მოეფარა, გაქრა, განისლდა

დამტოვა გზაზე და მიმითითა

აქეთ წადიო, ფხიზლად იყავი

ასე მითხრა და უმალ გამცილდა.

და თითქოს გონიც დაბრუნდა ჩემთან

წიკწიკიც დროის ჩაერთო ისევ

როდემდის? როდის? როდემდის? როდის?

ეს ჩამესმოდა კარგა ხანს კიდევ.

აი, მას მერე ყოველთვის როცა

წიკწიკი წყდება, უფრსკრული მოსჩანს

გულში მოვუხმობ ფრთიან ანგელოზს

ვიცი რომ მოვა, ვი ცი რომ მო ვა . . . . 

 

უფსკრულის პირას

უფსკრულის პირას ვდგავარ მარტოკა

შენი თვალები ამ დროს ატოკდა

გვირაბში ვარო, 

ამბობს და მოთქვამს.

დიდთვალა შიშმა თვალი დაგიფსო

გონიც დაჩრდილა და დაამონა

გვირაბში ხარ და იცი, რას ფიქრობ?

რა მოგივა? და, აქ ვინმე მოვა?

მოვა, რომ ხელი წაგავლოს თბილი?

უფსკრულს გაშოროს და აგაცილოს

თუ მიგანებოს სევდის დინებას

დაე დაინთქა, დაე დაიფსო.

შენ დგახარ ჩუმად, დგახარ გაკმენდით

არვის ეძახი, არც უხმობ სიტყვით

გულმა გაგყიდა – ის ტოკავს, იბრძვის

მისი ჩუმი ხმა სუყველგან ისმის.

წამით გამოკრთა ნათლის სხივი და

გვირაბის ბოლო ააციმციმა,

აანაპერწკლა, აალივლივა

გზა გაგინათა და გაგისხივა.

ახლა შენზეა წახვალ საითკენ

რომელს აირჩევ – ნათელსა თუ ბნელს

ნება შენია – წახვალ მაღლისკენ

თუ რჩები ქვესკნელს, ნუგეშის მკვლელთან.

 

მფარველ ანგელოზს

ჩრდილი ნათელი

ნათელმა ბნელი დაჩრდილა,

თვით მას ჩრდილი არ მიადგა

თეთრი და გაუხუნარი

იგივე ნათლის სხივ დარჩა.

ნათელმა უთხრა ბნელსაო

შენ სვამდი გველის რძესაო

მივალ, გადავფენ ფარდაგსა

გადავანათებ ამ მქრქალსა.

ნათელმა უთხრა ბნელასა

უფსკრულ დაგინთქამს შენაცა

ჩემ სხივს გადავფენ სამყაროს

გავაცისკროვნებ ყველასა.

 

ნინო მუმლაძე

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments