ფროიდის გადაწყვეტილების მიღების მეთოდი
როგორ მივიღოთ რთული გადაწყვეტილება ქვეცნობიერზე დაყრდნობით?
ქვეცნობიერი გონი
ხისტ გადაწყვეტილებებს მოყვება უამრავი ტრავმა. ძირითადად, იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ვფიქრობთ და ეს დამქანცველია. წარმოიდგინე, რომ შენი ცნობიერი პროჟექტორით განათებული წერტილია, იმ ბნელ ოთახში, რომელიც სავსეა ყველაფრით, რაც შენ ცხოვრებაში ხდება. განათებული წერტილი, ერთი ადგილიდან მეორე ადგილას ინაცვლებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბნელ ადგილებში არაფერი ხდება.
გონებრივი პროცესების უმეტესობა ჩვენს ქვეცნობიერ გონში მიმდინარეობს. როდესაც მანქანას ვატარებთ, სპორტს ვთამაშობთ, ან ვაკეთებთ რუტინულ სამუშაოს,ყველაზე მძიმე სამუშაოს ამ დროს ჩვენი ქვეცნობიერი წევს. მაშინ როცა, მსგავს სიტუაციებში აქტიურად არ გვაქვს ყურადღება მიპყრობილი განხილვებზე, უფრო ღრმა მექანიზმი ჩვენი ქვეცნობიერის, ამ განხილვებზე აქტიურად მუშაობს.
ცნება “ქვეცნობიერი” გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ შელინგმა შემოიღო, თუმცა უფრო მეტად ზიგმუნდ ფროიდთან ასოცირდება, ფსიქოანალიზის შემქმნელთან. ფროიდის ნამუშევარი რევოლუციური იყო, მან ქვეცნობიერის შესახებ შემდეგი შეხედლება ჩამოგვიყალიბა – ჩვენი ნაწილი, რომელზეც მცირე კონტროლი გაგვაჩნია – საზღვრავს ჩვენი ქმედებების უმეტესობას, ჩვენი გადაწყვეტილებების ჩათვლით.
ფროიდს სჯეროდა, რომ მოგონებები და იდეები, რომელიც ჩვენს არაცნობიერშია დალექილი, შეიძლება გამოიხატოს შიშებად, ფობიებად, ნერვოზად, დიდ სურვილად ან მისწრაფებად. ფროიდამდე, ფართოდ მიღებული აზრი იყო, რომ ადამიანები იდეალურად რაციონალური არსებები იყვნენ, და ჩვენი გადაწყვეტილებები მთლიანად ეფუძნებოდა ცნობიერ გამოთვლებს. ფროიდის ნამუშევრებმა გვიჩვენა, რომ სანახევროდაც კი არაა ასე.
ფროიდის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ გონება აისბერგივითაა. მისი მხოლოდ მცირე ნაწილია გამოფენილი ცნობიერი ინტროსპექციისთვის. ჩვენ მხოლოდ ირიბად შეგვიძლია შევიგრძნოთ ქვეცნობიერის ძალა, როგორებიცაა სიზმრები, ფსიქოლოგიური სიმპტომები, წამოცდენები, და ასოციაციური გზები, რომლითაც ჩვენ საგნების ინტერპრეტაციას ვახდენთ.
ქვეცნობიერში შეღწევის კლასიკური გზა არის რორშახის ტესტის ტექნიკა, რომელმაც სახელი შვეიცარიელ ფსიქოლოგ ჰერმან რორშახის გამო მიიღო, მის მიხევდით პაციენტს ევალება მელნით გადღაბნილის ინტერპრეტირება.
ფსიქოანალიზის სპეციალისტი პაციენტის “თავისუფალი ასოცირების” ინტერპრეტაციას ახდენს, იმის გამოსავლენად, რაც პაციენტის ცნობიერისთვის შესაძლოა “ცნობილი” არ იყოს. ამ ტექნიკის დახმარებით შესაძლებელია ფარული ტრავმები და დამარხული მოგონებები ამოტივტივდეს.
თუმცა ქვეცნობიერი მხოლოდ ფარული შიშების და ნევროზების ადგილი არაა.ის სიბრძნის და შემოქმედებითობის ჭარბი წყაროა. ისევე როგორც, არსებობს გზები ქვეცნობიერის ბნელ ნაწილს მივწვდეთ, ასევე შესაძლებელია მასში არსებული უსაზღვრო ინტელექტუალური პოტენციალი და კრეატიულობა შევარხიოთ.
შესანიშნავი ტაქტიკაა, ვიფიქროთ პრობლემაზე გარკვეული პერიოდი და შემდეგ სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება. ქვეცნობიერი იმუშავებს ამ პრობლემაზე, ჩვენი ყურადღების მიღმა. და შევხედავთ, რომ პრობლემის გადაწყვეტა გონებაში მოულოდნელ დროს ამოგვიტივტივდება. მედიტაცია, დუდლის შექმნა, დღიური წერა ასევე გზებია ქვეცნობიერის ძალის გააქტიურების.
მონეტის აგდება
რა საერთო აქვს ამ ყველაფერს რთული გადაწყვეტილებების მიღებასთან? გადაწყვეტილებები ჩვენი ცნობიერისთვის დამღლელი და დამქანცველია. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ გადაწყვეტილებების მიღებამდე, რადგანაც ეს ჩვენს ცხოვრებას ეხება და საჭიროა უამრავი რამის განჭვრეტა. ჩვენს ირგვლივ არსებული ქაოსი ისედაც საკმარისია, რომ მას კიდევ უამრავი პოტენციური ქაოსები არ დავამატოთ.
მაშინ როცა ჩვენს პრობლემებძე ვფიქრობთ და ვეძებთ გამოსავალს – შესაძლოა ეს უძილო ღამეებშიც გამოიხატებოდეს – ეს მთელი ინფორმაცია ჩვენს ქვეცნობიერშიც ხვდება.
როცა საქმე ეხება სამსახურის გამოცვლას, ცვლილებას ურთიერთობებში, კარიერულ ცვლილებებს, ჩვენი ქვეცნობიერის ემოციური და ინტელექტუალური სიღრმეები დიდ სამუშაოს გაგვიწევდა.
როცა საქმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეხება, ზოგიერთი ადამიანი არჩევანს ბედს ანდობს. გავრცელებული გზაა მონეტის აგდება: “თუ წინა მხარე ამოვა, სამსახურს შევიცვლი და სხვა ქვეყანაში გავემგზავრები, თუ უკანა, არაფერს შევცვლი.” ეს მეთოდი სულელურია და შეუძლია დიდი ზიანი მოგვაყენოს.
ნათქვამია (თუმცა არა დადასტურებული) რომ ფროიდს უკეთესი მეთოდი გააჩნდა ადამიანებისთვის გადაწყვეტილების მიღების გასამარტივებლად, მონეტის აგდების დახმარებით. მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ეს ფროიდის აღმოჩენა,მას შეუძლია გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმაროს.
ააგდე მონეტა, თითქოს ის აკეთებდეს შენს ნაცვლად არჩევანს. ახლა კი, მონეტის გადაწყვეტილებას კი ნუ შეასრულებ, იმაზე იფიქრე რას გრძნობ ამ არჩევანის შესახებ.ეს მეთოდი გვიჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება გვექნებოდა, ეს გადაწყვეტილება ბედისთვის რომ მიგვენდო, ან თავისთავად, რომ მომხდარიყო.
მონეტის აგდება ცხადს ხდის ჩვენს გრძნობებს თითოეული გადაწყვეტილების შესახებ. ეს ის შედეგია რაც გსურდა? იმედგაცრუებული ხარ? მაშინ როცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჩვენს ცნობიერს აიძულებს მუშაობას, ეს მეთოდი უეცრად თამაშში ქვეცნობიერს რთავს. ეს ინტუიციური ბრმა შეგრძნებაა.
შეიძლება ამან გადაწყვეტილების მიღება არ გაგიმარტივოს, თუმცა ის გიჩვენებს რეალურ გრძნობებს და დაგეხმარება გადაწყვეტილება, შედეგის მიმართ შენი ემოციური დამოკიდებულების მიხედვით მიიღო.
მადლობას გიხდი, რომ ბოლომდე წაიკითხე. იმედია, რაიმე ახალი ისწავლე.
Original Source: Medium.com
Author: Steven Gambardella