ციტატები წარმატებისკენ შთაგონებისთვის

დიდი ხანია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დგახარ და ჯერ კიდევ ვერ მიაღწიე იმ მწვერვალებს, რომლებისკენაც ისწრაფი?

წარმატება უდიდესი შრომის და შეუპოვრობის ფასად მოდის. მისკენ მიმავალ გზაზე უამრავ დაბრკოლებას უნდა გადავაბიჯოთ და შევძლოთ კომფორტის ზონიდან გამოძრომა. თუ წარმატება გსურს, უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ და არაფერს უნდა მისცე უფლება გზაზე გადაგეღობოს.

როგორც ნათქვამია: “თუ ისეთ რამეებს გააკეთებ, რასაც უმეტესობა არ აკეთებს, შეძლებ იცხოვრო ისე, როგორც უმეტესობა ვერ ცხოვრობს.”

ქვემოთ წაიკითავთ რამდენიმე ციტატას, რომლებიც შთაგონების პოვნაში დაგეხმარებათ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ტკივილი დროებითია, სინანული კი – სამუდამოდ გრძელდება. – ლანს არმსტრონგი, სალი ჯენკინსი

ცხოვრებაში ყველაზე საშინელი რაღაც სინანულია, ის ჩვენს გონებას წურბელასავით ეკვრის. როცა ჩვენ ვშრომობთ და განვითარების გზას ვადგავართ, დაბრკოლებებს მცირე ტკივილი მოაქვს ხოლმე, რომელიც გვაძლიერებს და უკეთესს გვხვდის. თუკი ჩვენ ამ ტკივილს შევუშინდებით და შევეშვებით შრომას, მთელი ცხოვრება არ მიგვატოვებს სინანულის განცდა.

კარგად გააანალიზე ყველაფერი რასაც გეუბნებიან, თუმცა მოიშორე ისინი რაც შენს სულს აზიანებს. – უოლტ უაითმენი

რასაც ჩვენი მეგობრები და ახლობლები გვეუბნებიან, მთელი ცხოვრების მანძილზე, ქმნის რწმენებს. ზოგიერთი შესაძლოა კარგი რწმენა იყოს.

თუმცა, ზოგიერთი ცრუ რწმენებია, შემზღუდველი რწმენები. ეს ის რწმენებია, რომლების კი არ გაძლიერებს, თავს ცუდად, ან ნეგატიურად გაგრძნობინებს. ჩაუღრმავდი შენს რწმენებს და დაუკვირდი რომელია ობიექტური და რომელი სხვების ნათქვამიდან მოსული შემზღუდველი რწმენა.

თუ შენი განზრახვა მძლავრია, შენი ქმედებაც იქნება მძლავრი. თუ შენი ქმედება მძლავრია, შედეგებიც იქნება მძლავრი. – უცნობი ავტორი.

შენი შთაგონებული ქმედება, პირდაპირ აისახება შედეგებზე.

ამ შემთხვევაში ყველაფერი ენერგიაზე და განზრახვაზეა. თუ შენი იდეა სუსტია და შენში შთაგონებას ვერ აღძრავს, შედეგსაც სუსტს უნდა ელოდე.

ჩვენ შეგვიძლია ცვლილებები შევიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში, ვიცხოვროთ გაცნობიერებულად, და არა მელანქოლიურად, შეგვიძლია გავხსნათ გულები და ვიყოთ მეტად ცოცხლები. – შერონ ზალბერგი

უმეტესი ადამიანის ცხოვრება ერთფეროვანია, რადგანაც ისინი მხოლოდ ძირითად საჭიროებებზე ფოკუსირდებიან.

მომდევნო ხელფასი, მომდევნო კომუნალურების გადახდა, მომდევნო სესხის დაფარვა. ეს ყველაფერი იმდენად გვიჯდება ჩვევაში, ნამდვილი ცხოვრების უამრავ დეტალს უყურადღებოდ ვტოვებთ. მიმოიხედე ირგვლივ, იყავი სიტუაციებში მეტად ჩართული, კითხვები დაუსვი საკუთარ თავს და ეცადე დაინახო უფრო მნიშვნელოვანი რამეები.

ეძებე შენი მისწრაფებები და დანიშნულება. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ჩვენი ცხოვრების გულებით წინამძღოლობა და არა გონებით. ეს დაგვეხმარება მეტად ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას ჩავუყაროთ საფუძველი.

ათას მილიან გზაზე მგზავრობა, ერთი ნაბიჯით იწყება. – ლაო ცუ

ცხოვრებაში თუ რაიმე დიდი გსურს, უბრალოდ დაიწყე. ჩვენ ჯერ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე და ასე ბოლომდე მიზნამდე მისვლამდე. პროგრესს და წარმატებას დრო სჭირდება.

პრობლემა ისაა, რომ მარტივად გვაშინებს ხანგრძლივი ამოცანები, განსაკუთრებით თუ ეს ჩვენი ცხოვრების მიზანს ეხება.

ლაო ცუ, თავისი სიბრძნით, განიხილავს ხანგრძლივი ამოცანების, ნაბიჯებად დამარცვლას.

ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ თანდათან შევძლებთ დიდი სურათის დანახვას, ბოლოს კი საბოლოო მიზანთანაც მივალთ.

მაგია მაშინ ხდება, როცა შენს ყველა შინაგან ძალას იმ ობიექტისკენ მიმართავ, რომლის შეცვლაც გსურს. – ბანგამბიკი ჰაბიარიმანა

მაგიის რწმენა არ რწმენის მიუხედავად, ვერ უარვყოფთ, დაუჯერებელი და განმაცვიფრებელი რამეების არსებობას.

ის რაც თავიდან დაუჯერებელი და შეუძლებელი მოსჩანდა, ბევრი შრომის შემდეგ მიღწევადია და დასასრულს ისე სჩანს, როგორც მაგია.

შესაბამისად ჩვენი გონება ილუზიების შექმნის სპეციალისტია. ის რაც ფიქრისას შეუძლებელი ჩანდა, დიდი შრომის შემდეგ მისაღწევი გახდა.

როცა არჩევანს აკეთებ, მომავალს ცვლი. – დიპაკ ჩოპრა.

ის გადაწყვეტილებები, რომელთაც ყოველდღიურად ვიღებთ, სამუდამოდ ცვლის ჩვენს მომავალს. იმ ადამიანებს, რომლებსაც შევხვდებით, იმ სიტუაციებს, რომლებშიც ჩავვარდებით, შენ გაქვს არჩევნის უფლება. ასე რომ, აირჩიე სიბრძნით, რადგანაც შენი ცხოვრება შენზეა დამოკიდებული.

ერთადერთი შეუძლებელი მგზავრობა ისაა, რომელიც არასდროს დაგიწყია. – ტონი რობინსი.

ყველა მიზეზისთვის, რომელიც გვეუბნება, რომ ეს შეუძლებელია, არსებობს ათასობით ადამიანი, რომელიც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა და გამოუვიდა. – ჯეკ ქენფილდი.

თუ შესაძლებლობა არ გიკაკუნებს, ააგე კარი. – მილტონ ბერლი.

შესაძლებლობებს ვერ დაველოდებით, ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ისინი. ნუ იქნები იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც ზის და გამზადებულის ლანგრით მორთმევას ელოდება.

გონება ლიმიტია. როგორც კი გონება წარმოიდგენს ფაქტს, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლია, შენ შეძლებ მას, თუ ამის მისი 100 პროცენტით გჯერა. – არნოლდ შვარცენეგერი.

ისინი, მთის წვერვალებზე რომ ხედავთ, იქ არ ჩამოვარდნილან. – მარკუს უოშლინგი.

ადამიანები, რომლებმაც დიდი რაღაცები გააკეთეს, შემთხვევითობით არ აღმოჩენილან წარმატებასთან. მათ ამაში დიდი შრომა ჩადეს. გადადგეს პირველი ნაბიჯი და არ გაჩერდნენ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

მხოლოდ ლაპარაკს ნუ დასჯერდები, მოიმოქმედე რაიმე შენი სურვილის ახდენის გზაზე.

ვინ ხარ ხვალ, განისაზღვრება იმით, თუ რა გააკეთე დღეს. – ტიმ ფარგო.

უმეტესწილად სამყარო იმ გზით აღგიქვამს, როგორც შენ აღიქვამ საკუთარ თავს. – ლიზა ნიკოლსი.

მომზადებულია Andrew Shorten-ის სტატიის მიხედვით. thelawofattraction.com

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments