ჯორჯ ბერნარდ შოუს გამონათქვამები

  1. ცხოვრებაში საკუთარ თავს კი არ ვეძებთ, არამედ ვქმნით მას.
  2. არასდროს მისცეთ ბავშვს ის წიგნი, რომელსაც თქვენ არ წაიკითხავდით.
  3. შეცდომების დაშვებაში გატარებული ცხოვრება არა მარტო დასაფასებელია, არამედ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უმოქმედობაში გატარებული.
  4. შენ ხედავ საგნებს. და ამბობ, ‘რატომ?’. მე მესიზმრება ის, რაც არასდროს ყოფილა. და ვამბობ, ‘რატომაც არა?’
  5. თუ ხალხისთვის სიმართლის თქმა გსურს, გააცინე ისინი, სხვა შემთხვევაში მოგკლავენ.
  6. ცხოველები ჩემი მეგობრები არიან… და ნუ შემიჭამთ მეგობრებს.
  7. ვისაც საკუთარი გონების შეცვლა არ შეუძლია, ვერც ვერაფრის შეცვლას შეძლებს.
  8. ახალგაზრდობა ახალგაზრდებზე იფლანგება.
  9. ცხოვრებაში ორი ტრაგედიაა. შენი გულის სწორის დაკარგვა და მისი მოპოვება.
  10. არ არსებობს საჭმლის სიყვარულზე გულწრფელი სიყვარული.
  11. ღორს არასდროს ეჭიდაო. ორივე გაისვრებით, ღორს კი ეს მოსწონს.
  12. წარმატების საიდუმლო შეცდომების არ დაშვებაში არაა, არამედ ერთი და იმავე შეცდომების არ გამეორებაში.
  13. პატრიოტიზმი, ფუნდამენტში, არის რწმენა, რომ კონკრეტული ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესოა, რადგანაც იქ შენ დაიბადე…
  14. იყენებ სარკეს, რათა შენი სახე დაინახო. იყენებ ხელოვნების ნიმუშებს, შენი სულის დასანახად.
  15. პესიმისტი ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა მასსავით ცუდია. და ამის გამო სძულს ისინი.
  16. ცეკვა ჰორიზონტალური სურვილების ვერტიკალური გამოხატულებაა.
  17. ხუმრობის ჩემებური მეთოდი სიმართლის თქმაა. ეს ყველაზე სასაცილო რამაა მსოფლიოში.
  18. ყველაფრის შემდეგ, არასწორი გზაც სადღაც მიდის.
  19. ღმერთს მადლობა, რომ ათეისტი ვარ.
  20. პესიმისტიც და ოპტიმისტიც ზრუნავს საზოგადოების განვითარებაზე. ოპტიმისტი თვითმფრინავს იგონებს, პესიმისტი კი პარაშუტს.
  21. შენ არ შეწყვეტ სიცილს როცა გაიზრდები, შენ გაიზრდები, როცა სიცილს შეწყვეტ.
  22. თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას. იმიტომაც ეზიზღება ის უმეტესობას.
  23. როცა რაიმე სასაცილოა, კარგად დააკვირდით დამალულ სიმართლეს.
  24. ვისაც შეუძლია, აკეთებს. ვისაც არა, ასწავლის.
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments