რა ემართება ტვინს ნულოვან გრავიტაციიში?
ნასამ 2030 წლისთვის ადამიანის მარსზე გაშვება დაისახა მიზნად. ამბიციური ჩანაფიქრია, რადგან ჩვეულებრივი მგზავრობები 3-დან 6 თვემდე გრძელდება ხოლმე, ამჯერად კი ასტრონავტები მარსის ხელსაყრელ მდებარეობაში დაბრუნებამდე ვერ დაუბრუნდებიან დედამიწას, რას დაახლოებით 2 წელს გასტანს. რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონავტებმა შემცირებულ (მიკრო) გრავიტაციის პირობებში 3 წლამდე უნდა იცხოვრონ. ახლანდელი რეკორდი რუს კოსმონავტ ვალერი პოლიაკოვს ეკუთვნის, რომელმაც კოსმოსში 438 მიყოლებული დღე დაჰყო.
კოსმოსური მოგზაურობების პირველ წლებში, მეცნიერებისთვის მთავარი გამოწვევა დედამიწის გრავიტაციის დაძლევა იყო. მათ ისეთი სიჩქარით უნდა გაესროლათ ხომალდი, რომ დედამიწის დაძაბულობა დაეძლია და მთვარეზე მიღწევისთვის ყოფილიყო საკმარისი. დღესაც, გრავიტაცია პრობლემების სათავეში რჩება, თუმცა ახლა იმაზე უფრო მსჯელობენ, როგორ იმოქმედებს შემცირებული გრავიტაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ტვინზე. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ დედამიწის გრავიტაციის პირობებში (1 g), თუმცა არა კოსმოსის უწონობაში (0 g), ან მარსის მიკროგრავიტაციის პირობებში (0.3 g).
როგორ მოქმედებს მიკროგრავიტაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე? – ამის შესახებ საკმაოდ შეზღუდული ინფორმაცია გვხვდება. გასაკვირია – რადგან ჩვენ უკვე ვიცით ასტრონავტების სახეები, როგორ წითლდება და იბერება უწონობის მდგომარეობაში. ფენომენი რომელსაც მის საპატივცემულოდ “ჩარლი ბრაუნის ეფექტი” ან “puffy head bird legs syndrome” ეწოდება. რის დროსაც თავისკენ მიემართება სხეულში არსებული სითხეები, ძირითადათ სისხლი და ცერებროსპინალური სითხე, რაც სახეების გაბერვას და ფეხების დასუსტებას იწვევს.
ეს ყველაფერი კოსმოსურ მოძრაობის დაავადებებს, თავისტკივილებს და გულისრევას იწვევს. ახლახანს ამ სიას დაბინდული მხედველობაც მიემატა. ნასასთვის ეს სინდრომი კოსმოსში გაფრენილების ჯანმრთელობის ყველაზე დიდ რისკად იქცა. ისინი მისი მიზეზების დადგენას ცდილობენ, როგორ აიცილონ თავიდან ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.
ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, ტვინის ზოგიერთი ნაწილი ზედმეტად ბევრ სისხლს იღებს, რასაც აზოტმჟავა იწვევს, უხილავი მოლეკულა, რომელიც ჩვეულებრივ სისხლის ნაკადს ერთვის ხოლმე. არტერიები, რომლითაც ტვინი სისხლით მარაგდება, ზედმეტად ფართოდ იხსნება. დიდი რაოდენობის სისხლის ნაკადის დატაკების შემდეგ ტვინის სისხლითი ბარიერი გადაილახება, რას სითხეს დაგროვების საშუალებას მისცემს. ტვინი გასივდება და წვენის ზრდამ სხვა პრობლემებიც შეიძლება გამოიწვიოს.
დაახლოებით ისეთივე პროცესია როცა მდინარე კალაპოტს ცდება. შედეგად გონება ვერ მიიღებს საკმარის ჟანგბადას საჭირო დროში. ეს შესძლოა ხსნიდეს დაბინდული მხედველობის მიზეზს და ასევე ასტრონავტების შემეცნებითი უნარების დაქვეითებას (ფიქრი, კონცენტრაცია, მოძრაობა).