Se7en – შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა (განხილვა)

თითქმის სულ წვიმს ქალაქში. სომერსეტი, ვეტერანი დეტექტივი, ქუდით და საწვიმრით დადის. მილსი, ახალგაზრდა რომელიც ახლახან გადმოიყვანეს ამ მხარეში, წვიმაში თავშიშველი დადის, თითქოს სულ ახალგაზრდათ უნდა დარჩეს. მათი მუშაობის პირველ დღეს, მსუქანი კაცის სიკვდილის გამოძიება უწევთ, რომელსაც სახე მაკარონში აქვს ჩადებული. როცა განათება ეცემა და სცენას დეტალურად ვხედავთ, ჩნდება ბინძური აპარტამენტი და ერთმანეთზე უხვად დაყრილი Campbell’s Tomato Sauce-ის ქილები; მსუქანი ადამიანიც კი არ ყიდულობს ამდენ პომიდვრის სოუზს.

საშინელი სიკვდილი ფილმის მიმდევი ხდება, ერთერთი ყველაზე ბნელი და დაუნდობელი ფილმის რაც ჰოლივუდის მეინსტრიმს ახსოვს. ყოველი მომდევნო დღე წვიმით იწყება, ყოველ მომდევნო დღეს ახალი მკვლელობა ხდება. დანაშაულის ადგილებზე ნაჯღაბნ სიტყვებს ვხედავთ. პირველი მკვლელობის სიტყვა მაცივრის უკანაა დატოვებული. “მუცელღორობა” – ორი მკვლელობის შემდეგ მილსი ხვდება, რომ საქმე სერიულ მკვლელთან აქვთ, რომელიც მსხვერპლებს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის გამო სჯის.

თითქოს ისეთივე ტრაფარეტულია, როგორც აგატა კრისტის რიგითი დეტექტივი. მაგრამ აქ საქმე არ გვაქვს დახვეწილ სამყაროსთან, ქალაქგარე სახლებში მომხდარ მკვლელობასთან, არამედ ყველაფერი ორი პოლიციელის თავს ხდება. ერთი ფიქრობს, რომ უკვე ყველაფერი ნანახი აქვს, მეორე კი აზრზე არაა რისი ნახვა მოუწევს. მკვლელი მაშინ ჩნდება, როცა ფილმის დასრულებამდე ნახევარი საათია დარჩენილი. რაც შეეხება პოლიციელებს, მოხუცი მომხდარი უზნეობის მკვლევარი ხდება, ახალგაზრდა კი ყველაფერს უფრო გულისსაკლავი პირადი გზებით გამოცდის.

მას შემდეგ, რაც ფილმის ორიგინალი დასასრული ზედმეტად შემაძრწუნებლად მიიჩნიეს, გადაწყვიტეს ერნესტ ჰემინგუეის იმედისმომცემი ფრაზა ჩაემატებინათ. მაგრამ, იდეამ უკუღმა იმუშავა, ორიგინალი დასასრული დარჩა ჰემინგუეის ფრაზა კი შავ ხუმრობასავით ისმის ფილმის დასასრულს.

გამანადგურებელი დასასრულის შემდეგ ფრაზა თითქოს მცირე ნუგეშისცემასავით უნდა გაისმოდეს

სომერსეტის პერსონაჟის ამოუცნობობა ფილმის ერთერთი საკვანძო დეტალია და შეიძლება მორგან ფრიმანის ერთერთ საუკეთესო შესრულებად ჩავთვალოთ. ის ძალაუფლებას ბუნებრივად განასახიერებს. მისი პერსონაჟი ვერ იქნებოდა სუსტი, ის წლების განმავლობაში იყო პოლიციის ოფიცერი ერთერთ ყველაზე საშინელ ოლქში. ის ცხოვრობს მარტო, როგორც ეტყობა დაქირავებულ ბინაში, კედლებზე წიგნების თაროებია. ის მეტრონომთან ერთად იძინებს. არასდროს დაქორწინებულა, თუმცა ერთხელ ახლოს იყო ამასთან. ის მარტოხელა კაცია და ცდილობს ბედს შეურიგდეს.

როცა ხვდება რომ საქმე შვიდ მომაკვდინებელ ცოდვასთან აქვს, სომერსეტი აკეთებს იმას რასაც ცოტა თუ იზამდა მის ადგილას, ის ბიბლიოთეკაში მიდის. სადაც ნახულობს დანტეს “ჯოჯოხეთს”, მილტონის “დაკარგულ სამოთხეს” და შოსერის :კენტერბერულ ისტორიებს”. ფილმში ამ დეტალს უფრო აურის შექმნის ფუნქცია ენიჭება. საშინელებათა ფილმებში ხშირია ასეთი დეტალები, როცა შთაგონების წყაროს ძველ წიგნებში ეძებენ, იგივე ხდება აქაც. და სომერსეტი განათლებულ კაცად გვევლინება, ის შვიდივე ცოდვას ზედმიწევნით უსახელებს მილსს, რომელსაც როგორც ჩანს პირველად ესმის ისინი.

“შვიდი” ნამდვილად არაა სიღრმისეული ფილმი, თუმცა ის ქმნის ილუზიებს რომლების მაყურებელს ხიბლავს და შოკირებულს ხდის. ყველაფერი სომერსეტის მწიგნობრობით იწყება, რომელიც პასუხს ბიბლიოთეკაში ეძებს. ფილმს თითქოს სიღრმეს აძლევს ეს კვლევა, სომერსეტი ცდილობს მკვლელის მორალური ღირებულებების ამოცნობას. ის იმასაც არკვევს, რომ მკვლელს ბიბლიოთეკის ბარათი აქვს, თუმცა შემდეგ ვხვდებით, რომ მას იდეები ბიბლიოთეკიდან არ აუღია, ბარათი მხოლოდ დეტექტივების დასაბნევად გამოიყენა.

პარტნიორების მიერ 5 მკვლელობის გამოძიება განსხვავებულად მიმდინარეობს. მკვლელს აშკარად წინასწარ აქვს ყველა მკვლელობა დაგეგმილი და გააზრებული – თუმცა, მისი დღის წესრიგი ფილმის კულმინაციურ მომენტში იმპროვიზირებულია მოვლენების მიმდინარების მიხედვით. “შვიდი” თავის საშინელებაში ულმობლად გვითრევს, ზოგიერთი სცენა იმდენად საზარელია, რომ მოკლე კადრებად ვხედავთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვრწმუნდებით მკვლელობის მეთოდებთან დაკავშირებით, როცა პოლიციელები განიხილავენ მას. ასევე გაკვეთის შემდეგ გამოჩენილი პლასტიკური ჩანთებიც განმარტებას საჭიროებენ. ფინჩერი გვიჩვენებს საკმარისს რომ ჩვენში ზიზღი გამოიწვიოს და დანარჩენ დეტალებს ანაწევრებს.

მკვლელი თავის მოქმედებებს გეგმავს, როგორც მორალურ გადაწყვეტილებას. ის გვიმტკიცებს, რომ მისი დანაშაული ყოველდღიური სისასტიკის მორევში მალე დაიფარება, თუმცა უნდა რომ მკვლელობები სამუდამოდ ემახსოვროთ. ისინი მისი შედევრებია. ბუნდოვანი რჩება მისი ფაქტების ფორმულირება. მისი მსხვერპლები, რომლების დამნაშავენი იყვნენ მომაკვდინებელ ცოდვებში, გასამართლდნენ და დაისაჯნენ. და სად უნდა დავინახოთ გაკვეთილი? თუ ეს გაფრთხილებაა ჩვენს მიმართ?

მილსი წყლიდან ამოსულ თევზს გავს, ის ცხელი გულით მოქმედებს, არ უსმენს მასზე გამოცდილი სომერსეტის დარიგებებს და რჩევებს. მისი მეუღლის, ტრეისის, შესახებ ჩვენ ბევრს ვერ ვგებულობთ. ვიცით რომ მას უყვარს მილსი, მისთვის ზრუნავს და აქვს კარგი ინსტიქტები, რადგან სომერსეტს, კაცს რომელიც მილსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სადილად პატიჟებს. ფილმში ტრეისის პერსონაჟი მხოლოდ ადგილის შემავსებლის როლს იკავებს ისეთი პროტაგონისტის ცოლისათვის, როგორიც მილსია. მაგრამ, ის იცავს მილსს. ფილმის მიმდინარეობასთან ერთად ამაში თანდათან ვრწმუნდებით.

მკვლელი, როგორც ვთქვით მხოლოდ ბოლო 30 წუთში გამოდის ეკრანზე და ამ დროში სრულად დომინირებას ახერხებს. 1995 წელს როცა ფილმის ორიგიანლი პოსტერი და რეკლამები გამოჩნდა, შემსრულებლის სახელი არ იყო გამოტანილი. მისი როლი მთლიანად ფილმში უდიდესია. ის განასახიერება არა მარტო ჩვეულებრივ დამნაშავეს, არამედ ადამიანს რომელსაც მრავალმხრივი ფსიქოლოგიური აშლილობები აწუხებს. დააკვირდით მის სახეს. სიამაყეს. თვით-კმაყოფილებას. მოუსმინეთ მის ხმას. ინტელექტს. მოვლენების ანალიზს. ყურადღება მიაქციეთ მის სიმშვიდეს და აშკარა უშიშრობას. ფილმი მთლიანად მას ემყარება და წარუმატებელი იქნებოდა, მას რომ რამე არ გამოსვლოდა. თუმცა, ასე არ მოხდა.

სტატია მომზადებულია როჯერ ებერტის განხილვის მიხედვით
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments