წინამდებარე ნაშრომში ქალ-ვაჟის ურთიერთმიმართების პრობ- ლემა ძირითადად სქესთა ურთიერთობის ფარგლებშია განხილული. ძველი კულტურების მიერ ამ სფეროში მოპოვებული გამოცდილება, რომელიც აღმოსავლური ტანტრიზმის, დასავლური რაინდული ინსტი- ტუტის, ხევსურული სწორფრობისა და ძველი ხალხების სხვადასხვა რელიგიურ-საკულტო წეს-ჩვეულებებშია მოცემული, გადააზრებუ- ლია ახალი დროის სულიერი იმპულსების გათვალისწინებით. ამგვარ საფუძველზე დასახულია ის ძირითადი ორიენტირები, რომლებმაც შესაძლოა გამაჯანსაღებელი შედეგები იქონიოს ქალ-ვაჟის ურთიერ- თობის იმ ფორმებზე, რომლებიც ძალზე დინამიურად იცვლება ცივი- ლიზაციის თანამედროვე ეტაპზე.
Subscribe
Login
0 კომენტარი