***

უცნაურია ცხოვრება, ზოგჯერ გგონია რომ წინ დიდი უფსკრულია და მის წინ ვდგავართ ყველა მთელი ცხოვრების მანძილზე. ვიღაცას სიმაღლის ეშინია, უფსკრულის დანახვისას თავბრუსხვევას ვერ უძლებს და გადაიჩეხება. ვიღაცა გადაწყვეტს რომ მასზე მეტია და იმდენად ერთობა განდიდების მანიით, ვერც ამჩნევს როგორ დაეშვა ფსკერთან ახლოს. ყველაზე მეტად იმათ არ ინდობს ჩვენი თანამგზავრი ვინც გაქცევას ცდილობს, ზურგით დადგომასაც ვერ ასწრებენ ქეჩოში რომ წაავლებს ხელს და მიიკრავს. ზოგიერთი უფრო ჭკვიანი უფსკრულს სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ აღიქვამს და გამოწვევებს იღებს მისგან, მანამდე სანამ ფეხი არ დაუცდება, ერთხელ მაინც..!
ვინც წამოდგომას შეძლებს დიდი ხნით ასვენებს ზავდადებულს, მაგრამ ნეტავ სამუდამოდ?!
შორიდან უყურებ ამ ბრძოლებს და სასოწარკვეთილება გიპყრობს, ხვდები რომ შენც ამის ნაწილი ხარ და ისიც არ იცი ფსკერიდან აკვირდები ამ ყველაფერს თუ უკვე სამშვიდობოს გახვედი. არასოდეს იცი სად ხარ, ესაა უფსკრულის ყველაზე დიდი ხრიკი. ზოგჯერ გგონია რომ ისე დაბლა დაეშვი უფრი ქვემოთ აღარაფერია, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც უფრო ღრმად, რაც ყოველთვის შეძლებს გატკინოს…

Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments