ამონარიდები ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბიდან”

  • მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერს დავკარგავთ, გავხდებით თავისუფლები გავაკეთოთ ნებისმიერი რამ.
  • არ მინდა იარების გარესე მოვკვდე.
  • ეს შენი ცხოვრებაა, რომელიც დროის ერთ მომენტში დასრულდება.
  • იცი როგორ ამბობენ, მხოლოდ მას ვტკენთ ვინც გვიყვარსო? ნამდვილად, თუმცა ეს საპირისპიროდაც ამართლებს.
  • ახლა ის საგნები გპატრონობენ, რომლებიც ადრე შენი იყო.
  • დღეს იმ ტიპის დღეა, როცა მზე მხოლოდ იმისთვის ამოდის, რომ დაგამციროს.
  • ამ დროისთვის ჩემი ცხოვრება ზედმეტად სრულყოფილი ჩანდა, თუმცა შესაძლოა ჩვენ ყველაფრის განადგურება გვჭირდება, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიები გავხდეთ.
  • ჩვენ ტელევიზორების წინ გავიზარდეთ და დაგვაჯერეს, რომ ერთ დღესაც ყველანი მილიონერები, როკ ვარსკვლავები და კინოს ღმერთები გავხდებოდით. მაგრამ, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ ნელ-ნელა ვაცნობიერებთ ამ ფაქტს. და ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ.
  • სხვა ადგილას რომ შემეძლოს გაღვიძება, სხვა დროში, ვიქნებოდი კი სხვა ადამიანი?
  • რაც უფრო დაბლა ეცემი, მით მაღლა იფრენ.
  • შესაძლოა პასუხი არა თვით-განვითარება, არამედ თვით-განადგურებაა.
  • მე მინდოდა ყველაფერი ლამაზი გამენადგურებინა, რაც არასდროს მქონია.
  • ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულები. არც არარაობები და უვარისები ვართ. ჩვენ უბრალოდ ვარსებობთ. ჩვენ უბრალოდ ვართ და რაც ხდება, უბრალოდ ხდება.
  • საკმაოდ გრძელ დროის ხაზზე, ადამიანების გადარჩენის მაჩვენებელი ნულამდე ვარდება.
  • რომ შეგეძლოს იყო ღმერთის ყველაზე საშინელი მტერი, ან არარაობა, რომელს აირჩევდი?
  • მე ვეკითხები, მივაღწიეთ ჩვენ უკიდურესობის წერტილს ამაღამ? ტაილერი უკან იხრება და ამბობს, მერლინ მონრო რომ ცოცხალი ყოფილიყო ამ წუთას, რითი იქნებოდა დაკავებული? მე ვამბობ, ღამე მშვიდობისა. ჭერიდან ჰედლაინერი ვარდება, და ტაილერი ამბობს, „კუბოს სახურავის ფხაჭნით.“
  • ჩვენ თაობას არ უნახავს დიდი ომები, დიდი დეპრესია. ჩვენი ომი სულიერია. ჩვენი დეპრესია კი ჩვენი ცხოვრება.
  • არის ბევრი რამ, რაც არ გვინდა ვიცოდეთ, ადამიანებზე რომელებიც გვიყვარს.
  • ეს იყო თავისუფლება. ყველა იმედის დაკარგვა იყო თავისუფლება.
  • ჩვენ მხოლოდ ცხოვრებასთან მიახლოებული გამოცდილება გვქონდა.

დატოვე კომენტარი