ბედნიერების ილუზია: ჰედონისტური სარბენი ბილიკის თეორია

რას შეუძლია შენი გაბედნიერება? ლატარეაში დიდი თანხის მოგებას? შენი ცხოვრების სიყვარულის პოვნას? ყოველდღიურად საუკეთესო რესტორნებში სადილობას? ჰედონისტური სარბენი ბილიკის თეორია გვპირდება, რომ ყველაფერი ჩამოთვლილის მიღების შემთხვევაში, შენ არ იქნები მეტად ბედნიერი, ვიდრე მანამდე.

რა არის ჰედონისტური სარბენი ბილიკი?

ჰედონისტური სარბენი ბილიკი ფსიქოლოგიური ტერმინია, რომელიც იმ სიჩქარეზე მიანიშნებს, რომლითაც საწყის ბედნიერების დონეს ვუბრუნდებით. ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ ჩვენ ყველას ძირეული ნიშნული გაგვაჩნია.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება ჩვენს გარშემო, ბოლოს მაინც პირველად ბედნიერების დონეზე ვბრუნდებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გავდივართ ცხოვრების განსხვავებულ ეტაპებს, ვწვდებით სიმაღლეებსაც და განვიცდით დამანგრეველ ჩავარდნებს. ჰედონისტური სარბენი ბილიკი ჩვენი ტენდენციაა, რომ ყოველთვის დავუბრუნდეთ ჩვენს საკუთარ ბედნიერების დონეს.

მაგალითისათვის, პესიმისტმა ადამიანმა შეიძლება ლატარეაში მოიგოს მილიონი. ისინი ამ დროს ძალზედ კმაყოფილები ხდებიან და მომავლის მიმართ ოპტიმიზმით ივსებიან. თუმცა, ჰედონისტური სარბენი ბილიკის მიხედვით, ეიფორია მალევე გაიფანტება. პესიმისტი დაუბრუნდება თავის ჩვეულ პესიმიზმის დონეს.

მეორე მხრივ, ოპტიმისტის ცხოვრებაში შესაძლოა უდიდესი დანაკარგების პერიოდი დადგეს და თავს უიმედოდ დამწუხრებულად გრძნობდეს, რაღაც დროის განმავლობაში. თუმცა, ეს გრძნობები სამუდამოდ არ დარჩება. იგივე ოპტიმიზმი მალევე დაბრუნდება მის ცხოვრებაში და იგივე საწყის ნიშნულზე დადგება.

ჰედონისტური სარბენი ბილიკის მაგალითები

ლატარიის მოგება

ყველას წარმოგვიდგენია, რომ ლატარიის მოგება ჩვენს ცხოვრებას უკეთესისკენ შეცვლის. ასეცაა, მაგრამ არა ისე, როგორც წარმოგვიდგენია. შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლატარიაში დიდი ფულის მომგებების ცხოვრებით კმაყოფილების დონემ საგრძნობლად აიწია, თუმცა მათი ბედნიერების დონე არ შეცვლილა.

ფაქტობრივად, თავდაპირველი ბედნიერების მოზღვავება, რაც მოგებამ გამოიწვია, მალევე გაქრა. ეს აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც მომხდარ ცვლილებას ვეგუებით, მისი ეფექტი ფერმკრთალდება. ეს არის ჰედონისური ადაპტაცია.

უახლესი სმარტფონის ყიდვა

ყველა ვხედავთ, იმ აღფრთოვანების ტალღას, რომელიც გარშემომყოფებს გადაუვლის, მაშინ როცა აიფონის ახალი მოდელი გამოდის. ხალხი გაგიჟებული აწყდება მაღაზიებს მის შესაძენად, ან ყველაფერს აკეთებს მისი საყიდელი ფულის გამოსამუშავებლად. მაგრამ, ყიდვის შემდეგ, მალე გადაივლის ეს აღფრთოვანება, ახალი დიზაინის, ახალი შესაძლებლობების და გაუმჯობესებული მონაცემების მიმართ? ძალიან მალე, როგორც ამას ჰედონისტური სარბენი ბილიკის თეორია გვეუბნება.

ასე რომ, რა ხდება ჩვენს გონებებში? ეს თეორია იმას ნიშნავს, რომ ვერასდროს ვიქნებით ნამდვილად ბედნიერები? თუ იმას ნიშნავს, რომ ბედნიერება წუთიერი მომენტია, რომელიც იმისთვის არ შექმნილა, რომ დიდხანს გასტანოს?

როგორც ვთქვით, ჩვენ ბედნიერების საბაზისო დონე გაგვაჩნია და ჩვენი ცხოვრების მოვლენებისდა მიუხედავად, მაინც ყოველთვის მას ვუბრუნდებით.
ჩვენ დაბადებიდან განსაზღვრული გვაქვს ეს საბაზისო დონე? ჩვენი ცხოვრების მანძილზე ის უცვლელია, თუ შეგვიძლია შევცვალოთ?

ჰედონისტური სარბენი ბილიკის 5 ფაქტორი

5 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც მოცემულ თეორიას განვიხილავთ.

  1. საშუალო საწყისი წერტილი, ნეიტრალურზე მაღლაა.
    კვლევების შედეგად ასეთ დასკვნამდე მივდივართ. თუ, ოპტიმისტს წრფის ერთ ბოლოში წარმოვიდგენთ და პესიმისტს მეორე ბოლოში, ჩვენი საბაზისო წერტილი ოპტიმისტთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე პესიმისტთან.
  2. ყველას განსხვავებული საწყისი წერტილები გვაქვს
    იმის მიუხედავად, რომ ოპტიმისტისკენ უფრო ახლოს ვართ, ყველას წერტილი ერთ დონეზე არ დგას. ამ წერტილს განსაზღვრავს პიროვნული თვისებები, გამოცდილებები და პიროვნული ზრდის დონე.
  3. შესაძლებელია რამდენიმე საწყისი ნიშნული გვქონდეს.
    ბედნიერების გამომწვევი ბევრი სხვადასხვა ფაქტორი არსებობს. მაშინ როცა, ერთი ადამიანი კონკრეტულ რაღაცას აუცილებლად მიიჩნევს ბედნიერებისთვის, მეორესთვის შეიძლება ის უმნიშვნელო იყოს.
  4. ის რაც გვაბედნიერებს, შეიძლება შეიცვალოს.
  5. მოვლენებთან განსხვავებულად ვადაპტირდებით.
    როგორც ინდივიდებს, რომლებსაც აბსოლუტურად განსხვავებული გამოცდილებები გვაქვს ცხოვრებაში, მოვლენებთან ადაპტირების უნიკალური გზები გაგვაჩნია. რაც, ჩვენს ბედნიერებაზე ახდენს ზეგავლენას.

შეგვიძლია ჰედონისტური სარბენი ბილიკიდან გადმოვხტეთ? ჯილდო და სიამოვნებები

ზოგიერთ რამეს განსაკუთრებით სწრაფად ვეგუებით და მათი განცდისას
ბედნიერება თანდათან ცვდება. ამ რაღაცეებს „სიამოვნებები“ ვუწოდოთ.
ეს სიამოვნებები ბედნიერების მოზღვავებას იწვევს და გახარებულს, აღელვებულს და მხიარულს გვტოვებს.

სიამოვნებები

  • გასეირნება ამერიკულ მთებზე
  • გემრიელი ნამცხვრის ჩაკბეჩა
  • ქორფა ყვავილების სურნელი
  • ცივი ლუდის ყლუპი, ცხელი ზაფხულის დღეს
  • დილის ყავის პირველი მოსმა
  • საყვარელი ჯგუფის მოსმენა
  • მხიარული ფილმის ყურება
  • ახალ ზეწარზე დაძინება

სიამოვნებები მოკლე-ვადიანი ეფექტით გამოირჩევიან. ის, რასაც მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ არის „დაჯილდოება“. დაჯილდოება არის ქმედება, როდესაც ბედნიერებისათვის რაღაც უნდა გავიღოთ, არა მარტო შევიგრძნოთ ის.

ჩვეულებრივ, დაჯილდოება იმ გამოწვევებზე შეჭიდებაა, რომლებიც ჩვენს ინტერესის აკმაყოფილებს. როცა ასეთ აქტივობებში ვართ ჩართულები, მათ დინებაში ვიკარგებით, ვკარგავთ დროის შეგრძნებას. რაც უფრო ვეფლობით მათში, მით მეტ სიამოვნებას ვიღებთ მისგან.

სიამოვნებები

  • ბაღში საქმიანობა
  • ქსოვა
  • ხატვა
  • ლექსების წერა
  • სპორტის თამაში
  • მედიტაცია

ეს ყველაფერი ჰობებს გავს, და ასეცაა. მაგრამ, მათი სარგებელი გართობის გარდა, ჩვენი განწყობის ამაღლებაშია. ისინი ტოვებენ კვალს, რომელიც არაწარმავალია.

როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ბედნიერების დონეები?

  • ეცდე ყოველდღიურად სხვადასხვა რამეებით მიიღო სიამოვნება.
  • გააკეთე რაიმე, რაც გიყვარს და ძალისხმევას საჭიროებს.
  • იყავი მადლიერი, იმის რაც გაქვს და სხვებს ნუ შეადარებ საკუთარ თავს.

მომზადებულია -ს სტატიის მიხედვით

დატოვე კომენტარი