გზები, ვიბრაციული სიხშირის ასამაღლებლად

ყველაფერი ენერგიაა და გააჩნია საკუთარი ვიბრაცია – იმ სკამიდან დაწყებული, რომელზეც ზიხარ, იმ ფიქრებამდე, რომლებიც გონებაში გიტრიალებს და იმ ფერებამდე, რომლებასაც ხედავ. განსხვავება მათი ვიბრირების სიხშირეშია.

ჩვენზე გავლენას არამარტო საკუთარი ვიბრაციები ახდენენ, არამედ მთელი ჩვენი გარესამყარო, ადამიანები, ადგილები და საგნები. იქედან გამომდინარე, რომ ყველაფერი ენერგიაა, ყველა ვიბრაციას აქვს ჩვენზე ეფექტი, პოზიტიური ან ნეგატიური.

კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ის სიხშირეები, რომლებითაც ვიცხოვრებთ, რადგანაც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენს პერსონალურ ვიბრაციაზე ზემოქმედების ძალა.

რაში გჭირდება პერსონალური ვიბრაციის სიხშირის გაზრდა?

რადგანაც შენი ცხოვრება ფართოვდება, მაშინ როცა უფრო მაღალ ვიბრაციულ სიხშირეზე ხარ.

როდესაც ვიბრაციულ კიბეს მიუყვები, ეს შენ რეალობას ცვლის და შენი ცხოვრება სხვა ახალი არეალებისკენ იწყებს დინებას. ის მოქმედებს ცხოვრების ყველა ასპექტზე, შენი ურთიერთობებიდან და ჯანმრთელობიდან დაწყებული, კარიერით და ფინანსებით დასრულებული.

უეინ დაიერი თავის წიგნში წერს: რაც უფრო მაღალია შენი ენერგია, მეტი შესაძლებლობა გაქვს უგულვებელჰყო დაბალი ენერგიები, რომლებიც გასუსტებენ შენ.

ვფიქრობ, საკმარისი მიზეზები ჩამოვთვალეთ.

თუ სამყაროს საიდუმლოებების ცოდნა გსურს, იფიქრეთ ენერგიის, სიხშირის და ვიბრაციის ჭრილში. – ნიკოლა ტესლა.

აღნიშნულ სკალაზე ნაჩვენებია ვიბრაციის დონეების და ჩვენი ცხოვრების კავშირი. დანარჩენს თქვენც კარგად დაინახავთ.

წარმოგიდგენთ გზებს, რომლებიც დაგეხმარებათ ვიბრაციული სიხშირის ამაღლებაში.

პიროვნება

  1. გამოცადე საკუთარი თავის სიყვარული – შეიყვარე ის, როგორიც არ უნდა იყოს.
  2. აირჩიე მხიარულება – რაც შეიძლება ხშირად.
  3. იცხოვრე აწმყოში – და არა წარსულში ან მომავალში.
  4. შეიყვარე – იცხოვრე გახსნილი გულით.
  5. არ მიეჯაჭვო შენს ფიქრებს.
  6. გააცნობიერე შენი ემოციები – საშუალება მიეცი იდინონ, თუ კვებავ ნეგატივს.
  7. ფოკუსირდი პოზიტივზე.
  8. დაიჯერე – გაუხსენი შენ თავს გზა შესაძლებლობებისკენ.
  9. ნუ მისცემ საშუალებას შენს წარსულს აგიმღვრიოს აწმყო.
  10. პატივი ეცი შენს თავს და გადაწყვეტილებებს.
  11. გამოცადე მადლიერების გრძნობა – იყავი მადლიერი იმისათვის რაც ახლა გაგაჩნია.
  12. გაეცი – საპასუხოს მოლოდინის გარეშე.
  13. იყავი კეთილი და შემბრალებელი.
  14. იყავი მიმტევებელი. (მე-9)

ქმედებები

  1. გაიღიმე – ეს შენი ტვინის ქიმიას წამში ცვლის.
  2. გაიცინე – რაც შეიძლება ხშირად, ეს გაძლევს ენერგიას და გამაჯანსაღებელი უნარი გააჩნია.
  3. დაიძინე – იმდენ ხანს, რამდენიც დასასვენებლად გჭირდება.
  4. ივარჯიშე – აგრძნობინე ცვლილებები შენს ფიზიკურ სხეულსაც.
  5. დაკავდი მედიტაციით.
  6. იოგა – შეუხამე ვარჯიში მედიტაციას და სუნთქვას.
  7. ვიზუალიზაცია – დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ის, რაც გსურს.
  8. წაიღიღინე – საშუალება მიეცი სიტყვების და მელოდიის ძალას ვიბრაცია აგიმაღლოს.
  9. გაწრთვენი შენი ტვინი, იფიქროს ისე, როგორც გსურს.
  10. ხშირად ჩაისუნთქე ღრმად.
  11. გაანებივრე საკუთარი თავი – ეწვიე მასაჟისტს, მიიღე ცხელი აბაზანები, ასიამოვნე საკუთარ თავს.
  12. აკეთე ის რაც გიყვარს.

გარემო

  1. იცხოვრე ლამაზ, ნათელ და სუფთა ადგილას. (საუკეთესო შედეგებისთვის შეგიძლია დაიხმარო ფენ შუისხელოვნება)
  2. ისეთი ადამიანები დაიყენე გვერდით, რომლებიც მხარს გიჭერენ.
  3. ცხოველებთან გაატარე დრო.
  4. ისიამოვნე ბუნებით – რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმე ბუნებაში სეირნობას და მისით ტკბობას.
  5. წყლის პირას ჩამოჯექი – ზღვებს, მდინარეებს და ტბებს განმკურნებელი და ტერაპიული უნარები გააჩნია.
  6. სახლში მცენარეები დარგე. კარგი ენერგიის დინებას უწყობენ ხელს.
  7. იქონიე მაღალ-ვიბრაციული ობიექტები – კრისტალები, ქვები, ქანდაკებები…

ცხოვრების სტილი

  1. იკვებე ჯანსაღად.
  2. დალიე საჭირო რაოდენობის წყალი.
  3. აწარმოე დღიური.
  4. იკითხე ხარისხიანი წიგნები და სტატიები. არასდროს შეწყვიტო სწავლა და ზრდა.
  5. მოუსმინე მუსიკას – მარტივი გზა ენერგიის სწრაფად შესაცვლელად.
  6. უყურე ხარისხიან ფილმებს და სერიალებს – თავი შორს დაიჭირე მეინსტრიმისგან.
  7. გამოერთე – მონახე დროები, როცა თავს შორს დაიჭერ ტექნოლოგიებისაგან.
  8. დაისვენე – უბრალოდ მოეშვი.

დასასრულს

გააცნობიერე ის რაღაცები, რაც შენს ვიბრაციულ სიხშირეზე ახდენენ გავლენას და ეცადე გააკეთო ის ყველაფერი, რაც იმ მომენტში შეგიძლია.

სტატია მომზადებულია inspiregoodvibes.com-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი