გონების ამრევი თეორიები, რომლებიც სამყაროს აღქმას შეგიცვლით

ზოგიერთი რამ, რასაც უდავო ჭეშმარიტებად ვიღებთ, შეიძლება არასწორი აღმნოჩნდეს.

მეცნიერები და ფილოსოფოსები სხვადასხვა თეორიებს აყალიბებენ, რომლებიც სამყაროს გავრცელებული აღქმის შეცვლას ემსახურება.

სოლიფსიზმი

სოლიფსიზმი ფილოსოფიური თეორიაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ცნობიერებაში არსებობს. თავიდან სულელურად ჟღერს, თუმცა, თუ დავფიქრდებით ვერაფერს გადავამოწმებთ ჩვენს ცნობიერს მიღმა.

უბრალოდ დაფიქრდით, თუ რამდენი სიზმარი გინახავთ ცხოვრების განმავლობაში. და მაშინ, რატომ არ შეიძლება ჩვენი მთლიანი ცხოვრება ერთი დიდი, გასაოცარი, ჩახლართული სიზმარი იყოს? ალბათ იტყვით, რომ არიან ადამიანები და საგნები ჩვენს გარშემო, რომლებშიც ეჭვს ვერ შევიტანთ. რადგანაც მათ ვესაუბრებით, ვეხებით, ვუსმენთ, ვგრძნობთ თუ ვაგემოვნებთ. დიახ, და არა. ადამიანები, რომლებიც იღებენ LSD-ს, ამტკიცებენ, რომ შეხება აქვთ ყველაზე დამაჯერებელ ჰალუცინაციებთან. თუმცა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მათი ხილვები “რეალობაა”. სიზმრებმა შესაძლოა შეგრძნებების სიმულაცია გამოიწვიოს. ასე რომ, რასაც ჩვენ აღვიქვამთ ინფორმაციის გადამუშავების შედეგია, რომელიც ტვინის სხვადასხვა სექციებში მიმდინარეობს.

ფენომენალიზმი

საინტერესოა, რა მოსდით საგნებს მაშინ, როცა მათ არ ვუყურებთ. მეცნიერები ამ საკითხს იკვლევენ და ზოგიერთი ერთ დასკვნაზე თანხმდება – ისინი უჩინარდებიან.

ფენომენალიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ საგნები მხოლოდ ჩვენი ცნობიერის გამოვლინებას წარმოადგენენ. ასე რომ, შენი ლეპტოპი მაშინ არ სებობს, როცა იცი ეს და გჯერა მისი არსებობის. თუმცა, როცა მას დაშორდები, ის ქრება, სანამ ვინმე არ იურთიერთქმედებს მასზე. არ არის არსებობა აღქმის გარეშე. ეს არის იდეა, რაზეც დგას ფენომენალიზმი.

მულტისამყაროებრივი თეორია

არსებობს უსასრულო რაოდენობით სამყაროები, რომლებშიც ყველაფერი ისეა როგორც აქ, თუმცა მცირე განსხვავებებით. საქმე რაშია? პარალელურ რეალობაში, შენ შეიძლება მსოფლიოს მეორე კუთხეში ცხოვრობ, ან უკვე ავარიაში დაიღუპე. სხვა სამყაროში არც არასდროს დაბადებულხარ, რადგან შენი მშობლები ერთმანეთს არ შეხვედრიან. შესაძლო ვარიანტები უსასრულოა.

ფიქციური რეალიზმი

სუპერმენი რეალურია. ან შეიძლება სხვა ამბავი აარჩიოთ, თქვენი გემოვნების მიხედვით, შეიძლება ჰარი პოტერის სამყაროა რეალური.

ეს თეორია წინამდებარეს განშტოებას წარმოადგენს. თუ მრავალსამყაროიანი მოდელი სიმართლეა და არსებობს უსასრულო რაოდენობით პარალელური სამყაროები, მაშინ ყველაფერმა სადღაც უნდა იარსებოს. დიახ, შენი საყვაარელი წიგნი, თუ ფილმი ფილმი შეიძლება რომელიღაც პარალელური რეალობის აღწერა იყოს, იმ სამყაროსი, რომელშიც ყველაფერი ისე მოეწყო, რომ დამდგარიყო იმგვარი რეალობა.

ეთერნალიზმი

ეთერნალიზმი ფილოსოფიური თეორიაა, რომელიც ამბობს, რომ დრო მრავალფენოვანია. და დროის ყველა ფენა ერთდროულად არსებობს. რასაც დამკვირვებელი ხედავს, დამოკიდებულია, თუ რომელ ფენას აკვირდება ის.

თუ აღნიშნული თეორია სინამდვილეს შეესაბამება, მომავალი ჩვენს ხელში არ ყოფილა და თავისუფალი ნება მხოლოდ ილუზიაა.

დატოვე კომენტარი