ეს ზოდიაქოს ნიშნები მიუტევებენ, თუმცა არასდროს ივიწყებენ

სტატიაში ვისაუბრებთ იმ ზოდიაქოს ნიშნებზე, რომლებისთვისაც მარტივია პატიება. თუმცა, როცა საქმე დავიწყებას ეხება, ეს მათთვის არაა, ყოველთვის ემახსოვრებათ რაც გააკეთეთ.

  • კურო

კუროს ბრაზი არ აძლევს რაღაცების დავიწყების საშუალებას. ისინი სწრაფად პატიობენ, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება მზად არ იყვნენ ამისათვის. შეიძლება გული ეტკინოთ, თუმცა ისე გააგრძელებენ, თითქოს ყველაფერი რიგზეა.

  • ტყუპები

ტყუპები გაპატიებს და ისე მოიქცევა თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, თუმცა რამდენჯერაც შეხვდები სულ იმაზე იფიქრებს რაც გაუკეთე. შეიძლება წლები გავიდეს და ერთხელაც კამათისას გაგიხსენოს შენი ცოდვები.

  • კირჩხიბი

კირჩხიბი მოსიყვარულე და მზრუნველია. ისინი სუსტები არიან, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება, ამიტომაც ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაპატიონ. თუმცა, ეჭვიანი ბუნების გამო, როცა ურთიერთობა ფუჭდება ძველ წყენას იხსენებენ.

  • მორიელი

მათთვის პატიება არ ნიშნავს, რომ შურისძიება საჭირო აღარაა.

  • მერწყული

მერწყული გაპატიებს და არასდროს გაიხსენებს, როცა საქმე მცირე რამეს ეხება. მაგრამ, თუ რაიმე სერიოზულია, ისინი ვერ ივიწყებენ. მანამ იქნებიან შენგან დისტანციაზე, სანამ შენ დანაშაულს არ გამოასწორებ.

დატოვე კომენტარი