კინიკოსები: ფილოსოფიის ძაღლები

კომფორტი არ ნიშნავს ბედნიერებას. თუ დავფიქრდებით, ყველამ ვიცით ეს. თუმცა, ხშირად ვცდებით და შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენ კომფორტულად ვართ და უბედურები ვართ, ან უარესი: ჩვენ უბედურები ვართ, კომფორტის ძიების გამო.

რამდენ ჩვენგანს აქვს მაღალანაზღაურებადი სამსახური, რომელიც ეზიზღება? ღირს კი, ჩვენი დიდი სახლის ეზოში BMW გვეყენოს, მაშინ როცა დილით საწოლიდან ადგომა გიჭირს, რადგანაც მომავალი დღის გეშინია?

თანამედროვე სამყაროში, ჩვენ შეპყრობილები ვართ ცდუნებით, ხსნა საგნებში ვპოვოთ: ბრენდული ტანსაცმელი, რბილი საწოლები, პრიალა მანქანები, უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორები. ეს ის მატერიალური კომფორტის საგენებია, რომლებიც გვაზარმაცებს და ცრუ კმაყოფილებას გვანიჭებს, იმის გამო, რომ ჩვენ მათსავით ვცხოვრობთ, ვისიც გვშურს.

ჩვენ ყურადღება ღირებული ცხოვრებიდან კომფორტის შემქმნელ რწმენებზე და ჩვევებზე გადაგვაქვს. ჩვენ მარტივად გასავლელ გზას გავსდივართ, თუმცა ამის გამო თავს უკეთ არასდროს ვგრძნობთ. რატომ არ მოვეშვებით იმის კეთებას, რასაც ჩვენგან ელიან?

“სეინფილდის” ერთ-ერთ ეპიზოდში ჯორჯ კონსტანზა წუხს, რომ ყველა გადაწვეტილება, რაც მას მიუღია არასწორი აღმოჩნდა. და ჩივის, რომ მისი ცხოვრება ოპოზიტია იმის, რაც უნდა ყოფილიყო. ის უბედურია, მაშინ როცა, ბედნიერი უნდა ყოფილიყო.

ჯერი სეინფილდი მას ეუბნება, რომ “თუ შენი ყველა ინსტინქტი არასწორია, მაშინ მათი ოპოზიტი სწორი უნდა იყოს.”

ჯორჯი ექსპერიმენტს ატარებს და ყველაფერს იმის საპირისპიროდ კეთებას იწყებს, როგორც ჩვეულებრივ გააკეთებდა. ის ჩვეული ლანჩის ოპოზიტს უკვეთავს. ამ ექსპერიმენტის დაწყების შემდგომ, ხდება ჯაჭვური მოვლენები, რაც ჯორჯს ბედნიერებისკენ უბიძგებს.

ის ერთ ლამაზ ქალს გაეცნობა, რომელიც როგორც აღმოჩნდება იგივე ლანჩს უკვეთავს. იმის ნაცვლად, რომ ქალზე შთაბეჭდილება მოახდინოს, ის ამბობს, “მე ჯორჯი ვარ. უმუშევარი ვარ და მშობლებთან ერთად ვცხოვრობ.” ქალზე ჯორჯის გულწრფელობა შთაბეჭდილებას მოახდენს და მას პაემანზე დათანხმდება. ჯორჯი კომფორტის ზონიდან გამოდის და მოვლენები სწორ გზას პოულობს.

ანტიკურ სამყაროში, ასწლეულების მანძილზე არსებობდა აზრთა სკოლა, რომელიც სტანდარტული აზროვნებას დაუპირისპირდა.

კინიკოსები ჩაეჭიდნენ სიღარიბეს და ფიზიკურ და მენტალურ დისციპლინას. მათ  აბუჩად აიგდეს კომფორტული რწმენები და საზოგადოებრივი ჩვეულებები, საკუთარი უპირატესობის ძებნაში. ბედნიერება, აცხადებდნენ კინიკოსები, შეიძლება ისეთ ადგილას იყოს, სადაც ყველაზე ნაკლებ ელი.

დღეს “ცინიკოსად” ის ადამიანი მოიხსენიება, რომელიც სხვებში ყველაზე ცუდ მხარეს ხედავს. ცინიზმის თანამედროვე დამამცირებელი მნიშვნელობა საფუძველს რომაელ სატირიკოს ლუკიანისგან მოდის, რომელმაც ცრუ კინიკოსები გააკრიტიკა – ისინი, რომელთაც ფილოსოფიური გზა უფასო საჭმლის და თავშესაფრის მოსაპოვებელ ხელსაწყოდ აქციეს. ლუკიანის კრიტიკა კინიკოსებს ერთ ჯამში ხარშავდა, რის შედეგადაც სიტყვამ ნეგატიური მნიშნელობა მიიღო. (ინგლისურად ცინიკოსი და კინიკოსი ერთნაირად იწერება -cynic)

სიტყვის ამგვარი მნიშვნელობის მინიჭება არასწორია, რადგანაც კინიკური სკოლა შესაძლოა ყველაზე პრაქტიკულიცაა. კინიზმის ძირეულმა რწმენებმა და პრაქტიკულმა ხასიათმა სტოიციზმს ჩაუყარა საფუძველი.

ორივე ფილოსოფიური სკოლა რომაელთა სამყაროში აღორძინდა, თუმცა კინიკორების ანტი-თეორიტიკული დამოკიდებულების გამო, მცირე წერილობითი მასალაა, გარდა ყველაზე ცნობილი კინიკოსი პრაქტიკოსების შესანიშნავი იგავების და ანეკდოტებისა. ცნობილი რომაელი სტოიკოსი, ეპიქტეტი, კინინოსებზე აღტაცებით წერდა, რითაც დემონსტრირებას ახდენდა, იმ პატივისცემის, რაც სტოიკოსებს მათზე ძველი სკოლის მიმართ გააჩნდათ.

ძაღლები

ყველაზე ცნობილი კინიკოსი და ფილოსოფოსი, რომელიც სხვების ინსპირაციის სწარო გახდა, იყო დიოგენე სინოპელი. დიოგენე დაახლოებით ძვ.წ. 404 წელს დაიბადა და ზრდასრულ ასაკში ათენსა და კორინთიაში ცხოვრობდა.

κυνικός – ბერძნულად ძაღლის მსგავსს ნიშნავს, და სიტყვა კინიკოსიც მისგან წარმოიშვა. დიოგენეს ბევრ ანეკტოტში საუბარია მის ძაღლთან მიმსგავსებულ ქმედებებზე. არისტოტელემაც კი, თავის წიგნ “რიტორიკაში” დიოგენე მოიხსენია, როგორც “ძაღლი”.

მეტსახელი, რომლის ახსნასაც არისტოტელე არ აპირებდა, დიოგენეს მიეკერებოდა. რომელიც, ამ პერიოდის ათენში საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო. ვიღაცისთვის ძაღლის დაძახება მაშინაც შეურაცხყოფად ითვლებოდა, როგორც დღეს.

დიოგენემ პოზიტიურ ჭრილში მიისაკუთრა ზედმეტსახელი. ფილოსოფოსი პატივს სცემდა ძაღლების ურცხვობას. ძაღლებს გააჩნდათ იმის ჩვენების გულწრფელობა, რა მოწონდათ და რა არა, სიცოცხლეს მცირე საკვებით ახერხებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ. ძაღლები სრულად აწმყოში ცხოვრობენ და თავისუფლები არიან საკუთარი სტატუსის და ქონების გამო გაჩენილი შიშებისაგან, რაც ადამიანებს ძილს უფრთხობს. დიოგენე ასაბუთებდა, რომ ათენის უსახლკარო ძაღლები ნათელი მაგალითი იყო იმის, რომ ბუნებაში ცხოვრება საკმარისი იყო ბედნიერებისთვის.

დიოგენეს ფილოსოფიით ინსპირირებული კინიკოსები ქუჩაში ცხოვრობდნენ, მხოლოდ უხეში მოსასხამი ემოსათ – არა ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი. ცხოვრობდნენ მხოლოდ მარცვლეულით და წყალს ნატურალური წყაროებიდან სხვამდნენ. მოცალეობას ხანგრძლივი სეირნობებით, დისკუსიებით და მზეზე გარუჯვით კლავდნენ.

კინიკიზმი იყო პრაქტიკული ფილოსოფია და არა თეორიული. კინიკური გზა სოკრატეს ინტელექტუალურ ინოვაციებს ეფუძნებოდა. მისი მიზანი უბრალოდ ბედნიერების (“eudaimonia”) პოვნა იყო. კინიკური ფილოსოფიის მიხედვით ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრება ბედნიერების გარანტია. ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრებას ისინი უპირატესობად მოისაზრებდნენ.

ბუნების მიხედვით ცხოვრება მოიაზრებდა ურცხვობას, თვით-კმარობას, და ყველაფერზე მაღლა თავისუფლად ცხოვრებას. ძველ საბერძნეთში მოქალაქეები, როგორც წესი აქტიურად ერთვებოდნენ მმართველობით და ქალაქის დამცველობით საქმეებში. კინიკოსები აღიარებულ საზღვრებს გაემიჯნენ და საკუთარი თავი “მსოფლიოს მოქალაქეებად” გამოაცხადეს. (სწორედ აქედან მივიღეთ სიტყვა “კოსმოპოლიტი”: პოლის – ქალაქი და კოსმოს – მსოფლიო ან სამყარო).

ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრება მიღებულ საზღვრებს სცდებოდა. ის შეურაცხყოფდა სტანდარტულ საზოგადოებრივ ფასეულობებს. ანტიკური ბერძნები პატრიოტიზმს ძალიან სერიოზულად უდგებოდნენ. ქალაქები, როგორებიც ათენი და სპარტა იყო, დიდებისა და სიმდიდრისკენ მიისწრაფოდა, გამუდმებულ შეჯიბრში იყვნენ, რაც ხშირად ომით სრულდებოდა.

კინიკოსი დაქორწინებული წყვილი. კრატესი და ჰიპარქია. დეტალი ანტიკური კედლის მხატვრობიდან.

კინიკოსების სიტყვის თავისუფლების იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ესაუბრად ის, რაც რეალურად იყო. ალბათ გსმენია ცნობილი ანეკდოტი, რომ ალექსანდრე დიდი, რომელიც დიოგენეს ისტორიებით მოიხიბლა, მას სტუმრად ეწვია, მაშინ როცა დიოგენე მზის აბაზანას იღებდა. ალექსანდრემ – რომელიც მაშინ მაკედონიის სამეფოს პრინცი იყო – დიოგენეს პირობა მისცა, რომ შეუსრულებდა ნებისმიერ სურვილს, რაც მის ძალებს არ აღემატებოდა.

დიოგენემ, რომელიც ვერ აღაფრთოვანა მდიდარი და ძალაუფლებიანი ახალგაზრდის სტუმრობამ, ალექსანდრეს სთხოვა გაწეულიყო, რათა მზე არ დაეჩრდილა. დიოგენეს პასუხის სიბრძნემ ალექსანდრე აღაფრთოვანა და შეკრებილ ბრბოს უთხრა, რომ ალექსანდრე რომ არ ყოფილიყო, ის დიოგენედ ყოფნას ისურვებდა. დიოგენესგან კი პასუხად მიიღო, რომ დიოგენე, რომ არ ყოფილიყო, ის კვლავ დიოგენედ ყოფნას ისურვებდა.

დიოგენე არ იყო დაუდევარი და არც განზრახ იქცეოდა ამპარტავნულად. კინიკოსები ყველა ადამიანს თანასწორად აღიქვამდნენ. და ფიქრობდნენ, რომ ყველას ერთნაირი მიუკერძოებლობით უნდა დალაპარაკებოდნენ. ძვირფასი ტანსაცმლის და მაღალი რეპუტაციის მიღმა, ადამიანები ერთ დონეზე დგანან.

…სტატიას ექნება გაგრძელება

Original Source: Medium.com

Author: Steven Gambardella

გამოიწერე
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა