მაისის ტაროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

“მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მინდა გამოვხატო მადლიერება თქვენგან წამოსული დაინტერესებისთვის, დადებითი შეფასებებისთვის და ბევრი თქვენთაგანის თხოვნით, კვლავ გთავაზობთ მაისი თვის ტაროლოგიურ პროგნოზებს, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მაქამდე კი შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის უნდა მომმართოთ შემდეგ ლინკზე :

https://www.facebook.com/demimonde.tarot13/

ასევე, გთავაზობთ ჩემს მიერ შექმნილ ჯგუფსაც, რომელიც დაგეხმარებათ მეტი ინფრომაციის გაგებაში ტაროლოგიაზე:

https://www.facebook.com/groups/167822314470685/?source_id=1675836465836860

მაშ ასე, დავიწყოთ :

♈ვერძი: ვერძების ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაზე შექმნილი ვითარებები საკმაოდ ნეგატიურად აისახა, ბევრი მათგანი პირდაპირი მნიშვნელობით გარიყულად, უსაქმოდ გრძნობს თავს, თუმცა ამავდროულად ეს მდგომარეობა სასარგებლოცაა საკუთარი თავის შესაცნობად და ახალ ამპლუაში სანახავად, შეიძლება ბევრი ფარული უნარი აღმოაჩინოთ თქვენს თავში, მიიღოთ დაფარული ცოდნა და შემდეგ, ახალი შემართებითა და ძალისხმევით დაუბრუნდეთ თქვენს საყვარელ ცხოვრების სწრაფ ტემპს.

 

♉კურო: კუროები როგორც ჩანს წარმატებით ინარჩუნებენ /  შეინარჩუნებენ განწყობას, მუხტს, ენერგიას და ჩაკეტილ სიტუაციაშიც კი იპოვიან ისეთ საქმეს, რომელიც საინტერესოდ გააყვანინებს დროს, ამ ნიშნის წარმომადგენელებისთვის არაა მთავარი ასობით ადამიანთან ერთდროულად ურთიერთობის ქონდა, ისინი ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, თუნდაც ვიწრო წრეშიც, იკმაყოფილებენ თავიანთ სოციალურ მოთხოვნილებებს. თუმცა რჩევაა, მაინც სიფრთხილით მოეკიდოთ ურთიერთობებს, გაითვალისწინეთ რომ ყველა თავს კარგად არ გრძნობს ამ პერიოდში და ამის გამო ნუ შექმნით კომფლიქტებს, მოერიდეთ დაძაბულობას, ჩხუბს და გაუგებრობებს.

 

♊ტყუპები: ტყუპებისთვის მაისის თვე ისეთივე ცვალებადი იქნება, როგორებიც თავად არიან, თითქოს ამ თვეში ორ საპირისპირო მუხტს ატარებენ, რაღაც მომენტში იქნებიან ძალიან მეგობრულები, პოზიტიურები და მეორე მომენტში უკვე წინ წამოიწევს აგრესიული მუხტები, გაღიზიანებულები იქნებიან მიზეზიანად თუ უმიზეზოდ, იქამდე, სანამ ისევ არ შეეცვლებათ ხასიათი და დაუბრუნდებიან პირველად მდგომარეობას.

 

♋კირჩხიბი: კირჩხიბი მაისის თვეში ბოლომდე ორიენტირებული იქნება ოჯახურ საზრუნავებზე, წინ წამოიწევს მათი მზრუნველობითი, დედობრივი, ფემინური მხარე, საკმაოდ ნაყოფიერი თვე იქნება შემოქმედობითობის თვალსაზრისით, თუმცა სამაგიეროდ, ფრთხილად უნდა იყოთ ურთიერთობებში, იქნება ეს მეგობრული თუ სასიყვარულო სახის, მოუსმინეთ და ენდეთ  თქვენს შინაგან ხმას.

 

♌ლომი: ლომებისთვისაც თვე საკმაოდ კონფლიქტური და მტრული იქნება, შეიძლება მოგიწიოთ კონკურენცია, ბრძოლა, შეჯიბრი, საკუთარი უპირატესობების დამტკიცება, ასევე მოგიწიოთ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება.

 

♍ქალწული: ქალწულების განწყობაზე და  ხასიათზე ბევრი გარე ფაქტორი იმოქმედებს მაისის თვეში, ბევრი წინაღობები და დაბრკოლებები გექნებათ, ასევე, მატერიალური სახისაც, თუმცა უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალურად პრაგმატულად მიუდგეთ საკითხებს და სტაბილური განწყობა შეინარჩუნოთ, ეს იმოქმედებს თქვენს მდგომარეობაზეც.

 

♎სასწორი:  მაისის თვე სასწორებისთვის შეიძლება დეპრესიული იყოს, განწყობა და შემოქმედებითობა დაგიქვეითდეთ, ასევე  ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასთან,  ეცადეთ ნეგატიური აზრები ფიქრის დასაწყისშივე მოსპოთ და არ აყვეთ უსიამოვნო განცდებს,  დარდს, დაკავდით მაქსიმალურად და ნუ იქნებით უქმად.

 

♏მორიელი:  მორიელებისთვის მაისის თვე კარგი დრო იქნება ახალი იდეების და საქმის წამოწყებისთვის, კრიზისი რა თქმა უნდა, მათაც შეეხებათ, ძირითადად მატერიალური თვალსაზრისით, თუმცა ეს პირიქით, ხელს შეუწყობს მათ მოტივაციას და აიძულებს ამ ნიშნის წარმომადგენლებს რომ ხელდაკრეფილნი არ იჯდნენ, მოკლედ შეძლებენ მოერგონ გარემოებებს

 

♐მშვილდოსანი: მშვიდოსნები მაისის თვეში ბევრი ჯანსაღი გამოწვევის წინაშე დადგებიან, ეს თვე ბევრი მათგანისთვის შეიძლება იყოს სიახლეების თვე, ბევრ ახალ წამოწყებას ჩაეყრება საფუძველი, რამდენად წარმატებულად თუ წარუმატებლად ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორც იტყვიან, ცდა ბედის მონახევრეაო..

 

♑თხის რქა : თხის რქებისთვის მაისის თვე სასიამოვნო, სტაბილური და წარმატებული იქნება, შექმნილ დაბრკოლებებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადალახევენ, რაშიც დაეხმარებათ თავიანთი წინადახედულობა. ძირითადად, სამართლიანად მიიღებენ იმას, რასაც დაიმსახურებენ.

 

♒მერწყული : მერწყულებს მაისის თვეში შეიძლება ბევრი გადადებული და დაუსრულებელი საქმეები ამოუტივტივდეთ, დიდად სახარბიელო არც მათი ემოციური მდგომარეობა იქნება, თუმცა სისტემატიური მუშაობით და მოქმედებებით შეძლებთ დაგროვილი საქმეების მოგვარებას, რაც შემდეგ თქვენს მდგომარეობასაც უკეთესობისკენ შეცვლის, ეცადეთ ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ გარშემომყოფებთან.

 

♓თევზები: ერთი შეხედვით, თევზები ძირითადად ერთ ეტაპზე იქნებიან გაჩერებულები, თუმცა კარგი პერიოდია რეფლექსიისთვის, გეგმების დასასახად, საკუთარი მიმართულების საპოვნელად, იმის გასაგებად თუ რა გინდათ და როგორ მიაღწიოთ სასურველს. ძითადადად, მაისის თვე თევზებისთვის სწორედ რაღაცეების გადაფასებას დაეთმობა, ფიქრს.

დატოვე კომენტარი