მარადისობის კარიბჭე

მე ის ვარ, ვისი ცხოვრებაც დაუსრულებელი რომანიდან უმოწყალოდ ამოგლეჯილი ფურცელივით უსარგებლოდ იქცა და სულში გაჩენილ მელნის აბლაბუდებში ნესტარმომტვრეული ფუტკარივით გაიხლართა. მეფე, რომელმაც შხამად შესვა თვისი ტრიუმფი და ვერ შეიცნო იმ ბრილიანტის ბეჭედში, ნეკა თითზე რომ შეუბამს განგებას მისთვის, ბრილიანტის ქვის ქვეშვე დაუმალავს შხამად სიკვდილი. მაგრამ რა ვუყოთ, რომ არ ვყოფილვარ მეფედ დაბადებული, ტახტი და გვირგვინი ქვა და ლოდი ყოფილა ჩემთვის. ვომობდი, რადგან ვერ ავიტანდი მეომრებს შორის უომრად ყოფნას, არა იმიტომ, რომ საომარი მქონდა რაიმე. და არც მინდოდა გამარჯვება, ფასი არ ჰქონდა ჩემთვის დიდებას, მე მხოლოდ ფასკუნჯის ფრთებზე სამუდამო ბინის დადება მსურდა, რათა მომევლო სამყარო ადამიანის და სამყარო ღმერთის და მივსულიყავი ღმერთთან და ღმერთს ეთქვა ჩემთვის არა მაქვსო აქ შენთვის ბინა და მეც წუთშესვენებით ბროლის კარიბჭესთან იქვე, ღრუბელზე ჩამოვჯდებოდი, კაბის კალთიდან ჩამოვიწმენდდი მტვერს, ვარკსვლავებმა რომ მომაყარეს კოსმიურ ველზე და ვეტყოდი, ბატონო ჩემო, მე ადგილი არა მსურს თქვენი, ვიცი ღირსი არა ვარ, დიდი დრამატურგის დარბაზში მწკრივ რიგში ვიჯდე, მე უბრალოდ მინდა ვიყო ფოსტალიონი, ცასა და მიწას შორის ბილეთებს ვცვლიდე. გაიკვირვებდა ღმერთი, ღვთიურ შუბლზე გაუჩნდებოდა ნაოჭი ბავშვის, დაამღერებდა შროშანის ბაგეს და სიმღერად სიმფონიას ჩამცემდა გულში. წამოვიდოდი ბნელი, უსახური ფურცელი ვარდის, სულ პირველი რომ ჭკნება უცხო ლარნაკში და გაუწყრება პატრონი მისი, რად გამოდექიო უმადური, ტკბობას არ მაცდი. ჩაიცინებდა პატრონის მუჭში მომწყვდეული მჭკნარი ფურცელი, მობეზრებული ნივთების სასაფლაოზე დასამარხად გამზადებული და იტყოდა მწარედ, მაგრამ ჩუმად თავისთვის, სიცოცხლე წამართვეს და მერე მომკლეს, უსიცოცხლოდ რომ ვერ გავძელი.

მაგრამ რა ვუყოთ, რომ არც მეფე ვარ, არც გუშაგი, არც მსტოვარი, არც მასხარა და არც მელექსე, მოგზაური ვარ მხოლოდ, წრეზე მავალი. რა ხანია ღმერთის მაღალი თვალისაგან მივიწყებული კენჭი მდაბალი, განგების ძალით ოკეანეში გადასროლილი. და თუმც მეჯერა, რომ ოკეანე მომატარებდა სამყაროს კიდეთ, დღემდე მხოლოდ ძველ ნაპირებზე მისვრის ტალღები. რომ მგონია, გამიტაცა მძლავრმა დინებამ და საცაა ვეზიარო მარადიულ თვითმყოფადობას, მაშინვე გამცრის ჰაერშივე შეყინული ზურგის ქარი, თან მავნებლურად გამიღიმებს და მეტყვის, რაო მეზღვაურო, შენ გეგონა იპოვნეო გზა წინ მავალი, მაგრამ შენს სამარედ იქცა შენი აკვანი. ჰო, რა ვუყოთ, რომ ვყოფილვარ მე მეზღვაური, ათი ათასჯერ შელეწილი გემის აფრებით და თუმც შევფიცე ჩემი სულიდან ამოვარდნილ ბედის ქარიშხალს, ოღონდაც ახლა გამიყვანე ოკეანეში და ნუ დამილეწ ძვლებს სხეულისას, ღუზას მოვიგლეჯ უმალ გულიდან და აღარასდროს შევჩერდები არც ერთ ნაპირთან, არც სიყვარულის, არც სიმდიდრის და არც დიდების. მაგრამ ვერ შევასრულე ჩემი პირობა, რადგან ღუზამ რომ ვერ იპოვა სასვენებელი, ჩემს გულშივე გადაწყვიტა დასამარება და მას შემდეგ ვეშაპების მორევში ვზივარ, სულზე კი მაწევს მძიმე ლოდივით, ვერდაპყრობილი მარადისობა.

ანო ტვილდიანი

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x
eskisehir escort - mersin eskort - sultanbet - dinamobet - Benjabet - Anadolucasino giriş -
Klasbahis güncel giriş
-
Dumanbet giriş
- cratosslot -

Bets10 sorunsuz giriş adresi

- www.mersindugun.com