მძიმე მეტალის მოსმენა უფრო მშვიდს გხდის

ქვინსლენდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ექსტრიმ მუსიკა (მათ შორის მძიმე მეტალი) პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებიც განიცდიან ბრაზს.

ქვინსლენდის უნივერსიტეტის სტუდენტები Leah Sharman და Dr. Genevieve Dingle ამტკიცებენ, რომ მძიმე მუსიკა მსმენელს ინსირირებას უკეთებს და ამშვიდებს.

“ჩვენ დავადგინეთ, რომ მუსიკა არეგულირებს მოწყენილობას და ზრდის პოზიტიურ ემოციებს.” – ამბობს შარმანი. “ის ვინც ბრაზს განიცდის, ისეთი მუსიკას ეძებს, რომელიც მის ხასიათს შეესაბამება. ექსტრიმ მუსიკა მათი შინაგანი დემონების გამოთავისუფლებას ახდენს და ამშვიდებს ინდივიდებს.”

“შედეგები აჩვენებს, რომ მტრობის, გაღიზიანების და სტრესის დონეები მცირდება, მას შემდეგ, რაც მუსიკის აქტიური მსმენელები ხდებიან. ყველაზე საგრძნობი კი ინსპირაციის დონის მატებაა.”

“კვლევა ადასტურებს, რომ ექსტრიმ მუსიკის მოსმენა ბრაზიან მსმენელებს არ უზრდის ბრაზის დონეს. მეტალის მოსმენა ბრაზის გადამუშავების ჯანსაღ გზად შეიძლება იქცეს.”

კვლევისას დაკვირვება წარმოებდა 18-დან 34 წლამდე 39 მეტალის რეგულარულად მსმენელი.

ექსპერიმენტის მონაწილეებს თავად უნდა აერჩიათ მოსასმენი ფლეილისტი, როგორც წესი ისინი არჩევდნენ მუსიკას, რომელიც შეიცავდა ტექსტებს აგრესიის, ძალადობის და ბრაზის შესახებ. ასევე იყო დეპრესიული და მოწყენილი ტექსტებითან.

მსმენელები მუსიკით საკუთარი თავის რეგულირებას ახდენდნენ, იმ გრძნობების და ემოციების მიხედვით, რაც გააჩნდათ.

დატოვე კომენტარი