ნეგატიური ენერგიის გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე

ნეგატიურ ენერგიას შეუძლია დაგანგრიოს, რაც უფრო ღრმად მოექცევი მის კლანჭებში უფრო გაგიჭირდება თავის დაღწევა.

ნეგატიურ ენერგიას უდიდესი ძალა აქვს, თუ მას მივიღებთ, გამოგვფიტავს, გვეგონება, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია, რაც გარშემო ხდება და ვეღარ შევძლებთ სინათლის დანახვას. ნეგატივი მარტივად გვეუფლება, ამიტომ საჭიროა გამუდმებით ვმუშაობდეთ პოზიტიური ენერგიის მოსაზიდად.

თუ ნეგატივს თავის ნებაზე მივუშვებთ, ამით უბრალოდ გავაუარესებთ მდგომარეობას. ქვემოთ წარმოდგენილია ის გზები, რომლებითაც ნეგატიური ენერგია გვებრძვის:

  • ნეგატიური ენერგია ნეგატიურ ფიქრებს აღძრავს

ნეგატიური ენერგია საშუალებას არ გვაძლევს ვიფიქროთ პოზიტიურად. ასეთ დროს საკუთარ თავთან ბევრი მუშაობაა საჭირო პოზიტივის დასაბრუნებლად. გამუდმებით ცუდ რამეებზე ფიქრობ და მოვლენების მხოლოდ უარყოფით მხარეებს ამჩნევ. დაიჭირე მთლიანი მოსული ნეგატივი და შემდეგ გაათავისუფლე ის. ნუ მიცემთ უფლებას ნეგატივს დაგეუფლოთ.

  • ნეგატიურ ენერგიას ცუდი იღბალი მოაქვს

როცა ჩვენს სამყაროს ნეგატიური ენერგია მართავს ვერაფრის დასრულება ვერ ხერხდება. ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი ცუდი ხდება, რაც შეიძლება მომხდარიყო. მთელი სამყარო ნაწილებად იშლება…

  • ნეგატიური ენერგია განსჯის უნარს გვიქვეითებს

როცა ნეგატიური ენერგია გვმართავს, ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვაზარალებს. ნეგატიურ ენერგიას არ სურს წარმატებულები ვიყოთ.

  • ნეგატიური ენერგია მეტად ემოციურს გვხდის

როცა ჩვენზე ბევრი ნეგატიური ენერგია მოქმედებს, მეტად ემოციურები ვხდებით. ბოლოს კი შეიძლება ისეთი რაღაცები ვთქვათ, რასაც სხვა შემთხვევაში არ ვიტყოდით.

  • ნეგატიური ენერგია გვახრჩობს

თითქოს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. ყველაზე მცირე რაღაცებმაც კი შეიძლება ცრემლებამდე მიგიყვანოს.

ნეგატიური ენერგიის მოსაცილებლად, ბევრი მუშაობაა საჭირო საკუთარ თავთან. უნდა ვეცადოთ პოზიტიური ენერგიის მობილიზება. ვინაიდან პროცესი რთულია, მცირე ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ წინსვლა. თუ რაიმე, ან ვინმე უკან გვხევს, უბრალოდ მოვიშოროთ ის.

როგორ მოვიზიდოთ პოზიტიური ენერგია?

დატოვე კომენტარი