პროდუქტიულობის გაკვეთილები ანტიკური ფილოსოფოსებისგან

ნუ ეცდები მეტის გაკეთებას

ფრთხილად იყავი დატვირთული ცხოვრების უნაყოფობასთან. – სოკრატე.

აღმოსავლური ფილოსოფიის დამფუძნებელი თვლიდა, რომ მარტივია ცხოვრების უსარგებლო დავალებებით ავსება.

რა ხდება მას შემდეგ, რას ამას აკეთებ? მუდმივად დაკავებულობა, იწვევს არაპროდუქტიულობას. საბოლოოდ კი – გამოდის რომ, აკეთებ ბევრ რამეს, საშუალო დონეზე. ამის ნაცვლად, სჯობს რამდენიმე მნიშვნელოვანზე ფოკუსირდე.

ნუ აიღებ მეტ დავალებებს და ვალდებულებებს. ხშირად გვსურს ცხოვრებისგან მაქსიმალურის მიღება. თუმცა ეს ბევრი რამეების კეთებაში არ გამოიხატება.

ასე რომ, ამ თემის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია გავიაზროთ – პროდუქტიულობა არ განისაზღვრება ბევრი რამის კეთებით, არამედ რაღაცის უფრო მცირე დროში გაკეთებით.

თუ სიმშვიდეს ეძებ, ნაკლები გააკეთე. ან (უფრო სწორად რომ ვთქვათ) გააკეთე ის რაც აუცილებელია. გააკეთე ნაკლები, უკეთესად. რადგანაც, უმეტესი რამ, რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ, საჭირო არაა. თუ ამისგან გათავისუფლებას შეძლებ, შენ იპოვი სიმშვიდეს. – მარკუს ავრელიუსი.

შეასრულე 3-4 მნიშვნელოვანი დავალება ყოველდღიურად

სჯობს მცირედი კარგად შესრულებული, არასრულყოფილად შესრულებულ დიდ საქმეს. – პლატონი.

დრო პარადოქსული კონცეფციაა. ცხოვრება ხანგრძლივია. თუმცა, ჩვენი დღეები ხანმოკლე. ცხოვრების მანძილზე ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია, დღის განმავლობაში კი ცოტა რამის.

მას შემდეგ, რაც ამას გააცნობიერებ, აღარ შეეცდები ერთ ჩვეულებრივ დღეში შეუძლებელის გაკეთებას. მარტივად შეხედე. მიაღწიე მცირე პროგრესს ყოველდღიურად. გააკეთე მხოლოდ 3-4 მნიშვნელოვანი დავალება ყოველ დღე, რომლებიც პირდაპირ კავშირში იქნება შენი ცხოვრების მიზანთან.

თუ მკაფიო მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში, სამყაროს დასასრული ნამდვილად არაა. გამოიმუშავე უნივერსალური კონცეფცია, თვით-განვითარების, სიხარულის, ურთიერთობების გაუმჯობესების. გახდი შენი თავის საუკეთესო ვერსია.

ისიამოვნე სამუშაოთი

საქმით ტკბობა, ნამუშევარს სისრულეს ანიჭებს. – არისტოტელე.

დაისახე მიზნები. თუმცა მათკენ დაბრმავებული ნუ წახვალ. ყურადღება მიაქცია მიზნისკენ გზაზე გაწეულ სამუშაოს.

მარტივია წარმოვიდგინოთ, თუ რისი გაკეთება გვსურს მომავალში. თუმცა, ამას გონება არასწორი გზით მიჰყავს. ჩვენ მსხვერპლად ვწირავთ დღევანდელობას, ჩვენი მომავლისთვის. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მძიმე შრომა გიწევს დღეს, ნუ მიიღებ მას, როგორც მსხვერპლს.

შეიმოწმე ეგო

ნურც დაადანაშაულებ და ნურც შეაქებ საკუთარ თავს. – პლუტარქე.

როგორც ცნობილმა რომაელმა ბიოგრაფმა პლუტარქემ მიხვდა, ეგოს უყვარს შექება და უყვარს გაკიცხცვა. ფაქტობრივად, ეგოს უყვარს ნებისმიერი სახის ყურადღება.

ყოველთვის უარი თქვი საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანია გააცნობიერო, რომ შენ გაგაჩნია ეგო. ადამიანების უმეტესობა ისე ცხოვრობს, ვერც აანალიზებს, რომ მათი ეგო, აზარალებს მათ მუშაობას.

როდესაც შენ თავს გამუდმებით ადანაშაულებ , როცა რამე არ გამოდის, შენი თავი შეგძულდება – და შეგძულდება სხვა ყველაც. თუ პირიქით იქცევი, შენი თავი არაჯანსარად გეყვარება. სხვანაირად რომ ვთქვათ ნარცისიზმი შეგიპყრობს. მცირეოდენი არასდროსაა მტკივნეული.

თუმცა როცა ზედმეტი მოგდის, შენ სწირავ სამუშაოს ხარისხს. ნურც დაადანაშაულებ და ნურც ადიდებ საკუტარ თავს, იზეიმე პროცესი და არა შედეგი.

განაგრძე წინსვლა

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ნელა მიდიხარ, სანამ არ გაჩერდები. – ცონფუცი

ერთ არაპროდუქტიულ დღეს შეუძლია მიზნისკენ მიმავალ გზაზე თვეებით უკან დაგხიოს.

მაშინაც კი, როცა ისვენებ გააკეთე რაიმე სასარგებლო, რაც შენ მიზანს გამოადგება. წაიკითხე წიგნი, ივარჯიშე, ჩანაწერები გააკეთე.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მცირეა შენი ძალისხმევა, განაგრძე მოძრაობა და მოეშვი არაფრის კეთებას.

დაეყრდენი სისტემას

დიდებული ქმედებას მცირე მოქმედებები ქმნის. – ლაო ცუ.

მიუხედავად იმისა, გვიფიქრია თუ არა ამაზე, ყველაფერი რასაც ვაკეთებთ სისტემის ნაწილია. პირველი რამ რასაც გაღვიძებისას აკეთებ, რას აკეთებ სამუშაოს დაწყებისას, რამდენ ხანს მუშაობ, სად მუშაობ, რას ჭამ, მუშაობ თუ არა და ასე შემდეგ.

შენი ყველა მცირე მოქმედება შენი ცხოვრების სისტემას ქმნის. რასაც დიდ შედეგებამდე მივყავართ: მეტი სიხარული, უკეთესი ჯანმრთელობა, სიმდიდრე – ეს ყველაფერი შენი სისტემის შედეგებია.

ასე რომ, თუ პროდუქტიული სისტემა არ გაგაჩნია, შექმენი. როგორც ლაო ცუ ამბობს, მცირე ქმედებებზე იფიქრე. მცირე რამეებს, დიდ რამეებთან მივყავართ. შენზეა დამოკიდებული, თუ რომელ დიდებულ რამეს მიიღებ.

მომზადებულია Darius Foroux-ის სტატიის მიხედვით.

დატოვე კომენტარი