ჟოზე სარამაგუს ცხოვრებისეული გამონათქვამები

  1. თუ დღეს გულწრფელად ვაკეთებ, რა მნიშვნელობა აქვს ვინანებ თუ არა ხვალ.
  2. ადამიანისთვის სიტყვები საკუთარი ფიქრების დასამალავად არ მიუციათ.
  3. ჩვენში, არის რაღაც, რასაც სახელი არ აქვს, ეს რაღაც ვართ ჩვენ.
  4. არ ვფიქრობ, რომ დავბრმავდით. ვფიქრობ, რომ ბრმები ვართ, თუმცა ვხედავთ. ბრმები, ვისაც შეუძლია ხედავდეს, მაგრამ არ ხედავს.
  5. რთული სხვებთან ერთად ცხოვრება არაა, რთულია მათი გაგება.
  6. სიტყვებს ვიყენებთ, რათა ერთმანეთს გავუგოთ, ზოგჯერ კი იმისთვის, რომ ვიპოვოთ ერთმანეთი.
  7. მაპატიე, თუ, რაც შენთვის მცირედი ჩანს, ჩემთვის ყველაფერია.
  8. იქნებ, მხოლოდ ბრმების ქვეყანაშია ყველაფერი ისეთი, როგორიც რეალურადაა.
  9. ყველა კაცი ერთნაირია. ისინი ფიქრობენ, რომ რადგანაც ქალის მუცლიდან მოდიან, ყველაფერი იციან ქალებზე, რაც საჭიროა.
  10. შენი შეკითხვები არასწორია, თუ უკვე იცი მათზე პასუხი.
  11. შენ იცი სახელი, რომელიც გიბოძეს, თუმცა არ იცი სახელი, რომელიც რეალურად გაქვს.
  12. …გრძნობების შემთხვევაში, მეტისმეტი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ზედმეტად ცოტა.
  13. მოწონება ალბათ მფლობელობის საუკეთესო ფორმაა, მფლობელობა კი ყველაზე ცუდი ფორმა მოწონების.
  14. როცა ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებულია, ერთი რამაა ცხადი, ყველა ცხოვრება მათი დროის გასვლამდე მთავრდება.
  15. როგორც ჩემი კატა იტყოდა, ძილისთვის ყველა საათი კარგია.
  16. სიკვდილიც კი, არჩევანის წინაშე რომ ყოფილიყო სიცოცხლეს აირჩევდა.
  17. ერთადერთი რამ, რაც სიბრმავეზე უარესია, იყო ერთადერთი ვინც ხედავს.
  18. თუ შენ წიგნს არ დაწერ, შენთვის ამას არავინ გააკეთებს. შენ ცხოვრებას არავინ იცხოვრებს.
  19. ჩვენი ღმერთი, სამოთხის და ჯოჯოხეთის შემქმნელი, სრულებით შეშლილია.
  20. ისევე როგორც ყველაფერს ამ ცხოვრებაში, მიეცი დროს საშუალება თავისი კურსით იდინოს და ის მონახავს გამოსავალს.
დატოვე კომენტარი