რას ამბობს დომინანტი პლანეტა შენს შესახებ?

პირადი რუკის გაგება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუ მართლა გსურს შენ შესახებ მეტი შეიტყო, უნდა გაიგო ბევრი რამ, შენი ასტროლოგიური ნიშნის გარდა.
შენი დომინანტი პლანეტა უკეთ გამოხატავს შენს პიროვნებას, ვიდრე ასტროლოგიური ნიშანი. დომინანტი პლანეტა გამოითვლება ნატალური რუკის ელემენტების სინთეზის შედეგად და ნატალური რუკის ყველაზე მძლავრი კომპონენტია.
ზოდიაქოს ნიშნებზე დაფუძნებული ასტროლოგია გასართობი მიზნით იქნა შემოთანილი გაზეთების მიერ და არააქვს დიდი კავშირი რეალური ასტროლოგიასთან. რადგან პიროვნების ანალიზი ეფუძნება მთლიანად ნატალური რუკის განხილვას, პლანეტების განლაგების, სახლების და ასპექტების გაცნობიერებას.
ნატალურ რუკაში არსებული ყველა ელემენტი ჩვენი პიროვნების შესახებ განუსაზღვრელ ინფორმაციას გვაწვდის, ისევე როგორც გენეტიკური კოდი. იმის გამო, რომ არც ასტროლოგია და არც გენეტიკა ზუსტი მეცნიერებები არაა ნატალურ რუკაში ამოკითხული ინფორმაცია ფართო სპექტრით შეიძლება გავიგოთ. პირადი რუკა საშუალებას გვაძლევს უფრო უკეთ გავიცნოთ ჩვენში ჩადებული შესაძლებლობები, მისწრაფებები, შესაძლებლობები და გავიმარტივოთ ცხოვრების გზა.
დომინანტ პლანეტას რომ ისეთივე პოპულარობა ჰქონოდა, როგორც დღეს ზოდიაქოს ნიშანს აქვს, უფრო ზუსტი გამოთვლა მოხდებოდა პიროვნების. მიუხედავათ იმისა, რომ ზოდიაქოს ნიშანს გამოთვლის გარეშე ვგებულობთ, ის მაინც ვერ გვაძლევს დიდ ინფორმაციას ჩვენს შესახებ.
დღეს, როცა ყველას გვაქვს ინტერნეტთან წვდომა და ვიცით ჩვენი დაბადების ზუსტი დრო, აღარ გვჭირდება ასტროლოგთან ვიზიტი, იმისათვის, რომ ჩვენი დომინანტი პლანეტა გავიცნოთ. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ “მე ვარ მორიელი”, უფრო სწორი იქნება ვთქვათ “ჩემი დომინანტი პლანეტა არის ურანი”.
ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, პლანეტები, სახლები, ასპექტები. ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად დგება ჩვენი დომინანტი პლანეტა. ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თქვენი მზის ნიშანი, ან ასციდენტი. ეს პლანეტა განასახიერებს მთავარ ენერგიებს, რომლებიც თქვენს პიროვნებაში ვლინდება.
პლანეტა ამოძრავებს ჩვენს ორიგინალ ენერგიებს. მაგალითისათვის: მერკური დაკავშირებულია, კომუნიკაციასთან, ინტელექტთან, ცნობისმოყვარეობასთან, სწავლებასთან და დედმამიშვილებთან. ვენერა დაკავშირებულია, სილამაზესთან, სიყვარულთან, ეროტიულობასთან, ხელოვნებასთან, სტილთან და ბალანსთან. მარსი კი დაკავშირებულია თვითდამკვიდრებასთან, სექსუალურობასთან, გამბედაობასთან, კონკურენტუნარიანობასთან და მებრძოლობასთან.
თუ ადამიანის დომინანტი პლანეტა არის მერკური, მისგან უნდა ველოდოთ, რომ დაუღალავად იყენებდეს საკუთარ გონებას ხალხის და საგნების გასაცნობად. ჰქონდეს სიახლეების მოთხოვნილება და იყოს სწრაფი და ენამოსწრებული. ხოლო ეს დამოკიდებულება ძირითადათ გამოვლენილი იქნება იმ  ნიშანთან და სახლთან რომელშიც მერკური იმყოფება.
თუ დომინანტი მერკური მშვილდოსანშია ადამიანი ეძებს ცოდნას მოგზაურობის, ქვეყნების, სულიერების და ფილოსოფიის შესახებ. ხოლო თუ მერკური მეორე სახლშია უძრავი ქონების და ფინანსური საკითხები მისი ინტერესის ძირითადი ობიექტები იქნება.
დომინანტი პლანეტა გვიჩვენებს ძირითად თვისებებს და დამოკიდებულებებს, რაც პიროვნებას აქვს სიყვარულის, სამუშაოს, ურთიერთობის და სულიერების მიმართ.
ასტროლოგიაში მზეს და მთვარესაც პლანეტებად მოიხსენიებენ, იმის მიუხედავად რომ რეალურად არაა.
დომინანტი პლანეტის გასაგებათ მიუთითეთ თვენი დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი ქვემოთ მოცემულ ლინკზე
დააწექით

Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments