რა შეიძლება გამოიწვიოს ძილის ნაკლებობამ? - EON.GE

რა შეიძლება გამოიწვიოს ძილის ნაკლებობამ?

ძილი ისეთი რამაა, რაც ყველას გვჭირდება და მისმა ნაკლებობამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს როგორც ჩვენს გონებაში, ასევე ფიზიკურ სხეულში. მაშინ როცა, ყველა ვერ აანალიზებს ამას, რეალურად, ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვანია.

როცა გვძინავს, ჩვენი სხეული მუშაობს ენერგიის აღდგენაზე და ის სტრესისგან გათავისუფლებაზე, რომელიც დღის მანძილზე დაგვიგროვდა. ზედმეტმა ძილმა ან ძილის ნაკლებობამ შეიძლება სერიოზულად დაგვხიოს უკან.

სტატიაში ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც ცუდმა ძილმა შეიძლება დაგვატეხოს თავს. ზოგიერთ მათგანს სხვა გამომწვევი მიზეზებიც გააჩნია, თუმცა ეს პუნქტები ხაზს უსვამს კარგი ძილის მნიშვნელობას.

ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ცუდმა ძილმა შეიძლება გამოიწვიოს

#1 მეხსიერების პრობლემები

საკმარისი ძილის მიუღებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების სერიოზული პრობლემები და დიდი დროით კონცეტრაციის შესუსტება. როცა ჩვენ გვძინავს, ჩვენი ტვინი აფორმირებს კავშირებს, რომლებიც გვეხმარება გადავამუშაოთ და შევინახოთ რაღაცები, ჩვენს გონებაში. და თუ საკმარისად არ გვძინავს, ეს პროცესი შეფერხებულია.

#2 დიაბეტი

ნამდვილად, ათასობით გამომწვევი მიზეზი აქვს დიაბეტს. თუმცა კარგი ძილი რაღაც ეტაპზე მშვენიერი პრევენციაა. NHS-ის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ, გაზრდილი შანსი აქვს დიაბეტით დაავადების.

#3 გულის დაავადებები

შეიძლება ზედმეტად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს სიმართლეა. როცა გვძინავს, ჩვენი სხეულის რემონტს ვახორციელებთ და თუ საკმარის ძილს ვერ ვიღებთ, შესაძლოა მაღალი სისხლის წნევა გვქონდეს. რაც გულის დაავადებების რისკს საკმაოდ ზრდის.

#4 შესუსტებული იმუნიტეტი

ძილი ეხმარება ჩვენს იმუნურ სისტებას გაძლიერებაში და როცა იმდენ ძილს ვერ ვიღებთ, რამდენიც ჩვენს სხეულს სჭირდება, ჩვენი სხეულის ბრძოლისუნარიანობა იკლებს. ადამიანებს ჩვეულებრივზე დიდხანს სძინავთ, როცა ავად არიან და ეს შემთხვევითობა არაა. სხეული ამ დროს გვეუბნება, რომ დასვენება სჭირდება.

#5 მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

არასაკმარისმა ძილმა პასიური შეიძლება გაგხადოს და საშინლად უხასიათო. ჩვენს სხეულებს ვერ მოვთხოვთ იმუშაოს ჩვეულებრივ, როცა საშუალებას არ ვაძლევთ დასვენების.

#6 ბალანსის პრობლემა

დიახ, ძილის ნაკლებობა ჩვენს ბალასს არღვევს. ასეთ დროს ყველაფერი ირევა და მეტად მიდრეკილები ვხდებით ინციდენტებისკენ. როგორც ხედავ, ძილი მნიშვნელოვანია ისეთი რამეებისთვისაც, რასთანაც მას ადრე არ აკავშირებდი.

სტატია მომზადებულია AwarenessAct-ის მიხედვით

გამოიწერე
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა