როგორ ამოვიცნოთ კიბოს ადრეული ნიშნები?

კიბო ერთერთი ყველაზე საშინელი დაავადებაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერს დაემრთოს. ის ყოველწლიურად თითქმის იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც გულის დაავადებები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენისას, უმეტეს შემთხვევაში კიბო განკურნებადია.

კიბოს ადრეული სიმპტომები საკმაოდ რთული ამოსაცნობია, მაგრამ, თუ თქვენ სხეულს საკმარისად ყურადღებით დააკვირდებით, შესაძლებელია.

სტატიაში ვისაუბრებთ კიბოს ადრეულ სიმპტომებზე, რომლებზე დაკვირვებითაც შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოთ. შესაძლოა საკუთარიც კი.

კიბოს ადრეული ნიშნები და სიმპტომები

  • პათოლოგიური სისხლდენა

სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან პათოლოგიური სისხლდენის შემჩნევაში, რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია. როცა კიბოს უჯრედები იზრდება, ხდება სხვა უჯრედების ზრდის შეფერხება.

ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდება ფილტვებში, ან სხეულის სხვა ნაწილებში. თუ ხველისას სისხლი მოყვება ან მონელების დროს ამჩნევთ სისხლდებას, აუცილებლად ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

  • მოულოდნელი წონის კლება

შეიძლება ფიქრობთ, რომ წონაში კლება ნებისმიერ ასაკში იდეალურია, თუმცა, აუხსნელი და უმიზეზო წონაში კლება შეიძლება ცუდი ნიშანი იყოს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი სხეული იმდენ მკვებავს ვერ შეიწოვს, რამდენიც სჭირდება და იმისათვის რომ სხეული ჯანმრთელი დატოვოს, მეტ ენერგიას ხარჯავს.

თუ ამჩნევთ რომ დღეების სვლასთან ერთად წონაში იკლებთ, ვარჯიშის, დიეტის და სხვა მცდელობების გარეშე თვალს ნუ დახუჭავთ. შეიძლება კიბო არ იყოს, თუმცა სხეული საფრთხის ნიშნებს გიგზავნით.

  • სიმაგრეები

გავრცელებული რწმენის საპირისპიროდ, ძუძუს კიბო შეიძლება მამაკაცებსაც დაემართოთ. ყურადღება მიაქციეთ სხეულზე გაჩენილ ნებისმიერ სიმაგრეს და ამობურცულობას.

  • დაქანცულობა

თუ მთელი ღამე კარგად გამოიძინეთ, დილით კი თავს ისევ დაღლილად გრძნობთ და ვერც საქმის კეთებას ახერხებთ ორგანიზმი ცუდ ნიშნებს გიგზავნით.

შესაძლოა საქმე კიბოსთან ან სხვა რომელიმე ცუდ დაავადებასთან გვქონდეს და ორგანიზმი მთელი რესურსებით მას ებრძოდეს.

  • ქრონიკული ხველა

მწეველებისთვის ხველა უცხო არაა, თუმცა თუ ხველა კვირების განმავლობაში გაგიგრძელდათ და ქრონიკული სახე მიიღო, ნუ დააიგნორებთ. შეიძლება უბრალოდ ყელი გაქვთ გაღიზიანებული, თუმცა სჯობს ზუსტად გაერკვეთ.

  • დისპესია, გულძმარვა, ან ყლაპვის გართულება

ლოგიკურია მომნელებელი სისტემის აშლილობა ან გულძმარვა გქონდეთ როცა რაიმე მჟავეს ან ცხარეს მიირთმევთ. ეს თუ ყოველ დილით სისტემატიურად მეორდება, სავარაუდოთ კუჭის მჟავებს საქმის შესრულებაში პრობლემები აქვს.

თუ დიდი ხნის განმავლობაში ყელი გტკივათ და ყლაპვაც გიჭირთ, უყურადღებოდ არც ეს უნდა დატოვოთ.

ჩვენი ორგანიზმი ჩვეულებრივ ჭკვიანურ ნიშნებს გვიგზავნის ხოლმე, როცა საფრთხის ქვეშაა. თუნდაც გაციების დროს, გვაცემინებს ხოლმე, ტემპერატურა გვიწევს და ვიღლებით.

ბოლო დროინდელი სამედიცინო მიღწევების გამო, მარტივია ტესტის ჩატარება, რომელიც არსებობის შემთხვევაში, კიბოს გამოავლენს. ასე რომ, ნუ დააიგნორებთ ამ ნიშნებს. :))

სტატია მომზადებულია hhdresearch.org-ის მიხედვით
დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *